როგორ შევარჩიოთ ფარდები მანსარდისთვის

მანსარდის ფანჯრების გაფორმება ადვილი საქმე როდია. აქ არის დახრილი ფანჯრები, უხვი სინათლე, გასათვალისწინებელია საერთო სტილიც. თუმცა, ყველამ კარგად ვიცით, რომ მონდომების შემთხვევაში შეუძლებელი არაფერია და ყოველთვის შეიძლება საბოლოოდ სასურველი შედეგის მიღება. მოდით, გადავხედოთ პროფესიონალი ექსპერტების რჩევებს, იქნებ, რომელიმე სათქვენოა.

დრო უცნაური რამ არის, თუ ცოტა ხნის წინ სხვენში ცხოვრება არცთუ საოცნებო იყო და თუ ვინმეს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, თავს ბედნიერ ადამიანად ნამდვილად არ მიიჩნევდა, დღესდღეობით მანსარდაში ცხოვრება მოდურია და თუ ადამიანს ასეთი საცხოვრებელი აქვს, თავს დაჩაგრულად ნამდვილად არ თვლის.
თუმცა, არის ერთი ფაქტორი, მანსარდას თავისებური ინტერიერი აქვს და დიზაინიც შესაბამისი უნდა იყოს, განსხვავებული. მანსარდის დიზაინის დროს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფარდებს, ფანჯრების გაფორმებას, რომელიც ყოველთვის საკმაოდ სპეციფიურია ხოლმე.

მანსარდისს სახურავი, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, როგორც წესი, 45 გრადუსით არის ხოლმე დახრილი. თუ ფანჯრები მზის მხარეს გადის, მაშინ მზის სხივები, თამამად შეიძლება ითქვას, ოთახში მოჭარბებულად აღწევს. ვაკეთებთ პირველ დასკვნას, რომ მანსარდა ფარდის გარეშე წარმოუდგენელია.

ამ დროს ვაწყდებით მეორე სირთულეს - ფანჯრების ფორმას. როგორც წესი, მანსარდას მრგვალი ან ტრაპეციის ფორმის ფანჯრები აქვს ხოლმე. ფარდის ქსოვილი კი უნდა შეესაბამებოდეს ფანჯრის ზომას. ჩვეულებრივი ტექსტილის მაღაზიებისთვის მსგავსი ფორმის ფარდები იშვიათობაა. ვაკეთებთ კიდევ ერთ დასკვნას - შესაბამისი მახასიათებლების მქონე ფარდის აღმოჩენა არ არის ადვილი.

თუმცა, გულს ნუ გაიტეხეთ და ნუ შეშინდებით, ვარიანტები მაინც არსებობს და არცთუ ცოტა.
ვერტიკალურ ჯალუზებს სამუდამოდ ვივიწყებთ, აი, პლისე კი სწორედ ის არის, რაც გვჭირდება. აღნიშნული კონსტრუქცია იძლევა საშუალებას, სურვილის და საჭიროების მიხედვით არეგულიროთ შემომავალი მზის სხივები და არც ფანჯრის გაღება-დაკეტვას უშლის ხელს. ჟალუზი პლისე წარმოადგენს დაპლისულ მსუბუქ ქსოვილს, საკავნძო სიტყვა ამ აღწერის დროს გახლავთ "მსუბუქი".

ასევე შეგიძლიათ ყუარადღება მიაქციოთ რულონურ ფარდებს. ეს ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიულ ვარიანტია, რაღაც საშუალო ჩვეულ გარდინებსა და ვერტიკალურ ჟალუზებს შორის. რულონური ფარდები სხვადასხვა სახის ქოსვილისგან მზადება, შეიძლება იყოს სქელი, თხელი, სხვადასხვა ფერის და ა.შ.

ახლა კი წარმოგიდგენთ დიზაინერების მიერ შესრულებულ პროექტს, სადაც ნათლად ჩანს როგორ შეიძლება ჩვეულებრივი ფარდებით ინტერიერის დეკორირებაც და ასევე ფანჯრების ვიზუალურად გადიდებაც.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები