პატარა სივრცეში დიდი ნიშვნელობა ენიჭება არა მარტო ფუნქციონალურ ავეჯს, არამედ აქსესუარების ეფექტურად გამოყენებას. აქსესუარების საჭირო ადგილზე განთავსება დაგეხმარებათ ოთახის სივრცის ვიზუალურად გაფართოებაში.
ოთახის მოწყობის დროს პირველ რიგში უნდა გაანალიზდეს, რომელი ადგილის გამოყენება შეიძლება მაქსიმალურად ეფექტურად. მაგალითად, თუ ოთახში გაქვთ თავისუფალი კუთხე, როგორც წესი, ოთახის კუთხეები ძირითადად უფუნქციოდ რჩება ხოლმე, გირჩევთ ამ ადგილზე ღია, სტელაჟის მსგავსი თაროების განათავსოთ, ეს ძალიან ლამაზი და ამავე დროს ფუნქციონალური იქნება.
კარების ზედა და გვერდითა კედელს, როგორც წესი, ძალიან იშვიათად იყენებენ ხოლმე, ამ შემთხვევაშიც გირჩევთ სტელაჟის
სამზარეულოში ფართო ფანჯრის რაფამ შეიძლება გაგიწიოთ მაგიდის ან თუნდაც ბარის მაგივრობა.
ბავშვის ოთახშიც ფართო ფანჯრის რაფამ შესაძლოა თქვენს შვილს საწერი მაგიდის მაგივრობა გაუწიოს ან წიგნების მშვენიერ სათავსოდ იქცეს.
ცარიელი კედელი შეიძლება გადააქციოთ სამოქმედო სივრცედ., თუ მასზე დაკიდებთ პატარა კარადებს, თაროებსა და სტელაჟებს.
სარკე ძალიან კარგი საშუალებაა ოთახის ვიზუალის გასაფართოებლად, დიზაინერები ამ ხრიკს ხშირად მიმართავენ.
თუ ოთახში გაქვთ კარადა, გირჩევთ მისი კარი სარკიანი იყო.
ასევე შესაძლებელია ფარდის უკანა ნაწილის ათვისება. შეიძლება ამ ადგილას პატარა, ვიწრო კარადის ან თაროების გაკეთება.
წაიკითხეთ ასევე:
როგორ გეგმავენ დიზაინერები პატარა ბინებს - 4 ბინის დიზაინი
პატარა სამზარეულო გაქვთ? - გამოსავალს გაპოვნინებთ!
როგორ მოვაწყოთ პატარა შემოსასვლელი ისე, რომ ვიზუალურად უფრო დიდი გამოჩნდეს