ფერთა შეხამება ინტერიერში – ეს რჩევები ყველას გამოადგება!

ფერთა შეხამება, მათი ლამაზ კომბინაციად წარმოჩენა და გარდაქმნა ყველას არ შეუძლია. ამისთვის ერთგვარი ნიჭია საჭირო. ბევრი დიზაინერი და მხატვარიც კი ვერ დაიბრალებს, რომ ამ ნიჭით არის დაჯილდოებული. აბა, როგორ ქმნიან ის ზოგიერთები ისეთ კომბინაციას, სადაც ფერთა შეხამება ძალიან მნიშვნელოვანია?! შევეცდებით გაგიზიაროთ ინტერიერის წარმატებულად და ჰარმონიულად გაფორმების საიდუმლო. საიდუმლო დაკვირვებაში მდგომარეობს და ჩვენს მკითხველსაც სწორედ ამ დაკვირვებისკენ მოვუწოდებთ.იმისათვის, რომ სწორად შეარჩიოთ კედლი, ფარდის, ავეჯის და სხვა აქსესუარების ფერები, ჰარმონიულად შეუხამოთ ისინი ერთმანეთს, საჭიროა

დაუკვირდეთ ბუნებას, დიახ, ცოცხალ ბუნებას. სწორედ ფლორამ და ფაუნამ და მათთან დაკავშირებულმა სხვა საგნებმა უნდა შთაგაგონოთ ის ფერთა გამა, რომლის დანახვაც გესიამოვნებათ თქვენ, თქვენს სტუმრებს, და ბოლოს, იქნება სწორად გადაწყვეტილი დიზაინის თვალსაზრისით. ჩვენ შემოგთავაზებთ ჰარმონიული ფერთა შეხამების რამდენიმე ვარიანტს და ვეცდებით დაგიხასიათოთ ისინი

პასტელის ფერები და კონტრასტული ნიუანსები
ამ შემთხვევაში შთაგონების წყაროს წარმოადგენს წყალქვეშა სამყარო. ნუ დაგაბნევთ ნაზი, ღია ვარდისფერისა და ხასხასა მანდარინისფერის ერთმანეთთან შერწყმა. ისინი ერთობლიობაში ძალიან საინტერესო ფერთა გამას ქმნიან.


როგორ შევუხამოთ ეს ფერები ერთმანეთს?
დავუშვათ საძინებელში კედლები შესაღებად აირჩიეთ მარჯნისფერი, ეს ოთახის 50%-ს შეადგენს. სტაფილოსფერი ან მანდარინისფერი უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ 20 %-ით, მანათობლების, გადასაფარებლის, ფერწერულ ტილოზე ნამუშევრის ხარჯზე. 8-10% შეგიძლიათ გამოიყენოთ შავ-თეთრი ფერიც. მაგალითად, სურათის ჩარჩოს, ფარდის მაქმანის ან თუნდაც ხალიჩაზე ნახატის ან რომელიმე სხვა აქსესუარის ხარჯზე.
წარმატებული ფერთა შეხამების არჩევა რომელიმე ყვავილის, თევზის ან მზის ჩასვლის შთაგონებით დიდი გზის მხოლოდ დასაწყისია, ამ ფერებთან ერთად სხვა ფერთა სოლიდური შერწყმა კი უფრო რთულია და მეტ ძალისხმევას მოითხოვს.

გაჯერებული ფერი + მსუბუქი გარემოცვა

თუ ინტერიერში შედარებით მუქი, გაჯერებული ფერების გამოყენება გნებავთ, გაიხსენეთ ღამის ცა და ბრჭყვიალა ვარსკვლავები. კობალტისფერი ლურჯი ან მელნისფერი ძალიან კარგად ეხამება თეთრ ფერს. მსგავსი ტანდემი მხოლოდ ცოტაოდენ გადახალისებას მოითხოვს თბილი ან ცოტა ბრჭყვიალა ელემენტებით, რათა ინტერიერს ზღაპრული ელფერი მიანიჭოს.
თუ ზამთრის პეიზაჟს მიანიჭებთ უპირატესობას, დაიმახსოვრეთ, რომ ცისფერი, ლურჯი არისტოკრატული ფერია, ზამთრის პეიზაჟისთვის ეს ფერი ბევრი უნდა იყოს.

როგორ გამოვიყენოთ?
ეს ფერი შეგიძლიათ გამოიყენოთ ავეჯის გადასაკრავის, კედლის და ფარდების სახით 45-50%-ით. ამ ფერის განეიტრალება აუცილებელია თეთრი ფერით 30-35%-ით ჭერის, ტექსტილის და დიდი აქსესუარების ხარჯზე. ეს შეამცირებს მუქი ფერის გავლენას და ოთახს ბევრად ნათელსა და მყუდროს გამოაჩენს.  შეგიძლიათ სულ ცოტა, 10-15 თბილი ფერებიც დაუმატოთ, ოქროსფერი, მოყვითალო, მოსტაფილოსფრო. პოზიტივ-ნეგატივის ანუ თბილ-ცივის ეფექტი ინტერიერში ყოველთვის აქტუალურია.

რბილი, მონოქრომული გრადიენტი
ვისაც საკუთარი ნავსაყუდელი მყუდრო, სადა, მაგრამ ლამაზი წარმოუდგენია, ვურჩევთ აქცენტი ნატურალურ ზამთრის ფერებზე გააკეთოს, ფერებზე, რომლითაც ბუნება ზამთარში აფერდებს, მიწას, ხეებს, შინაურ ცხოველებს, ქვებს და ა.შ.


როგორ გამოვიყენოთ?
შეხედეთ თქვენ კატას, დაიმახსოვრეთ როგო გამოიყურება მისი ბეწვი, თვალები, ცხვირი და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდექით თქვენი ბინის ინტერიერის მოწყობას. კატის საერთო ფერიდან გამომდინარე შეიძლება შეიქმნას თქვენი ინტერიერის მთავარი ფერიც, მაგალითად, თეთრი, ბეჟი, ყავისფერი ან თუნდაც ნაცრისფერი ან შავი. ეს მთლიანი ინტერიერის დაახლოებით 55-60%-ია.
თქვენი შინაური ცხოველის თვალის ფერი შეგიძლიათ გამოხატოთ პატარა ხალიჩით, მანათობლით, ჭურჭლით ან დეკორატიული ბალიშებით, დაახლოებით 10-15%.

ნაელ, აქტიურ ფერთა შეხამება

ინტერიერში გამოყენებული ნათელი ფერები პატრონის თბილ, კეთილ, მშვიდ ხასიათზე მეტყველებს. ასევე ეს ფერები ძალიან კარგად მოქმედებს ადამიანის ხასიათზე შემოდგომის და ზამთრის უჟმურ დღეებში. გირჩევთ წარმოსახვაში დაეყრდნოთ ეგზოტიკურ ფრინველებსაც, რომლებიც თქვენ ინტერიერს კიდევ უფრო მეტად გაახალისებს.


როგორ გამოვიყენოთ?
თვალსაჩინო მაგალითად ავიღოთ ფერადი თუთიყუში. ღია მწვანე, სალათისფერი, ლაჟვარდოვანი და მოყვითალო ის ფერებია, რომლითაც ეს ფრინველები გამოირჩევიან.
ამ ფერების ძირითად ფონად გამოყენება, რა თქმა უნდა, ცოტა ზედმეტი იქნება, ამიტომ ამ ფერებით გირჩევთ ოთახის ცალკეული ზონის გაფორმებას.
მაგალითად, საძინებელში- საწოლი, მისაღებში- სასადილო ზონა, ფუნქციონალური ზონები ასეთ ენერგიულ ფერებს კარგად აიტანენ და ორიგინალური გადაწყვეტილებაც იქნება.

მგრძნობიარე კლასიკა
ყვავილები, არამარტო სილამაზეს და სასიამოვნო არომატს გვჩუქნიან, არამედ კარგად გვინვითარებენ გემოვნებას და გვაძლევენ საშუალებას ელეგანტური ინტერიერი ნაკლები ძალისხმევის შედეგად მოვიწყოთ.


განვიხილოთ კლასიკური, ვარდისფერ-ნაცრისფერი ფერთა გამა, რომელიც შესაძლებელია ვაქციოთ ფონად დაახლოებით 40-45%-ით. ნაცრისფერს კარგად ეხმაბა ვარდისფერის ნებისმიერი ტონალობა, როგორც ნაზი, ღია, ისე მუქი ვარდისფერი. ეს ფერი შეგიძლიათ გამოიყენოთ ფარდისთვს თანაც რბილი ავეჯის გადასაფარებლად, სამზარეულოში ამ ფერის სუფრის გამოყენებაა შესაძლებელი. ამ ფერს ვიყენებთ 20%-ით. მალინისფერი კი კარგად გამოდგება ბალიშის პირების, ფერადი შუშის, კერამიკის ხარჯზე 8-10%.

ბუნებრივი ჰარმონია
მწვანე საკმაოდ პრეტენზიული ფერია. თუ ის ინტერიერში ბევრი მოგივიდათ, შესაძლოა მთელი ინტერიერი გაგიფუჭოთ. ამიტომ, თუ უპირატესობას მწვანე ფერს მიანიჭებთ, კარგად დაიმახსოვრეთ, რომ მას აუცილებლად უნდა შეუხამოთ თბილი ან თუნდაც ცივი ტონები. ეს კი უნდა გაკეთდეს პროფესიონალიზმით.

როგორ გამოვიყენოთ?
შევეცდებით მოგცეთ რამდენიმე რჩევა, რომლიც გაგიმარტივებთ მწვანე ფერთან ურთიერთობას. პირველ რიგში, გაიხსენეთ ბუნებრივი მინერალები, ფირუზი და მალაქიტი, მართლაც ძვირფასი ტონალობები. ასევე გაიხსენეთ ბოსტნეული, კიტრი, ბროკოლი, ბალახი და ა.შ.
მინერალური მწვანე ცოტა ცივი ელფერის არის, ბოსტნეულის მწვანე კი შედარებით  თბილია, მაგრამ ყველა ეს ტონალობა კარგად ერწყმის ყვითელს, წითელს და შოკოლადისფერს.


მწვანე ფერის გამოყენებას გირჩევთ სამზარეულოში. თბილი ნატურალური მწვანე ფერით დატვირთეთ სამზარეულოს 60%, ღია სალათისფერი შეურჩიეთ ჭურჭელი და ტექსტილი 10%, ყვითელი და ოქროსფრი შესაძლოა იყოს მანათობლები და სხვა პატარ-პატარ აქსესუარები, სულ 3-5 %.
მოულოდნელი აქცენტები
რა ვქნათ იმ შემთხვევაში, თუ ჩვეულებრივი ოთახი ძალიან მოგვბეზრდა, თუმც არ ვართ მზად ფერების გადასახალისებლად. საბაზისო ფერები იმიტომაც არის კარგი, რომ ნებისმიერ ექსპერიმენტებს უძლებს. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მხოლოდ აქსესუარებით, ფერადი ნივთებით გადაახალისოთ გარემო, იქნება ეს ხილი, კანფეტები, ფერად-ფერადი კარამელი, ბალიშები თუ სხვა რამ, მთავარია ფანტაზია და მონდომება.
.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები