როგორ დავმალოთ აბაზანაში უნიტაზი - ძალიან ეფექტური იდეები

ალბათ არავის აქვს სურვილი, რომ მის აბაზანაში ვიზუალური ცენტრი მაინცდამაინც უნიტაზი იყოს. ეს არ ეხება იმ შემთხვევას, როცა საპირფაროშო ცალკეა, აქ არჩევანის საშუალება არც გვაქვს, მაგრამ თუ აბაზანა და საპირფარეშო გაერთიანებული გაქვთ, ეცადეთ ისე მოაწყოთ, რომ რაც შეიძლება ლამაზი და კომფორტული იყოს. მის მოწყობაში კი ჩვენი რამდენიმე რჩევა დაგეხმარებათ.
ერთ-ერთი ეფექტური ხერხი არის სივრცის გაყოფა დაბალი კედლით. ამ დროს ჩვენ არ ვაპატარავებთ საერთო ფართს და თან საშუალება გვეძლევა, კედლის მონაკვეთზე პატარა თაროები განვათავსოთ სხვადასხვა საჭირო ნივთის დასაწყობად.


ერთ-ერთი საშუალებაა უნიტაზთან დამრეცი

კედლის განთავსება. ასეთი დეკორატიულო კედელი არამარტო საინტერესოს გახდის თქვენს აბაზანას, არამედ მას უფრო ფართოს გამოაჩენს.


ეფექტურია უნიტაზთან მაღალი, ვიწრო კედლის აღმართვა, რომლიც შესაძლოა გააფორმოთ სპეციალური განათებით ან კერამიკული ფილებით.


ერთ-ერთი აპრობირებული ხერხია ყურადღების გადატანა, ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ აქცენტი გაკეთებულია სპეციალურ გამჭირვალე კედელზე, რომლიდანაც აუზი მოჩანს. როგორც ხედავთ, ასეთ აბაზანაში უნიტაზი აბსოლუტურად შეუმჩნეველია. მართალია, ყველა ადამიანს არ აქვს იმის საშუალება, სახლში აუზი ჰქონდეს, თუმცა, მთავარი მოხერხებაა, ამ მეთოდის გამოყენებით შესაძლოა აქცენტი სხვა ნივთზე გადავიტანოთ.


ამ შემთხვევაში კი თვალი პირველ რიგში ორიგინალური შხაპისკენ გარბის, ასევე მოზაიკის კედლისკენ და უნიტაზი აღარც არავის ახსოვს. იმის გათვალისწინებით კი, რომ უნიტაზი მუქი ფერის იატაკიდან მოშორებით, მაღლაა დამონტაჟებული და პირდაპირ კედელზე არის მიბჯენილი, იქმნება შთაბეჭდილება, რომ აბაზანა უფრო ფართოა და უნიტაზი თითქმის არც კი ჩანს.


ლამაზი კედლის არსებობა აბაზანაში უკვე იძლევა იმის საშუალებას, რომ ყურადღება აუცილებლად მას მიაქციოთ. ამის მიღწევა კი შესაძლებელია კედლის მოპირკეთებით რომელიმე ნატურალური ქვით. ამ შემთხვევაში ეფექტი იმდენად დიდია, რომ უნიტაზი მართლაც იკარგება.


ამ შემთხვევაში კი, როგორც ხედავთ, აქცენტი მუქ მწვანე მოზაიკის კედელზეა გაკეთებული, რომელიც თეთრ ფონზე ძალიან თავლშისაცემია და უნიტაზი ისევ ყურადღების მიღმა რჩება.


ზოგიერთ აბაზანაში კი უნიტაზი ისეთ ადგილას არის დამონტაჟებული, რომ გინდა თუ არა, პირველ რიგში მას დაინახავთ, თუმცა ამ შემთხვევაშიც არის შესაძლებელი აქცენტების ფერებსა და დეკორაციებზე გადატანა, იქნება ეს განათება თუ სხვა რამ. ამ ფოტოზე, როგორც ხედავთ, ისე არის აბაზანა მოწყობილი, რომ შავ-თეთრი ოთახის ფონში კარგად ზის შავ-თეთრი უნიტაზიც, რომლიც საერთო ფონიდან არ იკვეთება.


ამ ფოტოზე კი უნიტაზს საერთოდ ვერ შეამჩნევთ იმის ხარჯზე, რომ ჩამონტაჟებულია განიერ ქვაში, რომელიც მთელ კედელზეა გაკეთებული და საშხაპეშიც კი გრძელდება.


დაბოლოს, ყველაზე მარტივი ხერხი ეს არის თქვენი აბაზანის მოწყობა ღია ფერებში, ღია ფერი ღიაზე ხომ ფაქტობრივად არ ჩანს და თქვენი უნიტაზიც არავის მოხვდება თვალში.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები