საბჭოთა წლების ნივთები, რომლებზეც უარი არ უნდა თქვათ


საბჭოთა კავშირი დიდი ხანია წარსულა ჩაბარდა, თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მაშინდელი აქსესურებიც აუცილებლად ნაგავში უნდა გადავყაროთ. დიზაინერებმა იმსჯელეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ იმდროინდელი ინტერიერის აქსესუარები დღესდღეობითაც შესაძლებელია გამოვიყენოთ და ეს ძალიან ორიგინალური და ლამაზიც იქნება. მაშ ასე:

რადიატორები
მიუხედავად იმისა, რომ ძველებური თუჯის რადიატორები არც თუ დახვეწილი იყო, თუ ის მუშა მდგომარეობაშია, ნუ იჩქარებთ მათ თავიდან მოშორებას, თქვენ შეგიძლიათ მათ ახალი სული შთაბეროთ. უბრალოდ, გადაღებეთ ის სხვადასხვა ფერად ან ერთ ფერში, ეს თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.



პარკეტი
თუ წილად
გხვდათ ბედნიერება იცხოვროთ ძველებურ პარკეტიან სახლში, ეცადეთ შეინარჩუნოთ ის და არ შეცვალოთ თანამედროვე ლამინატით. დაიმახსოვრეთ, იატაკად ხის მასალის გამოყენება იდეალური ვარიანტია. თუ ის მოძველებულია, გაასუფთავეთ კარგად სპეციალური დანადგარით და გადაუსვით ლაქი.

ხის ჩარჩოები
მართალია, მეტალო პლასტმასის კარ-ფანჯარა იდეალურად ინარჩUნებს სითბოს, სწორედ ამიტომ არის, რომ ის სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება დღესდღეობით, თუმცა, გვერწმუნეთ, ხის კარ-ფანჯარას ალტერნატივა არ აქვს, ის შეუცვლელია ეკოლოგიურობის თვალსაზრისით. სანამ ძველი ფანჯრების გამოცვლას მოიფიქრებთ, ჯერ მათ რესტავრაციაზე დაფიქრდით.



თაბაშირი
თუ თქვენი სახლის ჭერი ტაბაშირის ფიგურებით არის დამშვენებული, სანამ მათ მოშორებას გადაწყვეტთ, დაფიქრდით მათ აღდგენაზე. ზოგიერთ სტილს ასეთი ატრიბუტი ძალიან უხდება.

კედლის ავეჯი
ასეთი ავეჯის მთავარი უპირატესობა სათავსოებია, მინუსი კი მასიური ზომაა. თუ ასეთი ავეჯი გაქვთ, ნუ იჩქარებთ მის დემონტაჟს, მასაც შეიძლება გაუკეთდეს რესტავრაცია და აბსოლუტურად გადასხვაფერდეს.

ჩემოდანი
ძველი ჩემოდნების პირვანდელი დანიშნულების მიხედვით გამოყეეაბა დღესდღეობიოთ წარმოუდეგენელია, თუმცა შეგიძლიათ მათ ფუნქცია შეუცვალოთ და მშვენიერი ტუმბო გაიკეთოთ, ან აი, ასეთი სკამი.






საათი
ბებიის ნაქონი ძველი კედლის საათი ძალიან მოუხდება ქანთრის სტილის სამზარეულოს. აბა, სცადეთ. ის თქვენი ინტერიერას მშვენიერი აქსესუარი იქნება.

საკერავი მანქანა თუჯის ფეხებით
ასეთ საკარავ მანქანას ზოგი მტვრის ბუდედ მიიჩნევს ზოგი კი ანტიკვარად. თუ თქვენც შემოგრჩათ ძველებური საკერავი მანქანა, ის შეგიძლიათ საოცარ ტუალეტის მაგიდად აქციოთ.



მრგვალი მაგიდა
ასევე ნუ შეელევით მრგვალ მაგიდას, რომლის გარშემოც ძალიან მოსახერხებელია მთელი ოჯახის განლაგება და სადილის მირთმევა. აღადგინეთ იგი და მიუჩინეთ თქვენ სახლში საპატიო ადგილი. არ ინანებთ.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები