ყველაფერი ხალიჩის შერჩევის შესახებ


რა კრიტერიუმებით უნდა შევარჩიოთ ხალიჩა?

ნახატი


ორნამენტებიანი ხალიჩა ყოველთვის ეფექტურად გამოიყურება, თუმცა მხოლოდ სადა ინტერიერში, თუ ინტერიერი გადატვირთულია, მაშინ გირჩევთ უპირატესობა სადა ხალიჩას მიანიჭოთ.

მრავალფეროვნება
არაფერია იმაში დასაძრახი, თუ სადა ტიპის ხალიჩას მრავალფეროვანი, ჭრელი ხალიჩა გირჩევნიათ. ოთახი რომ არ გადაიტვირთოს, გირჩევთ ფერთა გამა ინტერიერის შესაფერისი იყოს.

სიკაშკაშე


საინტერესო და მკვეთრმა, კაშკაშა ფერებმა შესაძლოა ყველაზე მოსაწყენი ინტერიერიც კი გამოაცოცხლოს და გაახალისოს.

ფორმა და ზომა
რაც შეეხება ფორმას და ზომას, ოთახს, რომელიც არ არის გადატვირთული, დიდი ზომის ხალიჩა მოუხდება, რომლის პერიმეტრიც იქნება
არანაკლებ 25 სმ-სი ოთახის პერიმეტრთან შედარებით. შესაძლოა, რომ დივნის წინა ფეხები იდგას ხალიჩაზე, უკანა ფეხები კი იატაკზე.

სასადილო ოთახი

სასადილო ოთახისთვის ხალიჩა სასადილო მაგიდაზე 120 სმ-ით განიერი და გრძელი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალიჩის კიდე ხელს შეუშლის სკამების შეწევა-გაწევას.

საძინებელი


იმისათვის, რომ საძინებელში სიმყუდროვე შეიტანოთ, უნდა შეარჩიოთ ხალიჩა, რომელიც მთლიანად დაფარავს იატაკს.

ფერი


ხალიჩის ფერი უნდა შეესაბამებოდეს ან ავეჯის, ან კედლების ფერს, შესაძლოა იყოს კონტრასტულიც.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები