ბევრს სურს უძრავი ქონების წყალობით გამორჩეული იყოს. ადამიანები აგებენ უზარმაზარ სახლებს, მის გარშემო მდიდრულ ბაღებს აშენებენ და ყურადღებას სხვადასხვა საშუალებით იქცევენ. ჩვენ კი ისეთ სახლებს გიჩვენებთ, რომლებმაც პირიქით, მათი უხილავი და შენიღბვის უნარით გამოიწვიეს დაინტერესება.
სახლი-ნორა ORGANIC HOUSE, მექსიკა
სახლი მეხიკოსთან ახლოს 1984 წელს არქიტექტორმა ჰავიერ სენოსიაინმა ააშენა. Organic House-ი 174 კვ მ-ზეა გაშენებული და გარდა სასტუმრო ოთახისა, სახლი პრაქტიკულად მიწის ქვეშ მდებარეობს. სახლს აქვს სასტუმრო, სასადილო, სამზარეულო, საძინებელი, სააბაზანო ოთახები და გარდერობი - მოკლედ, ყველაფერი, რაც თანამედროვე „ჰობიტის“ საცხოვრებლად
აუცილებელია.
WOODPILE STUDIО, ნიდერლანდები
შენობა დიზაინერ პიტა ჰაინ ეიკის პროექტის მიხედვით აშენდა. შესახედად მისი უხეში ფასადი შესანიშნავად შეერწყა ქალაქგარე ლანდშაფტს, ფანჯრიდან კი პირდაპირ ჩამწერ სტუდიაში უხვად აღწევს მზის შუქი.
უჩინარი სახლი INVISIBLE BARN, ნიუ-იორკი
ხის კონსტრუქციის ამრეკლი მასალით სრულად დაფარვის იდეა ეკუთვნის ბრუკლინურ კომპანიას STPMJ. შენობა ირეკლავს პარკს, ამიტომ მისი შემჩნევა მარტივი არ არის.
JUNIPER HOUSE, შვედეთი
შვედმა არქიტექტორებმა, ჰანს მურმანმა და ულა ალბერტსმა გამოიგონეს სახლი, რომლის დანახვა ზოგიერთი რაკურსით თითქმის შეუძლებელია. წინა სახლისგან განსხვავებით, მას არ აქვს ამრეკლი ელემენტი. დიზაინერებმა გარშემო არსებული ხეების ფოტო გამოიყენეს, რომელიც სპეციალურ ქსოვილზეა დატანილი.
გამჭვირვალე ცათამბჯენი THE PINNACLЕ, ნეშვილი, აშშ
29 სართულიანი „გამჭვირვალე“ ცათამბჯენი აშშ-ს სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. ორიგინალური დიზაინის გარდა, შენობა „მწვანეა“ - მას ოქროს სერთიფიკატი აქვს მიღებული ენერგოეფექტურობისთვის, მის სახურავზე კი უზარმაზარი ბაღია გაშენებული.
GREEN BOX, იტალია
ბევრი ოცნებობს ავტოფარეხი სტუდიად ან ცარიელ მღვიმედ გადააქციოს, თუმცა ამას მხოლოდ ზოგიერთები ახერხებენ. იტალიურმა სტუდიამ act_romegialli ის არა უბრალოდ განაახლა, არამედ ამის გაკეთება ბუნებას მიანდო. მეტალის ჩარჩო ახლა მთლიანად აყვავებული მცენარეებითაა დაფარული.
მიწისქვეშა სახლი ALONI, საბერძნეთი
ამ ათენური ვილის ნახვა შეუძლებელია, თუ მისი ზუსტი ადგილმდებარეობა არ იცი. ის ლამაზი მიწისქვეშა სახლი, რომლის სახურავსაც ორი ქვის კედელი იჭერს.
ჯავშნიანი სახლი THE DESERT HOUSE, კალიფორნია, აშშ
უჩვეულო კონსტრუქციის წყალობით, რომელიც არქიტექტორ კენ კელოგს ეკუთვნის, სახლი მთლიანადაა დაცული უდბნოსთვის დამახასიათებელი ქარისა და სიცხისგან.
მინის ფერმა GLASS FARM, ნიდერლანდები
ახალი შენობა, რომელიც არქიტექტურულ ძეგლს გადაფარავს, ნებისმიერს აღაშფოთებს. მსგავსი გაურკვევლობისგან თავის ასარიდებლად ჰოლანდიელმა არქიტექტორებმა კლასიკური ძველი ფერმის სტილის საოფისე კოპლექსი დააპროექტეს და მინის კედლები გაუკეთეს. მაგრამ არა ჩვეულებრივი გამჭვირვალე, არამედ მინის სპეციალური პანელები, რომლებზეც ნამდვილი ძველი ფერმის ფოტოფრაგმენტებია დატანილი.
სარკიანი სახლი LOOKOUT, შოტლანდია
ეს ორი სტუდენტის, ანგუს რიტჩისა და დენიელ ტაილერის პროექტი გახლავთ. სახლი ულამაზეს ეროვნულ პარკში მდებარეობს და მხოლოდ სამ ადამიანს იტევს.
THE DUNE HOUSE, ფლორიდა, აშშ
სანაპიროსთან ახლოს ცხოვრება კარგია, მაგრამ სანაპიროზე უკეთესია! ჯერ კიდევ 1975 წელს, არქიტექტორმა უილიამ მორგანმა ეს სახლი გამოიგონა და ანტლანტიკის ოკეანის სანაპიროზე ააგო.
სახლი-ბუნკერი THE PIERRЕ, სან ხუანის კუნძულები, ვაშინგტონი, აშშ
თუ სახლს არასწორი მხრიდან მიუახლოვდებით, შესაძლოა, ვერც კი შენიშნოთ. სახლი კლდეშია ნაშენები და მწვანე საფარითაა დაფარული. ამ შენობაში ინტერიერი ექსტერიერს ერწყმის.
სახლი გამოქვაბულში CAVE PALACE RANCH, იუტა, აშშ
კლდეში ნაკვეთი ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური სახლი აშშ-ში.
წყარო: elledecoration.ru