ბუნებრივი ქვები ინტერიერში

ინტერიერის თანამედროვე დიზაინერები თანხმდებიან, რომ 21-ე საუკუნის ტრენდი ბუნებრივი წარმოშობის ქვებია. თუ მასალა ნატურალურია, შემსრულებელი კი - პროფესიონალი, იქ იდეალური შედეგი ერთი შეხედვითაც ჩანს.

"დიზაინერული "აცდენები“ ხშირად გვხვდება ხელოვნური მასალის გამოყენებისას, ხანდახან ისეთ "სიყვითლეს" ვაწყდებით, რომ ნამუშევარს უსიამოვნო შეგრძნებით სავსე ვარიდებთ თვალს, დიზაინერებისთვის უინტერესოა მთლიანად ხელოვნურ მასალაზე მუშაობა", - ამბობს ინტერიერის დიზაინერი ილია ზაქარაია. მისი თქმით, ქართულ რეალობაში ნელ-ნელა მატულობს ბუნებრივი ქვების გამოყენებაზე მოთხოვნილება.

დღეს ასე აქტუალური მინიმალისტური სტილი პირველ რიგში სისადავესა და ბუნებრიობას გულისხმობს. ეკოლოგიურად სუფთა, გამძლე და ლამაზი მასალის გამოყენებას

კი ხშირად მომხმარებელი მხოლოდ იმიტომ არიდებს თავს, რომ ბევრი არაფერი იცის მის შესახებ.

კომპანია "ზოდი" ერთ-ერთი პირველია, რომელსაც ქართულ ბაზარზე შიდა თუ გარე ფასადის მოსაპირკეთებელი ბუნებრივი ქვები შემოაქვს. ის აქტიურად თანამშრომლობს როგორც ევროპის, ასევე აზიის ქვეყნებთან, რომლებსაც სხვადასხვა ბუნებრივი ქვის მოპოვებისა და დამუშავების მაღალი ტექნოლოგიები გააჩნიათ. ბრაზილია, იტალია, ესპანეთი, ინდოეთი, ჩინეთი, ირანი, თურქეთი და აფრიკის სხვადასხვა ეგზოტიკური ქვეყნის პროდუქციაა წარმოდგენილი "ზოდის" შოურუმებში.

ტრავერტინი
ეს ქვა გარე ფასადის შესაფუთი ერთ-ერთი უნიკალური მასალაა. მას არ აზიანებს სიცხე, სიცივე, არ იცვლის ფერს, არ ხუნდება. იცავს შენობას დაზიანებისგან. აქვს როგორც პრიალა, ასევე ხაოიანი ზედაპირი. ძირითადი ფერებია, თეთრი, რძისფერი, ნაცრისფერი, ყავისფერი. მოსავლელად ადვილია, მარტივად იწმინდება, ირეცხება. "ტრავერტინის ისტორია საუკუნეებს ითვლის, ადრე მისი გამოყენება ექსტერიერში სიმდიდრისა და ფუფუნების მაჩვენებელი იყო, მას წააწყდებით რომის კოლიზეუმშიც კი", _ აღნიშნავს "ზოდის" მარკეტინგის ხელმძღვანელი ეკატერინე თუშური. ეს ქვა გარეგნულ ბრწყინვალებას და სილამაზეს მატებს შენობებს. ტრავერტინი აქტიურად გამოიყენება სააბაზანო ოთახების მოსაპირკეთებლად. ამ ქვას ხშირად ვხვდებით მსოფლიოს ცნობილი სასტუმროების სველ წერტილებში და რაც მთავარია, ის არ არის ძვირად ღირებული მასალა.

გრანიტი
მოთხოვნის თვალსაზრისით ის ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. იგი მყარი, უცვეთი ქვაა. გამოიყენება როგორც ექსტერიერის, ასევე ინტერიერის მოსაპირკეთებლად _ იატაკზე, კიბეებზე, სააბაზანოში, სამზრეულოში, ფანჯრის რაფებზე და ასე შემდეგ. ბუნებრივი გრანიტის პოპულარობას ასევე განაპირობებს მისი ფართო ფერთა გამა და ყინვაგამძლეობა. კომპანია "ზოდის" შოურუმში სამოცდაათამდე ფერის ბუნებრივ გრანიტს ვიხილავთ.



კვარცი
კვარცის სამზარეულოს ზედაპირი სიმკვრივის, ეკოლოგიურობისა და დაცულობის უპირობო გარანტიაა. მისი მოვლა ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე სხვა დანარჩენის. იქიდან გამომდინარე, რომ კვარცის ზედაპირი აბსოლუტურად გლუვია და არ გააჩნია შრეები და ნაპრალები, შეუძლებელია მისი დალაქავება საკვები პროდუქტებისგან, არ აქვს მნიშვნელობა, ღვინო იქნება, ცხიმი თუ სხვა რამ. მისი ექსპლუატაციის ვადაც კი მინიმუმ ათჯერ აღემატება სხვა ანალოგებისას. დიასახლისებს სადილის მომზადებისას საჭრელი დაფის გარეშეც კი შეუძლიათ პირდაპირ დანით "იმუშაონ" ზედაპირზე. სამზრეულოს ავეჯი კვარცის ზედაპირით, ეს არის დაცულობის და კომფორტის გარანტია.

"ზოდი“ კვარცის მომწოდებლის "ჩიმსთოუნის" ოფიციალური წამომადგენელია საქართველოში. ფერთა არჩევანი ამ შემთხვევაშიც დიდია.



მარმარილო
ეს ქვა არ კარგავს აქტუალურობას ანტიკური პერიოდიდან დღემდე. მისი გამოყენება თითქმის ყველგანაა შესაძლებელი. თბილი, ასამდე ბუნებრივი ფერით, ინტერიერში დადებითი აურის გარანტიაა. რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, დღეს მარმარილოს გამოყენება სააბაზანო ოთახებში ფინანსურად იგივე დანახარჯს გვაძლევს, როგორსაც ესპანური, იტალიური კერამიკული ფილების გამოყენება. როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, საქრთველოშიც მარმარილო უცვლელია ბუხრების, კიბეების, ფანჯრის რაფების მოსაპირკეთებლად.



ონიქსი
ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ბუნებრივი ქვაა აფრიკული ონიქსი. დიდებული და ბრწყინვალე. ეს არის შუქგამტარი ქვა, რომელიც გამჭვირვალობის ეფექტს ქმნის. პასტელის ფერებში გადაწყვეტილი ონიქსი შეგვიძლია გამოვიყენოთ ბუხრის მოსაპირკეთებლად, კედლის ინტერიერში, დაწესებულებების ჰოლებში და ა.შ. ონიქსის პატარა დეტალის გემოვნებით გამოყენება მთლიანად ცვლის ინტერიერს.



"ზოდი“ ასევე უზრუნველყოფს ბუნებრივი ქვის დამუშავებასაც. კომპანიის საკუთრებაშია ბუნებრივი ქვის საამქრო, სადაც ნებისმერ იდეას რეალობად აქცევენ. დიზაინერებისა და პროფესიონალი ხელოსნების დახმარებით ბუნებრივი ქვისგან შესაძლებელია დაამზადოთ ნებისმიერი ფორმისა და ზომის ნაკეთობა, რომელიც სრულყოფილს გახდის თქვენს ინტერიერს და ექსტერიერს. "ხანდახან მოდის დამკვეთი, რომელმაც არ იცის, რა უნდა. უბრალოდ, ამბობს, რომ სახლში ბუხარი უნდა. ვეკითხებით, როგორი, რა ფერი... ჩვენი დიზაინერები მომხმარებელთან ერთად აკეთებენ ნახაზს, ურჩევენ მასალას, უხამებენ ფერებს, აქსესუარებს და ბოლოს ყოველმხრივ მზა ნაწარმს უმონტაჟებენ. რაც მთავარია, ჩვენ მიერ გამოყენებულ მასალას სამუდამო გარანტია აქვს", - ამბობს "ზოდის" საამქროს ხელმძღვანელი გიორგი პეპანაშვილი.

ესმა ლემონჯავა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები