უკვე დიდი ხანია, ფარდა არა მარტო ინტერიერის ფუნქციონალური დანამატია, არამედ, შეიძლება ითქვას, სრულფასოვანი დიზაინერული ელემენტია. დღესდღეობით ფარდები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ყველაზე ფართოდ მაინც კლასიკური ტიპის ფარდებია გავრცელებული, რომელიც მოდიდან ალბათ, არასდროს გადავა. ასეთი ტიპის ფარდების უპირატესობა მის ელეგანტურობასა და სისადავეში იმალება.
ბოლო დროს ასევ ძალიან აქტუალური გახდა ე.წ. წულის ფარდები. არცაა გასაკვირი, ეს ნაჭერი იძლევა საშუალებას, დიზაინერებმა მისი მეშვეობით მრავალი საინტერესო და უცხო ვარიაცია შექმნან.
ასევე მოდაში შემოვიდა მასიურ საკიდზე მიმაგრებული ფარდები, რომელსაც დიდი კვანძიც ამშვენებს. ამ სემთხვევაში გამოიყენება, დიდი,
ძალიან ეფექტურია მაგნიტებითა და სხვადასხვა სამაგრით გაფორმებული ფარდები.
დიდი პოპულარობით სარგებლობს დეკორატიული ფარდები, რომელთაც ქვიშის საათის ფორმას აძლევენ. ის ძალიან უხდება შემინულ ლოჯიებს და მანსარდებს.
ასევე დღითიდღე პოპულარული ხდება ფანჯრების დეკორი, რომელიც კედლის ფერში იქნება გადაწყვეტილი. ეს ძალიან საინტერესო ვარიანტია მათთვის, ვისაც არ უნდა აქცენტის ფარდებზე გადატანა.
სულ უფრო ხშირად იყენებენ ასევე დიზაინერები ფარდებს აბაზანაში, რაც ამ ადგილს სიმყუდროვესა და კომფორტს სძენს.
აქტუალობა არც ყველასათვის კარგად ნაცნობ რომაულ ფარდებს დაუკარგავს, რომელიც, თავისი კონსტრუქციის წყალობით, ძალიან ელეგანტური და ეფექტურია. ასეთი ფარდების გამოყენება ძალიან ეფექტურია ნებისმიერ ოთახში, როგორც მისაღებში, ისე მაგალითად, სამზარეულოში.
ფარდები გამოიყენება არა მარტო ფანჯრების გასაფორმებლად, არამედ როგორც ოთახის დიზაინის სხვადასხვა ელემენტში. ეს ე.წ. ბალდახინები ძალიან ხშირად გამოიყენება არა მარტო საძინებელში.
ასევე ძალიან ხშირად იყენებენ ფარდებს დიზაინერები ოთახის გადატიხვრის მიზნით, ეს გარკვეუწილად კარის და ხანდახან კედლის ფუნქციასაც კი ასრულებს.