სასტუმრო ოთახი – სახლის გული. აქ იკრიბება მთელი ოჯახი, ვიღებთ სტუმრებს, მეგობრებს, ვურთიერთობთ ახლობელ ადამიანებთან. ამასთან, აუცილებელი არ არის ყველაფერი „ძვირფასი და მდიდრული“ იყოს. შთამაგონებელი და გემოვნებიანი ინტერიერის შექმნა, შესაძლებელია, სრულიად უბრალო და იაფფასიანი ნივთებითაც.
1. სრული წესრიგი
სწორად და გონივრულად ორგანიზებული სივრცე მინიმალური ავეჯითა და ზუსტად შერჩეული დეტალებით ნებისმიერ სასტუმრო ოთახში უნდა იყოს. სერიოზულად მიუდექით შენახვის საკითხს, განთავისუფლდით პატარ–პატარა ნივთებისგან, რაც ოთახს ტვირთავს და ერთდროულად სუფთა და გემოვნებიან სასტუმრო ოთახს მიიღებთ.
2. სწორად შერჩეული ფარდები
სწორად შერჩეული ფარდა ერთ–ერთი
ხრიკია ოთახის ვიზუალურად იმაზე მეტად გაზრდისთვის, ვიდრე სინამდვილეშია. ჩამოკიდეთ ზუსტად ჭერქვეშ ისე, რომ ქსოვილი იატაკს ეხებოდეს.
3. სხვადასხვა ფაქტურის, სტილისა და მატერიის მიქსი
ერთსახოვნების შენარჩუნებაში ცუდი არაფერია, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ სტილის, მატერიალისა და ფაქტურის ერთმანეთში შერევის. ერთმანეთისგან განსხვავებული ფაქტურები ხშირად ელეგანტურ, გემოვნებიან მთლიანობას ქმნიან.
4. ნუ დაივიწყებთ ხალიჩას
სწორად შერჩეული ხალიჩა ავეჯის „დაკავშირებას“ უწყობს ხელს და ინტერიერს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. სწორი, გრძელბეწვიანი, ნახატებიანი თუ მათ გარეშე – არჩევანი დიდია. აირჩიეთ ის, რომელიც პირადად თქვენთვისაა ხელსაყრელი.
5. სწორი განათება
ჭაღი, რა თქმა უნდა, ნებისმიერი სასტუმრო ოთახის მთავარი გმირია, მაგრამ სინათლის უფრო პატარა წყაროები, როგორიცაა სანათები, სამაგიდო ნათურები არაჩვეულებრივი დანამატია. არჩევანი „ატმოსფერულ“ სანათებზე შეაჩერეთ და ოთახის სხვადასხვა ნაწილში განათავსეთ. ნებისმიერი იდეა კარგია.
6. ხელოვნების დაუფასებლობა არ შეიძლება
სურათები, პოსტერები ჩარჩოში ან შავ–თეთრი ფოტოები – ეს ყველაფერი სასტუმრო ოთახს სიმყუდროვეს, არაორდინალურ სახეს, ელეგანტურობას სძენს. ხელოვნების ნებისმიერი საგანი თქვენს სასტუმრო ოთახს განუმეორებელს გახდის.
7. ბუნება სახლში
და ბოლოს, დეკორში ფინალური შტრიხი ყვავილები და მცენარეებია. ისინი ნებისმიერ სასტუმრო ოთახს შინაურ სიმყუდროვეს შეჰმატებს და გააცოცხლებს სივრცეს. ყვავილები ლარნაკში, ქოთნები ფანჯრის რაფებსა ან კარადებზე – ეს ყველაფერი სასიამოვნო სანახავია ინტერიერში.
წყარო: elledecoration.ru