რა ტენდენციებია 2021 წელს დეკორში, როგორ უნდა მოვრთოთ სახლი, რამდენად აქტუალურია ხელნაკეთი ნივთები და ასევე ბევრ სხვა საინტერესო თემაზე დეკორთან დაკავშირებით, გვესაუბრება ცნობილი ხელოვანი და "შინ"-ის ერთგული რესპონდენტი ნანუკა ჩხეიძე:
- წელს ამბობენ, რომ კვლავაც მოდურია როგორც საახალწლო, ისე ჩვეულებრივ, ბინის დეკორში ხელნაკეთი ნივთები და მოსართავები. რას იტყვით ამაზე?
- ჩემი აზრით, ხელნაკეთი ნივთები და ხელით შექმნილი დეკორის ელემეტები ყოველთვის აქტუალური იქნება, მიუხედავად იმისა, მოდურ ტენდენციად აღიარებენ თუ არა, რადგან ეს მხოლოდ გემოვნებაზეა დამოკიდებული - ვის რა მოსწონს და რა
უხდება კონკრეტულ ოთახს…
- როგორი ფერებია წელს მოდური, რა ტიპის მასალაა უფრო აქტუალური ხელნაკეთ ნივთებში?
- ზოგადად 2021 წელს ტრენდული ფერი იქნება ლურჯი, შავი, ცოტა ღია ტონალობის, რუხი ფერი, ხის მასალა ძალიან მოდურია არა მარტო ხელნაკეთ ნივთებში, არამედ მთლიანად ინტერიერში, ავეჯში, ასევე სხვადასხვა ძვირფასი მასალისგან შექმნილი ხელნაკეთი ნივთები. ძირითადი აქცენტი შეიძლება გაკეთდეს ბუნებაზე და აქტიურად გამოიყენოთ სხვადასხვა დეტალი.
ინტერიერს ქმნის გარკვეულწილად არქიტექტურა, ფორმები, ფერები, ნივთები და ზოგადად ყველაფერს აერთიანებს თემა, კონცეფცია.
2021 წლისთვის განსაკუთრებით აღინიშნა რამდენიმე მნიშვნელოვანი ტრენდული მახასიათებელი, რასაც უნდა მიექცეს ყურადღება ინტერიერში - ეს არის ეკლექტიკა, მგრძნობიარობა, რაშიც იგულისხმება, რომ დიზაინერები არ ჩერდებიან სტილისტური ან ფუნქციური ამოცანების შესრულებაზე, არამედ ფიქრობენ ინტერიერის არომატზე - განსხვავებულზე სხვადასხვა ოთახებისთვის. ეს ყველაფერი პირდაპირ გავლენას ახდენს კომფორტის დონეზე და ბედნიერების განცდაზე.
აქცენტი ბუნებრივ სინათლეზე, ტრენდულია თეთრი თიხის, თეთრი ქვების თუ სხვა მასალის გამოყენება.
აქტუალურია ყველაფერი ცოცხალი - რაშიც იგულისხმება აყვავებული ბაღის იდეა, დიდი მცენარეები, პანორამული ხედის ფანჯრები, აივნების, სახურავების, ტერასების გამწვანება, რაც გვაძლევს ბუნებასთან ახლოს ყოფნის შესაძლებლობას.
აქტუალური იქნება არტიც, ასევე ბუნებრივ მასალებზე აქცენტი. წელსაც ტრენდული რჩება ხელნაკეთი ნივთები ინტერიერში, მრავალფეროვანი მარმარილო, კერამიკა, ხე, ბუნებრივი ქსოვილები, ქოქოსის ბოჭკოები, კანაფის ბეწვი და სხვა.
- თქვენ რა ფერებზე აკეთებთ აქცენტს?
- მე მაქვს ჩემი საყვარელი ფერები, რომელსაც არასოდეს ვღალატობ, თუმცა ამ ბოლო დროს თითქმის ყველა ფერის სხვადასხვა გრადაციას ვიყენებ. რადგან სიფერადე და გემოვნებიანი სიჭრელე უფრო მხიბლავს, მეტი იდეების ფრთაშესხმააში მეხმარება, მაგრამ ამავე დროს ყოველთვის თვალს ვადევნებ ტენდენციებს და ასე თუ ისე ვითვალისწინებ.
- როგორ გვირჩევთ წელს დეკორის თვალსაზრისით სახლის, სუფრის და ნაძვის ხის მორთვას?
- ნაძვის ხე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბურია ახალ წელს, მისი დანახვა შენში უნდა იწვევდეს დადებით ემოციებს და გიქმნიდეს კარგ განწყობას. ჩემთვის პირადად რაც უფრო ფერადია და ხალასია ნაძვის ხე, მით უფრო მიმზიდველია. შეგვიძლია თავადაც შევქმნათ საკუთარი ხელით სათამაშოები, ანგელოზები, ლენტები, რაც უფრო გაალამაზებს ნაძვის ხეს. რაც შეეხება სუფრას, როგროც წესი წითელ ფერს ანიჭებენ უპირატესობას ამ დროს, თუმცა ხარს არ უყვარს დიდად წითელი ფერი. ვფიქრობ, მწვანე და თეთრი ან ლურჯი და თეთრი, თუნდაც იისფერის კობინაციები, ოქროსფერთან საკმაოდ გალანტურს გახდის თქვენს სუფრას, სანთლები, მინის ჭურჭელში, ოქროსფრად შეღებილი გირჩები, მაქმანები, ლენტები, ხილის ასორტი ფართო ლანგარზე, ხმელი ფოთლებით თუ ნაძვის წიწვებით გაწყობილი, ნაძვის ხის სათამაშოები თუ საახალწლო განათებაც, შეგვიძლია სუფრის დეკორში გამოვიყენოთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ხელსახოცები, რომელსაც შეიძლება ნაძვის ხის ან ფიფქების ფორმები მივცეთ. სულაც ლამაზად დავკეცოთ...ზოგადად ყველა დეტალი შეგვიძლია ისე გავაფორმოთ და გავალამაზოთ, რომ სუფრაც კი ხელოვნების ნიმუშად იქცეს.
- რაიმე ადვილად დასამზადებელ ხელნაკეთ საახალწლო მოსართავს ხომ ვერ ასწავლით ჩვენს მკითხველს?
- წელს რადგან ასეთი განსხვავებული ახალი წელი გვაქვ , მე პირადად ჩემს მეგობრებს შევთავაზე საახალწლო მისალოცი ბარათის დამზადება და გამოვიწვიე ეგრეთ წოდებულ მარათონში - მსურდ,ა რომ ყველას გაეკეთებინა თავისებურად და მიელოცა მეგობრებისთვის, ამიტომ მეც გასწავლით ამ ბარათის დამზადებას. ასევე ძალიან მარტივია ზღვის ქვებზე ნაძვის ხეების დახატვა.
- თავად რა სიახლეები გაქვთ შემოქმედებაში? რა ეტაპზე ხართ ახლა?
- ამ ეტაპზე ვცდილობ ახალი მიმართულება და ხაზი განვავითარო, რაც თავსაბურავებს და თავსაფრებს მოიცავს. დღესდღეობით ჩემი ნახატები გადამაქვს აბრეშუმზე, სამომავლოდ ძალიან ბევრი იდეის განხორციელებას ვაპირებ, რაც უკავშირდება ასევე ინტერიერის დეკორის ელემენტებს, რაც ნამდვილად სიახლე იქნება მათთვის, ვინც თვალს ადევნებს ჩემს შემოქმედებას. ეს იქნება რამდენიმე მასალის ტანდემი და ექსპერიმენტი, ვნახოთ, იმედი მაქვს საზოგადოების მოწონებას დაიმსახურებს.