როგორ გამოვიყენოთ ბებიებისდროინდელი დეკორი ახლებურად - თანამედროვე ვარიანტები

სიტყვა ძველი, ბებიაჩემისდროინდელი ინტერიერთან მიმართებაში ყოველთვის ნეგატიურად აღიქმება, ასოცირდება რაღაც ძველისძველთან, მოდიდან გადასულთან. თუმცა ბოლო დროს რეტრო სტილი პოპულარობის პიკზეა და ძველი ნივთებიც დიდი აქტუალობით სარგებლობს.

სადღესასწაულო სერვირება

ადრე სადღესასწუალო სერვირებაში მოიაზრებოდა უამრავი ლარნაკი თუ ჭიქა მაგიდაზე, თანამედროვე დიასახლისებს სუფრის გაშლის დროს სიმარტივე ურჩევნიათ ეს ბევრად დახვეწილი და ელეგანტური ვარიანტია, თუმცა ძველი ჭურჭლის გამოყენებას ნამდვილად არ გამორიცხავს.

ყვავილებიანი შპალერი

მიუხედავად იმისა, რომ ყვავილებიან შპალერს ბევრი წარსულის გადმონაშთად მიიჩნევს, ვერავინ უარყოფს, რომ ის ინტერიერს განსაკუთრებულ სითბოსა და რომანტიზმს ანიჭებს. თუმცა თანამედროვე
ინტერიერში ასეთი შპალერი ძირითადად აქცენტის სახით გამოიყენება ერთ კედელზე.

პეჩვორქი

ხალხში პეჩვორქი უბრალო ლასკუტებიან ნივთს ნიშნავს. ადრე ასეთი ნივთები ძალიან ფართოდ გამოიყენებოდა სოფლებში, ამიტომ გარკვეულწილად სიღარიბესთან ასოცირდებოდა, თუმცა, საბედნიერო,მ ეს დრო წარსულს ჩაბარდა და დღესდღეობით პეჩვორქი ჰარმონიულად ერწყმის თანამედროვე ინტერიერს.

ნაქსოვი ტექსტილი

ნაქსოვი ხელსახოცი ტელევიზორზე, რა თქმა უნდა, თანამედროვე ინტერიერში აღარ გამოიყენება და პლაზმასთან მსგავსი ატრიბუტი მართლაც ძალიან სასაცილო იქნება, თუმცა მაქმანებიანი ტექსტილით გაფორმებული სადღესასწაულო სუფრა თუ ჩარჩოში ჩასმული ბებიის ნაქსოვი ხელსახოცი ნამდვილად დაამშვენებს თანამედროვე ინტერიერს.

ბროლის ჭაღი

ადრე ბროლის ჭაღი ადამიანების მდგომარეობის განმსაზღვრელი ნივთი იყო, რომლითაც ისინი თავს იწონებდნენ საზოგადოებაში, დღესდღეობით კი ის ვინტაჟური სტილის ატრიბუტია.

კერამიკული ქოთნები

ადრე თიხის ნაწარმი სოფლის სახლების განუყოფელი ატრიბუტი იყო, დღესდღეობით ის ძალიან უხდება ქანთრის და სკანდინავიური სტილის ინტერიერს.

მაკრამე

გაგიკვირდებათ, მაგრამ დაწნული ნივთები, ისეთი, როგორიც არის მაკრამე, დაბრუნდა და დიდი პოპულარობით სარგებლობს შები-შიკის და ბოჰოს სტლში.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები