როგორ ვაქციოთ ვიწრო ოთახი უფრო მყუდროდ და კომფორტულად _ 8 საიდუმლი, რომელსაც დიზაინერები არ ამხელენ


იმისათვის, რომ ვიწრო ოთახი მაქსიმალურად კომფორტული და მყუდრო გახადოთ უნდა იცოდეთ რამდენიმე დიზაინერული ხრიკი.
თეთრი კედლები და სარკეები დიდი ხანია აღარ არის ეფექტური, ჩვენ შევეცდებით დაგარწმუნოთ, რომ სახლის მოწყობის დროს მთავარი არა კვადრატული მეტრები არამედ ის, თუ როგორ იყენებთ სივრცეს.

1. მსუბუქი ავეჯი და სწორი განლაგება



თუ კვადრატული მეტრების ნაკლებობას განიცდით პირველ რიგში უარი უნდა თქვათ მასიურ ავეჯზე და მეორე, უნდა ეცადოთ შერჩეული ავეჯი სწორად განალაგოთ. მთავარია, რომ ოთახი არ იყოს გადატვირთული.

2. სხვადასხვა
ფაქტურის შერწყმა



ოთაახის სიგრძის შეზღუდვა სხვადასხვა ფაქტურის შერწყმით არის შესაძლებელი. ეს შეგიძლიათ გააკეთოთ არა მხოლოდ მოპირდაპირე კედლებზე, არამედ სხვადასხვა ზედაპირზეც. მაგალითად, ხე და მარმარილო და ა.შ.

3. ფანჯრიანი კედლის დეკორი



ფანჯრიანი კედელი თქვენ სასარგებლოდ გამოიყენეთ. შეარჩიეთ შესაფერისი ფარდა და ოთახი უფრო ჰაეროვნად და დახვეწილად აქციეთ.

4. დაამატეთ ინტერიერში არქიტექტურული ელემენტები



ვიწრო და გრძელი ოთახის გათანაბრების კიდევ ერთი კარგი საშუალებაა არიტექტურული ელემენტების შეტანა ინტერიერში. კარგი გადაწყვეტილება იქნება მაგალითად პოდიუმი, ბუხარი, თუმცა, უნდა იცოდეთ, რომ ეს ოთახის ცენტრში უნდა გააკეთოთ.

5. ოთახის სწორად ზონირება



სწორად ზონირება ვიწრო ოთახს ყველაზე მეტად ჭირდება. ამის გაკეთება ნებისმიერი ხერხით არის შესაძლებელი, ეს შეიძლება იყოს ავეჯი, იატაკის საფარი და ა,შ.

6. განათება



თუ ვიწრო ოთახის დაუშნოვება გინდათ გირჩევთ ცენტრში დიდი ზომის ჭაღი დაკიდოთ. თუ გსურთ რომ ინტერიერი დახვეწოთ შეარჩიეთ მაქსიმალურად მსუბუქი კარკასი და განათება ოთახ სხვა წერტილებშიც დაუმატეთ.

7. გამოიყენეთ ჰორიზონტალური შტრიხები



იმისათვის, რომ ვიწრო ოთახი უფრო განიერი გამოჩნდეს შუაგულში, ორ კედელს შორის ჰორიზონტალური შტრიხები გამოიყენეთ.

8. ფერთა სწორი კომბინაცია



ოთახის ვიზუალურად გასაფართოვებლად ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფერს. ამისათვის საკმარისია მოკლე კედლები მუქ ფერად შეღებოთ გრძელი კი ღიად. ეს დიზაინერების ერთ-ერთი ეფექტური ხრიკია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები