როგორ გავაფორმოთ ცარიელი კუთხე ოთახში - საინტერესო იდეები

პატარა სახლებში თითოეულ კუთხეს ოქროს ფასი აქვს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როგორ შეიძლება მისი შევსება. თუმცა, მაშინაც კი, თუ ბინა არის ფართო და საკმარისი ადგილია ყველაფრისთვის, ცარიელი კუთხეები შეიძლება გამოირჩეოდეს საერთო კომპოზიციისგან, გამოიყურებოდეს მოსაწყენად.
გთავაზობთ რამდენიმე კარგ იდეას ამ პრობლემის გადასაჭრელად.

სათამაშო  კუთხე

თუ შვილები გყავთ, გთავაზობთ მოაწყოთ სათამაშო კუთხე. განათავსეთ თარო წიგნებითა და სათამაშოებით, დადეთ რბილი ხალიჩა. შეარჩიეთ ნივთები, რომლებიც ფერის და მასალის მხრივ ჰარმონიულად მოერგება თქვენს ინტერიერს. გაითვალისწინეთ, რომ ბავშვებს უყვართ ნათელი ფერები.

დიდი ზომის მცენარე

ეს
იდეა ყველაზე მარტივი განსახორციელებელია. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შერჩეული მცენარის ფოთლებმა არ უნდა შეაფერხოს გადაადგილება ოთახში, ამიტომ უმჯობესია აირჩიოთ ისეთი ვარიანტები, რომლებიც არ არის ძალიან დიდი, ფართოფოთლიანი.

საკითხავი ზონა

თუ სახლში ამის საშუალება გაქვთ, მოაწყვეთ მინი ბიბლიოთეკა კომფორტული სკამით, ყავის მაგიდით და სანათით. თუ საკმარისი ადგილი არ არის, შემოიფარგლეთ წიგნების კარადით.

სამუშაო სივრცე

თუ დისტანციურად მუშაობთ, ალბათ დაგჭირდებათ სამუშაო ადგილი, საოფისე ინტერიერის და პირობების შექმნა.

მუსიკალური კუთხე

თუ მელომანი ბრძანდებით და ვინილის ფირფიტებს აგროვებთ ან უბრალოდ მოგწონთ საღამოების გატარება, თქვენი საყვარელი მუსიკის მოსმენაში, პასუხი, თუ როგორ შეიძლება შეავსოთ სახლში ცარიელი კუთხე, აშკარაა. მოიწყეთ მუსიკალური კუთხე, განსკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ ნამდვილი ვინტაჟური გრამოფონი ან ძველი რადიოგრამა კარგ მდგომარეობაში.

დამატებითი შესანახი სისტემა

მცირეგაბარტიან ბინებში განსაკუთრებით მწვავედ დგას შესანახი სისტემის საკითხი. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია გონივრულად მართოთ ყველა არსებული სივრცე, კუთხეების ჩათვლით. აქ შეგიძლიათ მოათავსოთ კომოდი.კუთხეში კარგად გამოიყურება ასევე კარადა.

დასასვენებელი ზონა

თუ დასასვენებლად პირადი სივრცე გჭირდებათ, კუთხეში მოაწყვეთ სავარძელი. გადააფარეთ ნაქსოვი პლედი, დაყარეთ რამდენიმე ბალიში და მიიღებთ კომფორტულ კუთხეს დასასვენებლად. ასეთი ზონა განსაკუთრებით მოსახერხებელია ფანჯრის გვერდით, რომელიც გადაჰყურებს ტყეს, პარკს ან ქალაქს.

დივანი

და ბოლოს, ვარიანტი, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება ბინებში, არის კუთხის დივანი. საშუალებას მოგცემთ მნიშვნელოვნად დაზოგოთ გამოსაყენებელი სივრცე. თუ ოთახი ძალიან პატარაა, კუთხის დივანი ნამდვილი ხსნა იქნება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები