როგორ მოვიქცეთ, თუ საყვარელი სახლის ინტერიერი თვალს აღარ ახარებს? განვაახლოთ ტექსტილი, გადავღებოთ კედლები?
შევეცდებით მოგცეთ მარტივი და რაც მთავარია, პრაქტიკული რჩევები, რომლებიც არსებული პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.
1. შეცვალეთ განათება
განათება ინტერიერის გადახალისებისას პირველხარისხოვან როლს თამაშობს. სცადეთ და აქცენტი დამატებით განათებაზე გააკეთეთ. გამოიყენეთ მაგიდის სანათი, ტორშერი, ბრა. გვერდითი განათება თქვენს სახლს დამატებით სიმყუდროვეს შესძენს.
2. გადააადგილეთ ავეჯი
ინტერიერის გადასხვაფერებლად ავეჯის გადაადგილება ერთ-ერთი აპრობირებული მეთოდია. არცთუ დიდი ზომის ოთახში გირჩევთ ავეჯი კედლის გასწვრივ განალაგოთ და ძირითადი სივრცე თავისუფლად დატოვოთ. როდესაც ოთახის ცენტრი
3. ექსპერიმენტები ტექსტილზე
ინტერიერის გადახალისებას ასევე ძალიან უწყობს ხელს ტექსტილის განახლება. თქვენს დივანსა და სავარძლებზე რადენიმე ფერადი ბალიში მომოყარეთ, შეცვალეთ ფარდები, შეიძინეთ ახალი პლედი. შეგიძლიათ დააფინოთ ხალიჩა, რომელიც ოთახს დამატებით სიმყუდროვეს შესძენს, ასევე ძალიან კარგად დაფარავს იატაკის დეფექტებს.
4. ნუ დაივიწყებთ ფერს
მოიმარჯვეთ ფუნჯი და საღებავები და გადაღებეთ სურათის ჩარჩოები, კარებები, ფანჯრის ჩარჩოები. ფერები შეარჩიეთ კონტრასტული და ხალისიანი.
5. გამოაცოცხლეთ კედლები
სპეციალური სტიკერების მეშვეობით შეგიძლიათ გამოაცოცხლოთ და გადაასხვაფეროთ კედლები.
6. გამოყენეთ მოლდინგი
მოლდინგის მეშვეობით თქვენი ინტერიერი უფრო დახვეწილი და ელეგანტური გახდება. განიერი პლინტუსი და კარნიზი უფრო აქტუალურია.
7. არ დაივიწყოთ დეტალები
დეკორი ინტერიერის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. დივნის თავზე შეგიძლით დაკიდოთ სურათი ან პოსტერი, ჟურნალის მაგიდაზე კი შეგიძლიათ მოათავსოთ მაგიდის პატარა სანათი, ფანჯრის რაფაზე კი ლამაზი ყვავილი დადგათ. ეს დეტალები საკმარისი იქნება იმისთვის, რომ სულ სხვა ინტერიერ მიიღოთ.
8. რესტავრაცია გაუკეთეთ ძველ ავეჯს
მობეზრებული დივან-სავარძლების განახლება ძალიან ადვილია თუ მათ შალითებს შეუცვლით. დივნისთვის სადა მატერიის შერჩევას გირჩევთ, სავარძლები კი შეგიძლიათ უფრო მკვეთრი ფერის გააკეთოთ.