სანთლებიანი ჭაღი, დეკორატიული სპოტი, ქაღალდის სკანდი სანათი - ამ მოდელების ადგილი თანამედროვე ინტერიერში აღარ არის.
სანათი ქაღალდის აბაჟურით
სკანდინავიურ სტილს ხშირად მოჰყვება მხოლოდ საკულტო ნივთები, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა დროთა განმავლობაში ის ძველდება და ანტიტრენდად იქცევა ხოლმე. სწორედ ასეთ ნივთთა რიცხვს განეკუთვნება სანათი ქაღალდის აბაჟურით. ანტიტრენდად ეს ნივთი იმიტომ კი არ იქცა, რომ მისი ნახვა თითქმის ყველა ოჯახშია შესაძლებელი, არამედ იმიტომ, რომ მოსავლელად არის რთული. გარდა ამისა, ქაღალდის სანათი შთანთქავს სინათლეს, მისი გამოყენება მხოლოდ საძინებელშია მოსახერხებელი. ასეთი სანათის ჩანაცვლება
შეგიძლიათ ნებისმიერ მეტალის ან შუშის სანათით.
სანთლებიანი ჭაღი
ასეთი ტიპის სანათი უხდება მხოლოდ დიდ სივრცეს, სასახლის კლასიკას. გარდა იმისა, რომ არც ისე ლამაზად გამოიყურება შეზღუდულ სივრცეში, წყობიდან გამოსვლის შემთხვევაში მისის შეკეთება ადვილი არ არის.
რაც შეეხება იმას, თუ რითი შეიძლება მსგავსი ტიპის სანათის ჩანაცვლება, გეტყვით იმას, რომ თანამედროვე ინტერიერში უმჯობესია გამოიყენოთ განათების მრავალდონიანი სისტემა კარგად დაგეგმილი განათებით.
თუ მაინცდამაინც კლასიკა გნებავთ, შეგიძლიათ ცენტრში შუშის სადა ჭაღი დაკიდოთ.
წერტილოვანი განათება დეკორით
წერტილოვან განათებაში ცუდი არაფერია, ის არც თვალში საცემია და არც გამაღიზიანებელი, თუმცა მისი დეკორირებული ვარიანტი ნამდვილად მოძველებულია. თუ ასეთი გაქვთ გირჩევთ ჩვეულებრივი, სადა წერტილოვანი განათებით ჩაანაცვლოთ.
დიდი ზომის ძველებური ჭაღი
ითვლება, რომ დიდი ზომის ჭაღი კარგად ანათებს სივრცეს, თუმცა დიდ სივრცეს განათების ერთი წყარო მაინც არ ყოფნის. სხვადასხვა ზონას თავისი განათება სჭირდება. თუ მაინცდამაინც დიდი ზომის, მასიური ჭაღები მოგწონთ, შეგიძლიათ ის თანამედროვე სტილის, გეომეტრიული ფორმის საინტერესო ჭაღით ჩაანაცვლოთ. უმჯობესია გამოყენებული იყოს სწორი ხაზები.
აღმოსავლური სტილის სანათები
ჩინური თუ თურქული სტილის სანათები დიდი ხანია გადავიდა მოდიდან. ასეთი სანათები ეფექტურად მხოლოდ ტურისტულ მაღაზიებში გამოიყურება საცხოვრებელ სახლებში მას არც ჩინელები და არც თურქები იყენებენ.
თუ გსურთ, რომ საკუთარ ინტერიერს ეთნიკური ელემენტი შესძინოთ, ეცადეთ ეს ეს სიფრთხილით გააკეთოთ, შეარჩიეთ სადა ლერწმის ან ხის მოდელები.