პროფესიონალი ექსპერტები გვესაუბრებიან, თუ როგორ მოვრთოთ საახალწლო ნაძვის ხე.
კინემატოგრაფიის ვარსკვლავი
ნაძვის ხის მორთვის თანამედროვე სტერეოტიპები ხშირად ნანახი ფილმების მიხედვით ყალიბდება. განსაკუთრებით უხვად გვხვდება აღნიშნული სიუჟეტები ჰოლივუდურ ფილმებში. ასეთ ფილმებში კი ნაძვის ხე, როგორც წესი, ირთვება დიდი სახლში, ბუხართან ახლოს. ბუხრის მილიდან ჩამოდის სანტა და ოჯახის ყველა წევრისთვის მოაქვს საჩუქრები. ასეთ ნაძვის ხეში მთავარია, რომ ის იყოს მაქსიმალურად განათებული, ასე რომ, ნუ დაინანებთ გირლანდებს. მოციმციმე შუქი, განსაკუთრებით ფერადი, ნამდვილად შეგიქმნით სადღესასწაულო განწყობას.
იდეალური ანტურაჟი
თუ სახლში არ გაქვთ ბუხარი, თუმცა
წარმატებული ალტერნატივა
ვისაც ტრადიციულ დღესასწაულში თანამედროვე ელემენტების შეტანა სურს, ალტერნატიული ნაძვის ხის ვარიანტს ვთავაზობთ. ახალ წელს მთავარი ხომ მისი სიმბოლოს, ნაძვის ხის სილუეტია. საახალწლო ნაძვის ხის ჩანაცვლება კი ნებისმიერი რამით არის შესაძლებელი, ამ შემთხვევაში მთავარია ფანტაზიას მისცეთ გასაქანი.
ცოცხალი
ეკო ნაძვის ხე შესაძლებელია კედელზე იყოს დახატული ცარცით ან დამზადებული იყოს გადამუშავებული მასალისგან. თუ ახალ წელს ქალაქგარეთ ხვდებით, სულაც არ არის აუცილებელი ნაძვის ხის ყიდვა, წაღება და მორთვა, ეს შეგიძლიათ გარეთ გააკეთოთ, ნამდვილ ნაძვის ხეზე.
დაკიდეთ სათამაშოები, საახალწლო განათება და გირლანდები და ნახავთ, როგორი საახალწლო განწყობა შეიქმნება არა მარტო თქვენს სახლში, არამედ მიმდებარე ტერიტორიაზე.
მეტი ფერი!
ვინ თქვა, რომ ნაძვის ხე აუცილებლად მწვანე უნდა იყოს. ის დეკორის ისეთივე ელემენტია, როგორც სხვა რამ. თუ თვლით, რომ ინტერიერს თეთრი ან ვარდისფერი ნაძვის ხე უფრო მოუხდება, ვიდრე მწვანე, რატომაც არა, დაე, იყოს სხვა ფერი. მთავარია, თქვენ დარჩეთ კმაყოფილი.
ნაძვის ხე და საჩუქრები
ახალ წელს ყველა ბავშვი სულმოუთქმელად ელოდება საჩუქრებს. იმისათვის, რომ საახალწლოდ მეტი სადღესასწაულო განწყობა შექმნათ, შეგიძლიათ ხის ძირში დეკორატიული საჩუქრები დაალაგოთ. ახალი წლის ღამეს კი დეკორატიული საჩუქრები ნამდვილით ჩაანაცვლოთ.