არ არის აუცილებელი, რემონტი კაპიტალური იყოს. ზოგ ადამინს უბრალოდ კედლების გადაღებვა და ტექსტილის შეცვლა უნდა. თუ თქვენც ამ ადამიანების სიაში ხართ და გსურთ ინტერიერის განახლება, თუმცა ძველ ავეჯს ვერ ელევით, ეს სტატია სწორედ თქვენთვის ყოფილა.
1. შეარჩიეთ მაგიდა, რომელიც ინტერიერს მოერგება
კარგად დააკვირდით ავეჯს, რომელიც გაქვთ და ეცადეთ წარმოიდგინოთ, როგორ ინტერიერს უფრო მოუხდება და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება რა ფრად შეღებავთ კედლებსა და რომელ სტილს შეარჩევთ საბოლოოდ.
2. შეარჩიეთ ფერთა გამა
მნიშვნელოვანია, რა ფერისაა ავეჯი, წარმოიდგინეთ, რომელ ფერებთან ტანდემში
ნებისმიერი ძირითადი ბაზისთვის ყველაზე ხელსაყრელი ფერი ნეიტრალური ფერია. მეორე ფერად ავეჯის ფერი აღიქმება, ხოლო მესამე ფერად დეკორი და ტექსტილი.
3. ის, რაც ძველ ინტერიერში არ მოგწონდათ
რემონტის გაკეთება დიდი ალბათობით, იმიტომ გაქვთ გადაწყვეტილი, რომ ინტერიერიც მოგბეზრდათ და არა იმიტომ, რომ სადღაც შპალერი აძვრა. ამიტომ კაარგად გააანალიზეთ, რა გაღიზიანებდათ ძველ ინტერიერში და ეცადეთ, მსგავსი აღარ გაიმეოროთ.
4. ხაზი გაუსვით ღირსებებს
შეხედეთ ძველ ავეჯს და დაუკვირდით, რა მოგწონთ მასში ყველაზე მეტად და რის გამო ვერ ელევით, მაქსიმალურად შეეცადეთ, რომ ხაზი გაუსვათ იმ შტრიხს, რის გამოც გიყვართ თქვენი ძველი ნივთები.
5. გადაადგილება
პირველი, რასაც დიზიანერები გირჩევენ იმ შემთხვევაში, თუ ძველმა ინტერიერმა თავი მოგაბეზრათ, ავეჯის გადაადგილებაა.
6. განაახლეთ ავეჯი
ეცადეთ ძველი ავეჯი ისე განაახლოთ, რომ ის ახალ ინტერიერსაც მოერგოს. დღესდღეობით საამისოდ ძალიან ბევრი საშუალება არსებობს.
7. არ დაივიწყოთ დეკორი
კარგად გადაავლეთ თვალი ყველა ნივთს, რომელიც სახლში გქვთ, დეკორის ელემენტებს და შეარჩიეთ მხოლოდ ისინი, რომელიც თქვენთვს ძირფასიც არის და განახლებულ ინტერიერსაც მოუხდება, დანარჩენი, უსარგებლო ნივთები კი ეცადეთ თავიდან მოიშოროთ.