როგორ დავმალოთ ლამაზად ზედმეტი ნივთები

ნივთების სუფთად და ლამაზად დაბინავება მხოლოდ დიდი ზომის ყუთებსა და კონტეინერებში როდია შესაძლებელი. თუ ცოტა ფანტაზიას გამოიყენებთ, დეკორატიული დეტალები შეგიძლიათ ინტერიერის ნაწილად აქციოთ. როგორ? მაგალითად:

ჩარჩო

ნივთები შეგიძლიათ მოათავსოთ პატარა ყუთებში, ჩარჩოებში და ჩამოკიდოთ კედელზე. შესანიღბად შეგიძლიათ გამოიყენოთ ფოტოები ან პოსტერები.

ტრანსფორმერი მაგიდა

მსგავსი ტიპის მაგიდა ძალიან მოსახერხებელია მაგალითად წიგნების შესანახად ან სუფრის აქსესუარებისთვის.

ფარდის მიღმა

ნებისმიერ ღია სათავსოს შეგიძლიათ გაუკეთოთ შესაბამისი ფერის და ფორმის ფარდა და მის მიღმა უამრავი ნივთი დააბინავოთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები