თუ ეს არ იცით, სახლის მოწყობა გაგიჭირდებათ - რჩევები მთავარი არქიტექტორისგან

ყველას გვინდა მყუდრო, ლამაზ და კომფორტულ სახლში ცხოვრება. საამისოდ არაფერს ვიშურებთ - თანხასაც ვხარჯავთ და ფანტაზიასაც ძალას ვატანთ. თუმცა ინტერიერის დიზაინში გარკვეული პრინციპები არსებობს, რომელთა დარღვევამ შეიძლება დანახარჯიც წყალში ჩაგიყაროთ და მონდომებაც.


რა უნდა იცოდეთ, როცა სახლის მოწყობას იწყებთ. როგორ უნდა შეუხამოთ ერთმანეთს კედლის, ჭერისა თუ იატაკის ფერები, როგორ გაანაწილოთ განათება და როგორ შეუხამოთ ამ ყველაფერს ავეჯი - საჭირო რჩევებს კომპანია "მაქრო ქონსთრაქშენის" მთავარი არქიტექტორი სელენ ავჯი გვაძლევს.

კედლები


- კედლებისთვის შეღებვას გვირჩევთ თუ შპალერს? რა პრინციპით ხდება ერთის ან

მეორის შერჩევა?
- გადაჭრით თქმა ძნელია, გემოვნებაზეა დამოკიდებული. ორივეს აქვს უპირატესობები. კედლის შეღებვა უფრო პრაქტიკულია, რადგან გარკვეული პერიოდის შემდეგ ხალხს ბეზრდება კედლის ფერი და დაიზაინი. შეღებილის გადაღებვა კი მარტივია. ბოლო პერიოდში საღებავების ძალიან დიდი არჩევანი გამოჩნდა. უამრავი ფერი და ეფექტი შეიძლება მივცეთ კედელს, მაგალითად დაძველების ეფექტი, ბეტონის ეფექტი და ა.შ.
შპალერითაც შეიძლება სხვადასხვა, უფრო რბილი ეფექტის მიღება. მისი არჩევანი კიდევ უფრო მრავალფეროვანია. უცხოეთში აბაზანაშიც კი სპეციალურ, წყალგამძლე შპალერს იყენებენ.

- რომელია ის ფერები კედლებისთვის, რომელზედაც გაცილებით მარტივია ავეჯის, ტექსტილისა თუ დეკორატიული ნივთების მორგება?
- მე უპირატესობას ვანიჭებ ღია ფერის კედლებს და ღია ფერის ავეჯს. ეს იძლევა სივრცის ეფექტს და მატებს მყუდროობას. მაგრამ იმისათვის რომ ხაზი გავუსვათ ავეჯს, უმჯობესია დავიცვათ მათ შორის კონტრასტი. თუ ჩვენ გვაქვს პატარა ფართი უმჯობესია კედლები იყოს მაქსიმალურად ღია.

- რომელ ფერებს გვირჩევთ კედლებისთვის მისაღებში, საძინებელში, სამზარეულოში, ჰოლში, სასადილო ოთახსა და კაბინეტში?
- იმისათვის, რომ სახლი ერთ სტილში აღიქმებოდეს და უხეში "გადასვლები" თავიდან ავიცილოთ, კედლების შეღებვა ერთ ფერში ჯობია. ამით საცხოვრებელ ფართიც უფრო დიდი გამოჩნდება. ღია ფერის კედლები უფრო სიმშვიდეს ქმნის და უპირატესობას მას ვანიჭებ.

- კედლების გაფორმებასთან დაკავშირებით რას გვირჩევთ? სარკე, ნახატები, საათი, სპეციალური კედლის სტიკერები - რა უნდა გავითვალისწინოთ თითოეულის შემთხვევაში?
- ბავშვთა ოთახში ძალიან კარგია სტიკერები, პატარებსაც მოსწონთ და ოთახსაც გაახალისებს. თუმცა ყურადღება მიაქციეთ, სად იქნება სტიკერი მიკრული. ისეთ ადგილას არ დააკრათ, რომ ბავშვი გაღვიძებისთანავე ხედავდეს.

შესასვლელში კარგია სარკე, ოთახს უფრო დიდს აჩენს. საათს უფრო დეკორაციული დატვირთვა აქვს და სამზარეულოში ან მისაღებ ოთახში გიჩევთ. რაც შეეხება სურათებს, ის იმდენად დიდ სიმყუდროვეს, განწყობას და აურას ქმნის, კარგია თუ ნახატები ყველა ოთახში გვექნება.

- რომელ ფერებს გვირჩევთ ძალიან განათებული ან ძალიან ბნელი ოთახებისთვის?
- ბნელი ოთახისთვის აუცილებელია ღია ფერები. ძალიან განათებულ ოთახში კი არჩევანის საშუალება გვაქვს. არ არის აუცილებელი მუქი ფერები გამოვიყენოთ, შეგვიძლია მუქი ფერის ფარდებით ვაკონტროლოთ მზის სხივები. ღია ფერში გადაწყვეტილი ოთახი ყოველთვის დადებით განწყობას ქმნის, მუქი ფერები კლასიკურად ითვლება, თუმცა უფრო მძიმე აღსაქმელია. თუ ოთახის კედლები მუქია, მაქსიმალურად ღია ფერის ავეჯი შეუხამეთ.

იატაკი


- იატაკისთვის რომელი მასალები უფრო გამართლებულია სახლში, სადაც ოჯახი ცხოვრობს და რომელ ოთახში რომელი მასალის იატაკი ჯობს?
- მისაღებში და საძინებლებში უპირატესობას ხის იატაკს ვანიჭებ, თუმცა ლამინირებული იატაკის ძალიან დიდი არჩევანი გვაქვს. არსებობს ეკოლოგიურად სუფთა ლამინირებული იატაკიც, მისი დაგებაც ძალიან მარტივია და შეცვლაც. შემოსასვლელსა და სამზარეულოში მეტლახი ბევრად პრაქტიკულია. სტუდიოს ტიპის სახლების სამზარეულოშიც ლამინატს აგებენ, რათა უხეში გადასვლები აიცილონ თავიდან.

- პარკეტის ფილების როგორი განლაგება ითვლება დღეს მოდურად?
ეს ოთახების განლაგებაზეა დამოკიდებულია. წესით, ფანჯრის პერპენდიკულარულად იგება თუ ოთახი პატარაა. თუ ოთახი დიდია ფილები უნდა დაიგოს გრძელი კედლის პარალელურად. ფილა უმჯობესია იყოს რაც შეიძლება დიდი, ფართიც ამ შემთხვევაში დიდი ჩანს

- რა პრინციპით შევუხამოთ კედლის ფერს იატაკის ფერი? კონტრასტი უნდა იყოს?
- ვერ ვიტყვი, რომ კონტრასტის დაცვა აუცილებელია. ხშირად ღია ფერის კედელს ასევე ღია ფერის იატაკი უხდება. ხოლო ამ დროს ეფექტი ავეჯით იქმნება. გაითვალისწინეთ, რომ მუქი ფერის იატაკი უფრო რთულად მოსავლელია, ვიდრე ღია.

ჭერი


- როგორია თანამედროვე და პრაქტიკული ჭერი? სულ სადა და ერთდონიანია თუ გარკვეულ "ეფექტებს" მივმართავთ?
- ერთდონიანი ჭერი უფრო გამართლებულია, რადგან ამ შემთხვევაში არ ვკარგავთ სიმაღლეს. მრავალდონიანი ჭერი შეიძლება მოდურია, მაგრამ ცოტა არ იყოს დამღლელი და მომაბეზრებელი ხდება. სახლი კი დასასვენებელი ადგილია, ამიტომ ასეთი ეფექტისგან თავის შეკავება ჯობია.
უპირატესობას თეთრ ჭერს ვანიჭებ, უფრო მაღალის ეფექტი აქვს. თუმცა მუქი ფერის ჭერიც დასაშვებია, ამ შემთხვევაში კედლის ნაწილიც მუქი უნდა იყოს, რომ უხეში გადასვლა ავიცილოთ თავიდან.

განათება


- რა შემთხვევაში ჯობია განათება ოთახის ცენტრში და რა შემთხვევაში - კედლებსა თუ ოთახის სხვადასხვა ზონაში?
- გააჩნია ოთახის მოცულობას. თუ ოთახი დიდია, ერთი ცენტრალური განათება საკმარისი არ იქნება. გაითვალისწინეთ, რომ განათება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კედლისა და იატაკის ფერები, რადგან განათება ფერებს რადიკალურად ცვლის.
განათება ოთახის ფართობის პროპორციული უნდა იყოს . სახლისთვის თბილ განათებას გირჩევთ. საძინებელში უფრო რბილი და მშვიდი განათებება ჯობია, სამზარეულოში - პირიქით.

კომენტარები

ideodub 2024-10-16 13:41
priligy prescription Vasodilators relax the walls of blood vessels
mara 2016-01-23 13:37
magari saitia, madloba yvelas.
nino 2016-01-20 14:44
es dizaineri Wkviani Cans

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები