საბავშვო ოთახისთვის აუცილებელი აქსესუარები

ყველა მშობელს სურს თავისი ბავშვის ოთახი მოაწყოს მყუდროდ, კომფორტულად და ლამაზად. ისიც ცნობილია, რომ ნათელ, ცოცხალ და ლამაზ ოთახს ქმნის აქსესუარები, ტექსტილი და სათამაშოები. თუ ჯერ არ იცით ვინ იქნება თქვენი მომავალი შვილი, გოგონა თუ ბიჭი, ბავშვის ოთახის კედლები და ავეჯი შეიძლება გადაწყვიტოთ ღია ტონებში. თემატურ განწყობას ოთახში შექმნის კოვბოის ნახატიანი ფარდები და საწოლი , თეთრეული, ბალიშები, კოვბოის ქუდები და სხვა აქსესუარები. ასეთი ოთახი განკუთვნილია რა თქმა უნდა ბიჭისთვის. 

ეს ოთახი ნათელი და თეთრია, ავეჯიც სხვა ელფერს შეიძენს, თუ შეცვლით ფერს და აქსესუარების

თემატიკას. ხედავთ რა ადვილად შეგიძლიათ ოთახის სტილის შეცვლა, რემონტისა და ახალი ავეჯის ყიდვის გარეშე.


შეეცადეთ ტექსტილის აქსესუარები ( ფარდები, ბალიშები, თეთრეული, გადასაფარებელი) ჰარმონიულად შეეხამებოდეს ერთმანეთს ფერითა და სტილით. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეკოლოგიურად სუფთა ტექსტილს, რათა არ გამოიწვიოს ალერგია. ყურადღება მიაქციეთ საწოლის თეთრეულს, რადგან ღამის განმავლობაში ბავშვს ყველაზე მჭიდრო კონტაქტი აქვს თეთრეულთან. ბავშვის ხალიჩა  ოთახს უფრო დაამშვენებს და მყუდროს გახდის. სასიამოვნოა, როდესაც ახალგაღვიძებული ბავშვი ფეხებს შეახებს თბილ და ფუმფულა ნოხს. მნიშვნელოვანია, რომ ხალიჩა ნატურალური მასალისგან იყოს დამზადებული მაგ: შალისა და ბამბისაგან.



კიდევ ერთი თანამედროვე ტექსტილის აქსესუარი როგორც პატარა, ასევე მოზარდისთვის -პუფი ან ტომარა სავარძელია. იგი ძალზედ მოხერხებული და კომფორტული რბილი ავეჯის სახეობაა, რომელიც არ იკავებს დიდი ადგილს.

გახსოვდეთ: მთავარი არა აქსესუარების რაოდენობა, არამედ ინტერიერში მათი სწორი განლაგებაა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები