მას შემდეგ, რაც ყველაზე პოპულარული სტილის სიის სათავეში სკანდინავიური სტილი მოექცა, თეთრი ფერი და ერთტონიანი ინტერიერი კიდევ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს.
რითიიქცევს ყურადღებას ეს სტილი და რატომ უნდა შეაჩეროთ არჩევანი მასზე თქვენც?
მონოქრომული ინტერიერი ერთი შეხედვით საკმაოდ მოსაწყენად გამოიყურება, აქ ვერ შეხვდებით პოპ-არტის ნოტებს, ქანთრის სტილის ბუნებრივ მოტივებს, ფერადი ვინტაჟის მომხიბვლელობას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თუ ინტერიერი გემოვნებით არის გაფორმებული, აუცილებლად იგრძნობთ საოცარ სიმყუდროვეს, სხვადასხვა ფაქტურის ნაზავს, თავისუფლებასა და სიმშვიდეს. ალბათ ამიტომაც არის, რომ ერთტონიანი ინტერიერი ასეთი პოპულარობით სარგებლობს. ის საკმაოდ
ტრენდულია და არ არის მოსაბეზრებელი. ერთადერთი, რაც უნდა გაითვალისწინოთ არის ის, რომ არ უნდა გადააჭარბოთ და ყველაფერი ერთ ფერად არ უნდა გადააქციოთ.
როგორ ავარიდოთ თავი ამ საფრთხეს? შევეცდებით დაგეხმაროთ. მაშ ასე:
1. ძირითად ბაზად ნეიტრალური ფერი გამოიყენეთ
ეცადეთ ისეთი ფერი შეარჩიოთ, რომ პირველ რიგში თავად გსიამოვნებდეთ, არ იყოს მყვირალა და მოსაბეზრებელი. ყვითელი და ფორთოხლისფერი, დაგვეთახმებით, რამდენიმე თვეში ბევრს მობეზრდება. ამიტომ შეეცადეთ ფერი მაქსიმალურად ნეიტრალური იყოს და სულიერ სიმშვიდეს განიჭებდეთ.
2. შეისწავლეთ შერჩეული ფერის შესაბამისი ტონები
ბევრს გონია, რომ ერთტონიანი ნიშნავს ერთნაირს, თუმცა ასე არ არის. პალიტრაში მოსახვედრად ერთნაირი ფერების შერჩევა სულაც არ არის საჭირო. ამ დროს მთავარია სხვადასხვა ფერის კომბინირება. იმისათვის, რომ საბოლოოდ ჰარმონიული შედეგი მიიღოთ, გამოიყენეთ ტრადიციული ფერთა ფორმულა (60-30-10). პირველი ციფრი გახლავთ მთავარი ფერი, მეორე - ტონალობა, პარტნიორი ფერი და მესამე - აქცენტი, ძირითადად მკვეთრი. ამ პატარ-პატარა ხრიკების გამოყენებით მარტივად შეძლებთ ორგანული ინტერიერის შექმნას.
3. მოუძებნეთ მეწყვილე
ნებისმიერი ფერი უკეთ ჩანს კონტრასტის ფონზე. შეიძლება მეორე ფერი არ იყოს ძალიან კონტრასტული, მაგრამ ეფექტურად უსვამდეს ხაზს მთავარი ფერის სიღრმესა და სილამაზეს.
4. დაიწყეთ მცირედით
ერთტონიანი ინტერიერი ფოტოზე ეფექტურად გამოიყურება, მაგრამ რეალურად შეიძლება ისეთი ლამაზი სულაც არ აღმოჩნდეს, როგორც წარმოგედგინათ, ამიტომ, გირჩევთ სახლის გაფორმება ამ სტილში მცირედით დაიწყოთ, მაგალითად, აბაზანით და დარწმუნდეთ, შედეგი ის არის რაც გინდოდათ, თუ არა.
5. გამოიყენეთ სხვადასხვა ფაქტურა
ერთი და იგივე ფერი სხვადასხვა ფაქტურაში განსხვავებულად გამოიყურება. ამ ხრიკის გამოყენებით ძალიან მარტივად შეძლებთ მონოქრომული ინტერიერის ნაზად გარდატეხას.
6. არ დაივიწყოთ აქცენტები
თუ საბაზისო ფერად მონოქრომული ფერი გაქვთ შერჩეული, აქცენტიც შესაბამისი უნდა იყოს. ამ დროსაც ძალიან მნიშვნელოვანია არ გადახვიდეთ ზღვრს და დაიცვათ ზომიერება.