ახალი სტილის ნაძვის ხე, რომელიც ბავშვიანი ოჯახებისთვის შექმნეს

ნაძვის ხის დადგმა ხშირად საფიქრალს უჩენს ოჯახის წევრებს - სახლში მყოფი ბავშვები ან ოთხფეხა მეგობრები ზედმეტ დაინტერესებას იჩენენ მის მიმართ. სამწუხაროდ, ეს ცნობისმოყვარეობა ცუდად მთავრდება ხოლმე. განსაკუთრებით საფრთხილონი არიან ბავშვები, რადგან შეიძლება ნაძვის ხე წააქციონ და ზედ დაეცეთ. ეს პრობლემა მთელს მსოფლიოსთვის ცნობილია, ამიტომ გამოსავალს ძირითადად, პატარა ზომის ნაძვის ხეებში ხედავენ, რომლებსაც კარადებზე ან სხვა შემაღლებულ ადგილებზე დგამენ.



ამჯერად ბრიტანელმა მწარმოებლებმა კრეატიული გამოსავალი შესთავაზეს მომხმარებლებს. ნახევარ ნაძვის ხე ან ნაძვნახევარა - დაახლოებით ასე შეგვიძლია გადავთარგმნოთ ეს ახალი სახეობა, რომელიც წელს
პირველად გამოჩნდა.





მას ქვედა ნახევარი ტოტებისგან თავისუფალი აქვს - მხოლოდ ზედა ნახევარშია ტოტიც და შესაბამისად, მორთულ-დატვირთული ნაწილი. მას ვერც ბავშვი შეწვდება და ვერც ძაღლი (კატის წინააღმდეგ ეს იდეა, სამწუხაროდ, უძლურია). ანუ აღარ იღელვებთ შესაძლო საფრთხეებზე.
კიდევ რა სიკეთე გააჩნია ნაძვნახევარას? ვიზუალურად ძალიან თანამედროვე და განსხვავებულია. თანაც მის ქვეშ ნებისმიერი ზომის საჩუქარი მოთავსდება. თუ ჭკუაში დაგიჯდათ ეს ვარიანტი, შეგიძლიათ ინტერნეტით გამოიწეროთ, თუ არადა სცდეთ თქვენი ნაძვის ხის ამ სტილში აწყობა.
ზოგჯერ უსაფრთხოების ან ადგილის ეკონომიის მიზნით, ნაძვის ხეებს კედლებზე ათავსებენ





არსებობს სპეციალური კუთხის ნაძვის ხეებიც, რომლებიც ადგილის ეკონომიისთვის შესანიშნავი გამოსავალია.




წყარო

კომენტარები

ქეთი 2018-12-05 10:07
ბავშვები არა, 2 მაიმუნი მყავს და მათთვის დაუძლეველი წინაღობა არ არსებობს, ნებისმიერი ფორმის ნაძვის ხეს მოხსნიან და გადაამონტაჟებენ :-) :-) :-)

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები