როგორ გავაფორმოთ კედელი სასადილო მაგიდასთან

თქვენი კედელი სასადილო მაგიდასთან ისევ მოტიტვლებულია და არ იცით, რა მოუხერხოთ? შემოგთავაზებთ დეკორის საინტერესო იდეებს.
სულ ცოტა ხნის წინ თითქოს წესი იყო, რომ სასადილო მაგიდასთან კედელზე კალენდარი უნდა ყოფილიყო, თუმცა, დროთა განმავლობაში დამოკიდებულება შეიცვალა, დიზაინი დაიხვეწა და დღეს ამ კედლის გაფორმების თანამედროვე ვერსიები არსებობს.





აღნიშნულ კედელზე წარმატებით გამოიყენება პოსტერები, პანოები, ნახატები და ა.შ . ეს კლასიკურ გაფორმებად ითვლება. ნახატების შერჩევა აბსოლუტურად დიასხლისზე დამოკიდებული, მთავარია ის ჰარმონიულად ერწყმოდეს ინტერიერს და ჩარჩოსაც.


ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ დეკორატიული ჭურჭელი, თეფშები. ეს ორიგინალურ იერს მინაიჭებს
თქვენს სახლს.



ან თქვენი პირადი, საყვარელი კოლექცია შეგიძლიათ გამოფინოთ, რაც ხაზს გაუსვამს თქვენს ინდივიდუალიზმს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები