„მწვანე ალმასის“ საცხოვრებელ კომპლექსში ბინის შეძენის მსურველები 15 იანვრამდე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ

ახალი წელი სიახლეების, ცვლილებებისა და სიურპრიზების პერიოდია. ეს ის დროა, როცა ტრადიციისამებრ ადამიანები ერთმანეთს სხვადასხვა სასიამოვნო საჩუქრით ვახარებთ. ამ პერიოდში ტრადიციულად გამოცოცხლებას იწყებს სამომხმარებლო ბაზარი, სადაც კომპანიები გრანდიოზულ ფასდაკლებებსა და უპრეცედენტო შეთავაზებებს სთავაზობენ მომხმარებლებს.
საერთაშორისო სამშენებლო კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენი“ წინასაახლწლოდ საცხოვრებელ კომპლექს „მწვანე ალმასში“ ბინის შეძენის მსურველებს უპრეცედენტო საახალწლო აქციას სთავაზობს. მომხმარებელთა მხრიდან მაღალი ინტერესის გამო, „მაქრო ქონსთრაქშენმა“ 15 იანვრამდე გაახანგრძლივა კამპანია, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლები ერთიანი გადახდის შემთხვევაში ბინის შეძენას 20%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ.
„გვინდა ჩვენს მომხმარებელს დაუვიწყარი საჩუქარი გავუკეთოთ. წლის

განმავლობაში ჩვენ ხშირად ვთავაზობთ აქციებსა და სხვადასხვა შეთავაზებებს მომხმარებელს, თუმცა საახალწლოდ გადავწყვიტეთ ერთგვარი სიურპრიზი მოგვეწყო და მართლაც გრანდიოზული ფასდაკლება შეგვეთავაზებინა. ერთიანი გადახდის შემთხვევაში, ყველა მსურველი, ვინც „მწვანე ალმასში“ შეიძენს ბინას 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს. ვფიქრობ, ეს საკმაოდ დიდი შეღავათი იქნება ჩვენი მომავალი მობინადრეებისთვის“, - აღნიშნა „მაქრო ქონსთრაქშენის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ პროექტების განვითარების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, გაყიდვებისა და მარკეტინგის დარგში ოღუზ ქაან ქარერმა.
„მწვანე ალმასში“ მომხმარებელს ბინები სრული რემონტით, აბაზანის გარნიტურით, სამზარეულოს ავეჯითა და ტექნიკით ბარდება. შიდა განვადება უპროცენტოა და მყიდველი ყოველგვარი ზედმეტი გადასახადისგან გათავისუფლებულია.

ახალი საცხოვრებელი კომპლექსი „მწვანე ალმასის“ პროექტი მოიცავს სამ ეტაპს, პირველი ეტაპი შედგება 731 ბინისგან და მისი მშენებლობა 2018 წლის მაისში დასრულდება. უნიკალური საცხოვრებელი კომპლექსი თბილისის ეკოლოგიურად სუფთა უბანში, ოლიმპიური ობიექტების მახლობლად განთავსდება. საცხოვრებელი კომპლექსი 70 000 კვ. მეტრამდე ტერიტორიაზეა განთავსებული, აქედან 23 143 კვ. მეტრი შიდა გამწვანებული ეზო იქნება, რაც მობინადრეებს თბილისში განსხვავებულად ცხოვრების შესაძლებლობას აძლევს. კომპლექსში 23 საცხოვრებელი ბლოკი აშენდება, 1 772 ბინით. მობინადრეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება 3 საცურაო აუზი, 4 კალათბურთის სათამაშო სივრცე, 4 ღია სავარჯიშო სივრცე, 4 სათამაშო მოედანი, 7 დახურული ხეივანი, ფიტნეს ცენტრი, სასეირნო და სარბენი ბილიკები, კომერციული ობიექტები, სოციალური ტერასები, საბავშვო ბაღი და სკოლა.

კომენტარები

marina 2017-01-28 00:17
ra girs 1 kv metri?
Cico 2017-01-16 08:53
Ortachalashia
adamiani 2017-01-09 20:39
სად ჯანდაბაშია ეს მწვანე ალმასი!?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები