ინტერიერის უფასოდ გადახალისების 10 მარტივი ხერხი

თუ მძაფრი სურვილი გაგიჩნდათ, რომ ინტერიერი განაახლოთ, დრო და ბიუჯეტი კი არ გყოფნით, რამდენიმე მარტივი საშუალება არსებობს საამისოდ, თან ისე, რომ კაპიკი არ დახარჯოთ.

1. ავეჯის გადაადგილება

კარგად გადაავლეთ თავლი თქვენი ავეჯის განლაგებას, გააანალიზეთ, შეხედეთ ამ საკითხს გლობალურად. მაგალითად, სამზარეულოს სკამები სასადილო ოთახის ინტერიერსაც შეიძლება მოარგოთ, ან თუნდაც სავარძელს შეგიძლიათ შეუცვალოთ ადგილი და მოათავსოთ საძინებელში. დაგვიჯერეთ, ამით არაფერი დაშავდება, ინტერიერი კი განახლდება.


2. ქსოვილი
დარწმუნებული ვართ, თქვენს კარადაში მოიძებნება ისეთი qქსოვილები, რომელთა არსებობის შესახებ აღარც გახსოვდათ. შეიარაღდით ნემსითა და ძაფით და შეგიძლიათ შეკეროთ

ახალი ლარნაკის სადგამი, ბალიშის პირი ან სხვა რამე აქსესუარი. ესეც ძალიან მოუხდება თქვენს ინტერიერს.


3. გადარგეთ ყვავილები
თუ სახლში გაქვთ ქოთნის ყვავილები, დროა გადარგოთ, საამისოდ კი შეგიძლიათ გამოიყენოთ უბრალო ალუმინის ქილა, რომელსაც დეკორატიულად გააფორმებთ.


4. კედლებზე სურათები დაკიდეთ
მოიძიეთ სახლში სურათის ჩარჩოები, რომლებიც ალბათ გექნებათ სახლში, მეგობრებისა და ახლობლების ნაჩუქარი. გადახედეთ ტქვენს ოჯახურ ალბომს, დაბეჭდეთ ახალი ფოტოები, გააკეთეთ კოლაჟი და განათავსეთ კედელზე. ეს ძალიან ლამაზი იქნება და კარგ ხასიათზეც დაგაყენებთ ხოლმე.


5. გამოიყენეთ მოსართავები
ნუ დაელოდებით ახალ წელს, მორთეთ თქვენი სახლი მოსართავებით. ის თქვენს სახლს სიმყუდროვეს შესძენს. მკრთალი შუქი კი რელაქსაციის საშუალებას მოგცემთ.


6. დაიხმარეთ ბუნება
ოთახის დეკორაციისთვის გამოიყენეთ ფოთლები, ხის ტოტები, სეზონური ყვავილები. ყველაფერი ეს ძალიან დაგეხმარებათ ოთახში სეზონური სიმყუდროვის შექნმნაში.


7. გამოაჩინეთ წიგნები
გამოაჩინეთ თქვენი წიგნები. ჩვენ შევეცდებიTთ დავანგრიოთ მითი იმასთან დაკავშირებით, რომ წიგნების ადგილი მხოლოდ კარადაშია, ან, უკეთეს შემთხვევაში, წიგნების თაროზე. დადეთ წიგნები გამოსაჩენ ადგილზე, ეს თქვენს ბინას ინტელექტუალურ ხიბლს მიანიჭებს და გარკვეულ სიმყუდროვეს შექმნის.


8. ამოქექეთ მოგონებები
დროა გაიხსენოთ ბებიის ნაჩუქარი სკივრი, ბაბუის ნაქონი გიტარა, უკვე გაცვეTთილი ხალიჩა ან სხვა რაიმე ნივთი, რომლის გახსენeებაც გულში სითბოს გიღვრით. განალაგეთ ისინი ოთახში. ამით ტკბილ მოგონებებსაც უფრო ხშირად ეზიარებით და ინტერიერსაც გადაახალისებთ, დღეისთვის ასე მოდურ, ეკლექტურ ელფერსაც შესძენთ.


9. შექმენით ახალი
დაიხმარეთ ინტერნეტი და საკუთარი ხელით შექმენით რაიმე ახალი ნივთი. მაგალითად, ძველი ყუთისგან თავისუფლად შეიძლება პატარა მაგიდის გაკეთება, ან ძველი სკივრისგან სკამის ან თუნდაც სანათის; თეფშის მოხატვა და მისი განახლება. მოკლედ, ამ შემთხვევაში მთავარი ფანტაზიაა.


10. შეცვალეთ ძველი კარგად დავიწყებულით
მოგეხსენებათ, ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. დარწმუნებულნი ვართ, გექნებათ ისეთი ფარდები ან ლოგინის თეთრეული და გადასაფარებელი, რომელთა გამოყენებასაც აღარ აპირებდით და მოშორებით შეინახეთ. დაგვიჯერეთ, გადმოალაგეთ ეს ნივთები და გამოიყენეთ. თქვენი ინტერიერი ამით მხოლოდ გახალისდება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები