ფოტოები - ის, რაც ათეული წლების წინ ფუფუნება იყო, ახლა ადამიანების ყოველდღიურობა გახდა. ამან კი დაბეჭდილ ფოტოს გარკვეული ღირებულება დაუკარგა. ”ფეისბუქფოტოებმა" ჩაანაცვლა საოჯახო ალბომები და ახლა ძალიან ცოტა ადამიანი ბეჭდავს ფოტოს. ამასობაში კი იკარგება მთავარი ემოცია, რომელიც ძველ ფოტოს შეუძლია მოიტანოს და ისტორია, რომელსაც ის ინახავს.
გასული საუკუნის მეორე ნახევარში დაბეჭდილი ფოტოების პოპულარობამ კულმინაციას მიაღწია. ადამიანები ხშირად სტუმრობდნენ ფოტოატელიეებს, რისთვისაც საგანგებოდ გამოეწყობოდნენ, იღებდნენ და ბეჭდავდნენ სურათებს. მოგვიანებით ფოტოაპარატები, ფირები და ფოტოს საბეჭდი მანქანები ფართოდ ხელმისაწვდომი გახდა. ყველა ბეჭდავდა ფოტოებს და
საგულდაგულოდ ავსებდა საოჯახო ალბომებს.
ალბათ, ყველა ოჯახში მოიძებნება ძველი საოჯახო ალბომი, რომელიც ოჯახის ისტორიას ინახავს. ხშირ შემთხვევაში ოჯახის ყველა წევრს თავისი პერსონალური ალბომი ჰქონდა. მათი თვალიერება დღეს ძალიან საინტერესოა. განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს ბავშვებში, რომელთათვისაც დაბეჭდილი ფოტო საკმაოდ უცნაურია. მეც მაქვს ერთი ასეთი ალბომი, რომელიც დედაჩემთან ინახება. საოცარი გრძნობაა ხოლმე, როცა დედაჩემი ჩემს შვილებს გადმოუღებს ამ ალბომს და თითოეული ფოტოს ისტორიას უყვება, ამბებს, როცა მე ჩემი შვილების ასაკის ვიყავი. ბავშვებიც საოცარი შთაბეჭდილების ქვეშ არიან ხოლმე. დედა კიდევ ერთ, უფრო დიდ საოჯახო ალბომს ინახავს, სადაც მისი ბებიის სურათებიცაა. მიხარია, რომ ამ ალბომის საშუალებით ჩემმა შვილებმა ჩემი დიდი ბებიის სახელები და ისტორიებიც იციან. რომ არა ფოტოები, ალბათ მათი სახელები მეც არ მემახსოვრებოდა.
მიუხედავად იმ დიდი ემოციური დატვირთვისა, რომელიც დაბეჭდილ ფოტოს აქვს, მან 21-ე საუკუნის დასაწყისში აქტუალობა დაკარგა. ამ პერიოდში საზოგადოების უდიდესი ნაწილი სოციალურმა ქსელებმა დააინტერესა. ფოტოებს იღებდნენ არა დასაბეჭდად და ალბომში ჩასადებად, არამედ სოციალურ ქსელში ასატვირთად. ”ფეისბუქის” ალბომებმა ეტაპობრივად ჩაანაცვლა საოჯახო ალბომები. თითქმის აღარავინ ბეჭდავდა სურათებს. ნაკლებად პოპულარული გახდა ფოტოჩარჩოებიც. სამწუხაროდ, არდაბეჭდილ ფოტოებთან ერთად დაიკარგა უამრავი ისტორია და თავგადასავალი, რომელიც უბრალოდ დაგვავიწყდა. ძალიან ცოტა ადამიანი მეგულება, ვინც მეგობრებთან, შვილებთან ერთად დაჯდება და ”ფეისბუქის” ფოტოების თვალიერებასა და ისტორიების მოყოლას დაიწყებს.
ბოლო წლებში სიტუაცია კიდევ ერთხელ შეიცვალა. ამ პერიოდში მეტად ტრენდული გახდა დეკორაციული ნივთები, მათ შორის, ფოტოს ჩარჩოები, ხის ალბომები, ხის ყუთები ფოტოებისთვის. ამ ახალმა ტენდენციამ კი ფოტოების ბეჭდვა კვლავ აქტუალური გახადა. დღეს ადამიანები კვლავ იწონებენ თავს ალბომებითა და მათში მოთავსებული ლამაზი სურათებით.
21-ე საუკუნეში განვითარების ტემპი სწრაფია. ამიტომ კვლავ გააქტიურებულმა დაბეჭდილმა ფოტოებმაც შეიძინეს ტრენდულობის ნიშანი და მათი დაბეჭდვა უკვე არასტანდარტულ ფორმატშიცაა შესაძლებელი. მაგალითად, დღეს ძალიან პოპულარულია ფოტოების ონლაინპლათფორმა ”ინსტაგრამი”, რომელზე ატვირთულ ფოტოებსაც გამორჩეული ზომები აქვს. უკვე შესაძლებელია სურათების ამ ზომებში დაბეჭდვაც. სტანდარტული ზომების მქონე ფოტოების გარდა, ასევე შესაძლებელია პოლაროიდ ფოტოების ბეჭდვა, რაც ასევე ძალიან პოპულარული იყო წლების წინ, თუმცა ამ საუკუნის დასაწყისში მანაც დაკარგა აქტუალობა.
მოდა ბრუნავსო, ამბობენ და ასე მოხდა დაბეჭდილი ფოტოების შემთხვევაშიც. თუ დღეს ლამაზი ფოტოებით სავსე ორგინალური ხის ალბომი გაქვთ ან კედელი გაქვთ საინტერესოდ გაფორმებული ფოტოებით, თქვენ ნამდვილად მიჰყვებით მოდას და თავისუფლად შეგიძლიათ თქვენი ფოტოებით იამაყოთ.