5 ნივთი, რომელიც თქვენს აივანს განსაკუთრებულად აქცევს

აივანი სახლის ის ნაწილია, რომელიც ყველას განსაკუთრებულად უყვარს და მის მოსაწყობად ენერგიას არ იშურებს. ეს განსაკუთრებით მათთვის, ვინც კორპუსში ცხოვრობს და საკუთარი ეზო არ აქვს, აივანს გამორჩეული დატვირთვა აქვს. ის უნდა იყოს მყუდრო და სასიამოვნო, რომ დასვენების და განტვირთვის საშუალება მოგცეთ.
აივნის მოწყობა კი მის ზომაზეა დამოკიდებული. პატარა აივნის შემთხვევაში ეცადეთ მაქსიმალურად ოპტიმალურად გამოიყენოთ სივრცე, რომ ავეჯის დალაგების საშუალებაც გქონდეთ და მისი გამწვანება-გალამაზებისაც.
ჩვენ მიერ შემოთავაზებული ნივთები კი სასიამოვნო გარემოსა და სიმყუდროვის შექმნაში დაგეხმარებათ.

სანათები


დეკორატიული სანათები და ფარნები თქვენს აივანს
განსაკუთრებულ ელფერს შესძენს. შეგიძლიათ, გამოიყენოთ ნათურები, რომლებიც მზეზე იტენება. დღის განმავლობაში ის ენერგიით დაიმუხტება, საღამოს კი აივანს გაგინათებთ. მზის დეკორატიული სანათების ფართო არჩევანი მაღაზია „მატალანში“ დაგხვდებათ.


გამწვანება


სიმწვანე ნებისმიერი აივნისთვის აუცილებელია მიუხედავად იმისა, რამდენად დიდი სივრცე გაქვთ. შეარჩიეთ მცენარეები თქვენი გემოვნებისა და აივანზე მზის მიდგომის მიხედვით. ყველა მცენარეს არ უყვარს მზის პირდაპირი სხივები. თუმცა აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მცენარეებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდებათ და თუ თქვენ ამისთვის დრო არ გაქვთ, უმჯობესია შეიძინოთ ხელოვნური მცენარეები, რომელიც ვიზუალით ძალიან მიახლოებულია ბუნებრივთან.


კედლის დეკორი

არ დაგავიწყდეთ კედლების დეკორატიული მიზნით გამოყენება. ეს განსაკუთრებით მათ ეხებათ, ვისაც პატარა აივანი აქვს. კედლებზე შეგიძლიათ დაკიდოთ ქოთნები, ხელოვნური ყვავილები, მზის სანათები. კედლის დარჩენილი ნაწილი კი ღია ფერებში შეღებეთ ან მოხატეთ საკუთარი ხელით. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ბავშვებსაც მისცეთ თავისუფლება და მათ მოახატინოთ კედლები.



პლედები და ბალიშები

მას შემდეგ რაც აივნისთვის ავეჯს შეარჩევთ, არ დაგავიწყდეთ პლედებიც. ეს აივნის ის აუცილებელი ატრიბუტია, რომლის გარეშეც სრული კომფორტი წარმოუდგენელია. მოიმარაგეთ ფერადი პლედები, რომელსაც სპეციალურ კალათებში აივანზევე შეინახავთ და საღამოს გრილი სიო სიმშვიდეს ვეღარ დაგირღვევთ.


დეკორატიული ქოთნები

მას შემდეგ რაც აივანს აუცილებელი ნივთებით შეავსებთ, მოიმარაგეთ განსაკუთრებული დეკორაცია. მაგალითად, ორიგინალული ქოთნები, რომლებიც სასიამოვნო გარემოს კიდევ უფრო გამორჩეულს გახდის და ამით თქვენს ყოველდღიურობას მეტად გაამხირაულებს და გაამრავალფეროვნებს. სასურველი ქოთანი კი შეგიძლიათ „მატალანში“ აარჩიოთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები