სახლის საახალწლოდ მორთვა ეკონომიურად - ნაძვის ხეც კი არ არის აუცილებელი, ტოტებიც საკმარისია


ახალი წელი კარს მოგვადგა და დროა სამზადისს შევუდგეთ. დიახ, სწორედ იმიტომ, რომ სულ ცოტა ხანში ახალი წელი შემოაბიჯებს, ეს თემა დღითიდღე აქტუალური ხდება და ჩვენც ვცდილობთ, ახალ-ახალი იდეებით მოგამარაგოთ, ლამაზი, უცხო და რაც მთავარია, ბიუჯეტური დეკორაციები შემოგთავაზოთ.


და მაინც, როგორ შევქმნათ ზღაპრული სამაყრო, საოცარი ატმოსფერო?
პირველ რიგში მოდით, ჩამოვყალიბდეთ ფერზე. სულაც არ არის აუცილებელი, აქცენტი გავრცელებულ წითელ ან ცისფერ ფერზე შეაჩეროთ, ანდაც ვერცხლისფერზე, სცადეთ თქვენი საყვარელი ფერი, თუნდაც ნარინჯისფერი, ნახეთ, რა საოცარი შედეგის მიღებაა შესაძლებელი.



რატომ მაინცდამაინც ნარინჯისფერი? ამ შემთხვევაში
მთავარი კონცეფცია ახალ წელთან ასოცირებული მანდარინია. თქვენ შეგიძლიათ სხვა რამე მოიფიქროთ. მთავარია, რომ ფერზე და სათამაშოების ფერზე წინასწარ ჩამოყალიბდეთ.



სცადეთ და განათება ნაძვის ხეს კი არ შემოახვიოთ, არამედ თითოეულ ტოტზე ინდივიდუალურად გაუკეთეთ.
ნაძვის ხის მოსართავად გამოიყენეთ საკუთარი ხელით დამზადებული სათამაშოები, ეს შეიძლება იყოს უბრალოდ ბაფთები, გირჩები, თუნდაც ჯინჯერის ორცხობილები და ა.შ. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ გასაქანი მისცეთ ფანტაზიას, გვერწმუნეთ, შედეგი შთამბეჭდავი გექნებათ.



არც ის არის აუცილებელი, რომ ახალ წელს სახლში აუცილებლად გქონდეთ ნაძვის ხე, ხის ტოტებიც საკმარისის იქნება, თუ თქვენ ეს მოგწონთ და გაკმაყოფილებთ.









2022 წლის ტენდენციების გათვალისწინებთ ისე, როგორც ყველა სფეროში, ახალი წლის დიზაინში მთავარი აქცენტი კეთდება მინიმალიზმსა თუ ბუნებრიობაზე.






შეგიძლიათ მორთოთ და გააფორმოთ ფანჯრები და რაფები. საკუთარი ხელით გამოჭრათ და გააკეთოთ გირლიანდები. ყველაფერს კი ძალიან ლამაზად დააგვირგვინებს საახალწლო ილუმინაციები.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები