კედლის მარაო სახლში ბარაქასა და იღბალს მოგიტანთ - ფენ-შუის წესები

მარაო - ზაფხულის განუყრელი აქსესუარია. კონდიციონერებისა და ვენტილატორების გამოგონებამდე მანდილოსნები სახეს მხოლოდ მარაოთი იგრილებდნენ. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ხელის აქსესუარს სხვა დანიშნულება არ ჰქონდა. თანამედროვე ეპოქაში ის კედლის დეკორატიული აქსესუარიც გახდა, რომელიც ინტერრიერსაც უხდება და ოჯახშიც გარკვეულ ტენდენციებს უწყობს
ხელს.



მარაო კედელზე
ზუსტი თარიღის თქმა, როდის გადაინაცვლა მარაომ ხელიდან კედელზე რთული სათქმელია. სავარაუდოდ, ეს ტრადიცია, ისევე როგორც თავად მარაო, ჩინეთ-იაპონიიდან გავრცელდა ევროპაში, სადაც ბინის მოსართავად მინიმალური აქსესუარები გამოიყენება. ფენ-შუიში მარაოს კედელზე მოთავსებას რამდენიმე წესი აქვს და პირველის მიხედვით, მარაო კედელზე
მაშინ უნდა მოათავსოთ, როცა საქმეებში არ გიმართლებთ. ფენ-შუის მოძღვრება გვკარნახობს, რომ მარაოზე გამოსახული საკურა ან პიონები ოჯახში სიყვარულს მოგიტანთ, იგი სამხრეთ-დასავლეთ სექტორში უნდა მოათავსოთ. ბამბუკის ან წეროს გამოსახულება ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს გპირდებათ. ასეთი მარაოს ადგილი აქტიური ზონა და აღმოსავლეთის მხარეა. კეთილდღეობის მოსაზიდად და თევზების გამოსახულების მარაო სამხრეთ-დასავლეთ სექტორში უნდა განათავსოთ.


აგრეთვე დიდი მნიშვნელობა აქვს მარაოს ფერებსაც. ოქროსფერი ხანგრძლივ სიცოცხლეს ნიშნავს, წითელი - წარმატებას. მწვანე - იმედსა და სიმშვიდეს, ვარდისფერი - სიყვარულსა და ერთგულებას. თეთრი კი მორიდებასა და ქალწულებას.



როგორ დავკიდოთ მარაო კედელზე
მისისთვის ადგილი გამოძებნეთ დერეფანში, სასტუმრო ოთახში, სამზარეულოში და საძინებელშიც კი. ფართოთ გაშლილი მარაო კედელზე 45-გრადუსიანი კუთხით დაკიდეთ. თუ რამდენიმე სიუჟეტურად იდენტური მარაო გაქვთ, შეგიძლიათ კომპოზიციურადაც განათავსოთ კედელზე.






მარაო წარსულიდან
მარაო ათასი წლის წინ გამოჩნდა ინდოეთში, იაპონიასა და ჩინეთში (დღემდე მიდის დავა, თუ რომელი ქვეყანა ითვლება მარაოს სამშობლოდ). თუმცა, მარაოს განსხვავებული ფორმით ანტიკურ ხანაშიც იცნობდნენ. მაგალითად, ძველ რომში, გრძელტარიან სანიავებელს "ფლაბელუმი", ბიზანტიაში კი "რიპიდა" ერქვა და არსებობდნენ სპეციალური მონები, რომლებიც ბატონებს მარაოს გასაგრილებლად უნიავებდნენ. უამრავ ანტიკურ ნივთზეა შემონახული ამგვარი სცენები.



არსებობს მარაოს ორი თანამედროვე სახეობა: დასაკეცი და მთლიანი. ჩინეთში და მოგვიანებით იაპონიაში, მარაოს მავთულის კარკასზე დამაგრებული აბრეშუმის ნაჭრისგან აკეთებდნენ. მასზე პეიზაჟებს (ყვავილებსა და ჩიტებს) ან კალიგარფიულად ტექსტებს გამოსახავდნენ. მანდილოსნები მარაოს იყენებდნენ მზისგან და ცნობისმოყვარე თვალისგან დასაცავად. ხოლო მამაკაცებისთვის მეტალის მარაო მზადდებოდა, რომელსაც სამხედრო დანიშნულება ჰქონდა. კორეაში, ჩინეთსა და იაპონიაში მზადდებოდა სპეციალური საბრძოლო მარაო. ასეთი მარათი მებრძოლს შეეძლო მოწინააღმდეგის მოგერიება და მოწამლული ისრების სროლაც კი. იაპონიაში ტრადიციულ ცეკვაში მარაოს დღემდე აქვს განსაკუთრებული დანიშნულება.



აღმოსავლეთიდან ევროპაში მარაო XVI საუკუნეში მოხვდა. მას რთავდნენ ბუმბულებითა (ძირითადად ფარშევანგის) და მაქმანით, სადაფითა და ოქროთი, ვერცხლითა და ძვირფასი ქვებით. ტარისთვის გამოიყენებოდა ბამბუკი, სანდალოსის ხე, ცხოველთა რქები. ძვირფასი მარაო მზადდებოდა აბრეშუმის, ტყავისა და პერგამენტისგან. აბრეშუმის მარაოს მოხატვა ისეთ მხატვრებს ევალებოდათ, როგორებიც იყვნენ ფრანსუა ბუშე და ანტუან ვატო.

მარაოს ენა
ძველი ფრანგული ანდაზის მიხედვით, "მარაო ლამაზმანის ხელში - მსოფლიოს მართვის კვერთხია". ძველად მარაო ერთგვარი ფლირტის ენას წარმოადგენდა. მის პატრონს შეეძლო ეთქვა "მიყვარხარ", თუ ქალი დახურულ მარაოს მარჯვენა ხელით გულზე მიიდებდა. ხოლო, თუ დახურულ მარაოს ტუჩებზე მიიდებდა, ეს ნიშნავდა: "გაჩუმდით, ჩვენ გვისმენენ". "გამომყევით" ნიშნავდა ჟესტი, როცა ქალი მარაოს გვერდზე მიირტყამდა და ა.შ. არც ერთი წვეულება და მით უმეტეს, ბალ-მასკარადი მარაოს გარეშე არ ტარდებოდა. უფრო მეტიც, დიდგვაროვანი ქალბატონები ძვირფასი მარაოებით იწონებდნენ თავს. ძვირფასი მარაო განსაკუთრებულ საჩუქრად მიიჩნეოდა.

მოამზადა რუსუდან გელაშვილმა

კომენტარები

თამარი 2018-08-17 11:32
დიდი სისულელე!
ლალუკა 2018-08-17 10:14
რატომ უნდა დავკიდო ქართველმა ჩინური აქსესუარი კედელზე, სისულელებს აღ აქვს საზღვრი, მარაო კიარა ხელი გააქანეთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები