როგორც ცნობილია, ფერი დიდ გავლენას ახდენს ოთახის საერთო აღქმაზე. გთავაზობთ, სწორ ფერებს საძინებლისთვის, რათა მარტივად დაგეძინოთ, კომფორტულად დაისვენოთ და დილით ადგომა არ გაგიჭირდეთ.
ნაცრისფერი
ფიქალისფერი, ვერცხლისფერი, „სველი ასფალტი“ - ნაცრისფრის თითქმის ყველა ელფერი ოთახში ჰარმონიულ და სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის.
მწვანე
როგორც წესი, მწვანე ფერი ჯანმრთელობასთან და კეთილდღეობასთან ასოცირდება. იმასაც ამბობენ, რომ ბუნების ფერები ხსნის სტრესს. საძინებლისთვის უმჯობესია უპირატესობა მშვიდ ვარიანტებს მიანიჭოთ, არასასურველია მკვეთრი ზურმუხტისფერი ან სალათისფერი. მათ ყველაზე მეტად ეხამება ნაცრისფერი, თეთრი და კრემისფერი.
ლურჯი
ლურჯის ელფერებს მოაქვთ სასიამოვნო ფიქრები
ზღვის ტალღებსა და კრიალა ცაზე, სწორედ ამიტომ ის მოგგვრით სიმშვიდისა და კომფორტის განცდას საძინებელ ოთახში. კედელზე ერთნაირად კარგად გამოიყურება, როგორც ღრმა და მუქი ელფერები, ისე ჰაეროვანი პასტელის ფერები.
კრემისფერი
კრემისფერი საძინებელში სითბოსა და უსაფრთხოების განცდას გიქმნით. ინტერიერი ზედმეტად მოსაწყენად რომ არ გამოიყურებოდეს, დაუმატეთ რამდენიმე მსუბუქი ფერადი აქცენტი ან შეუხამეთ სხვადასხვა ფაქტურები.
ვარდისფერი
ვარდისფერი უსაფრთხოების განცდას ქმნის და ამაღლებს განწყობას. საძინებლისთვის შეარჩიეთ ნათელი ფერები და პალიტრას დაუმატეთ თეთრი, კრემისფერი, ღია-ნაცრისფერი, რათა ზედმეტად „ტკბილი“ არ გამოვიდეს.
წყარო: elledecoration.ru