დამტკიცებულია, რომ თუ სახლში დიდი ხანია არ გაუკეთებიათ რემონტი ან თუნდაც გადაადგილება, ეს სახლი ადამიანს თრგუნავს. მაგრამ როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ არ გვაქვს არც რემონტის და არც ახალი ავეჯის შეძენის საშუალება? შემოგთავაზებთ ერთი ნივთის თეორიას, რომელიც, დაგვერწმუნეთ, ძალიან ეფექტურად მუშაობს და შეგიძლიათ თქვენს შემთხვევაშიც გამოსცადოთ.
1. სარკე მოულოდნელ ადგილას
სარკე ინტერიერში ბევრი ფუნქციის მატარებელია. პირველი და უმთავრესი ის გახლავთ, რომ იგი აგირეკლავთ, მაგრამ, გარდა ამისა, ის ვიზუალურად ადიდებს სივრცეს, არის დეკორის ელემენტი, რაც ხშირად გვავიწყდება ხოლმე, მაგრამ საძინებელში, ტუმბსთან
კიდევ ერთი ვარიანტია სარკე სამზარეულოში, ფანჯრის მოპირდაპირე მხარეს. ეს დიზაინერული ხრიკი დაგეხმარებათ სამზარეულოში განათების მომატებაში და დიასახლისიც სულ კარგ განწყობაზე იქნება.
2. შეცვალეთ სანათი საძინებელში
თითქოს წესია, რომ საძინებელში, ორივე საწოლთან, ერთნაირი სანათი უნდა იყოს, მაგრამ აბა, საცდეთ და სხვადასხვანაირი სანათები განათავსეთ, დარწმუნებულები ვართ, საინტერესო და ორიგინალურ ახალ ინტერიერს მიიღებთ.
3. ჩაანაცვლეთ ტუმბო საწოლთან
ასევე ძალიან მარტივად შეიძლება გადაასხვაფრო ინტერიერი უმარტივესი ხრიკით, უბრალოდ, ტუმბოს ნაცვლად საწოლთან ხსვა რამე დადგით, მაგალითად ხის მორი, ან ძველი ჩემოდანი, რომელიც სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ გააფორმოთ საკუთარი გემოვნებით.
4. ოთახის მცენარეები
მისაღებში, როგორც წესი, კუთხეები ცარიელი არის ხოლმე, გთავაზობთ მათ შევსებას მოზრდილი ზომის ოთახის მცენარეებით.
თუ კიდევ უფრო შორს წასვლას აპირებთ, შეიძლიათ ამ მიზნით ხე, მაგალითად ციტრუსის ან ავოკადოს ხე გამოიყენოთ, ეს ძალიან ეფექტური ხრიკია.
5. "სხვა" სკამი სასადილო ზონაში
იმისათვის, რომ სასადილო ზონა იდეალურად გამოიყურებოდეს, დიასახლისები ცდილობენ ხოლმე ერთნაირი კომპლექტის ყიდვას, მაგრამ აბა სცადეთ და ექვს ერთნაირ სკამს ერთი განსხვავებული შეურიეთ. ინტერირი უბრალოდ ბევრად საიტერესო გახდება.
6. სუფრა
სასადილო ზონას რაღაც აკლია? სუფრა, ორიგინალური და გამორჩეული. ამ პატარა დეტალს საკმაოდ დიდი ძალა აქვს. მისი შეკერვა საკუთარი ხელითაც შეგიძლიათ.
7. ხალიჩა სამზარეულოში
ბევრი დიასახლისი ამ ვარიანტს არც განიხილავს, არადა საკმაოდ ორიგინალური და თქვენ წარმოიდგინეთ, პრაქტიკული გადაწყვეტილებაა.
8. გალერეა
ყველა ადგილს აქვს უფლება იყოს ლამაზი და საინტერესო, საპირფარეშოსაც კი, ჰოდა, მისი გალამაზება და გალარეად ქცევა საკუთარი ხელით და ფანტაზიით შეგიძლიათ.
9. ნაგვის ურნა
როგრც წესი, ნაგვის ურნის ყიდვის დროს ბევრს არ ვფიქრიბთ ხოლმე, მთავარია იყოს ტევადი და კომფორტული, თუმცა, გვერწმუნეთ, მის ვიზუალსაც აქვს მნიშვნელობა, რაც უფრო ფერადი და ორიგინალური იქნება, მით მეტად მოუხდება ინტერიერს.