ბავშვური ოცნება - ინტერიერის ექსპერტები მშობლებს 6 საიდუმლოს უმხელენ ბავშვის ოთახის მოსაწყობად
ბავშვის ოთახი ერთ-ერთი საპასუხისმგებლო და რთულად მოსაგვარებელი საქმეა დიზაინის თვალსაზრისით. ბავშვის განვითარებისა და კომფორტისთვის ხომ თითოეულ დეტალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამის გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, თუ რამხელაა ოთახი, შეიძლება მისი ისე მოწყობა, რომ ბავშვისთვის მაქსიმალურად მყუდრო და კომფორტული იყოს.
1. ფერის შერჩევა
საუკეთესო ვარიანტი ბავშვის ოთახისთვის ცივი და თბილი ფერების შეხამებაა. თბილ ფერებს შორის კი უპირატესობა პასტელის ფერებს ენიჭება. არ ღირს მკვეთრი ფერების, მაგალითად, მუქი ყვითლის ან ნარინჯისფერის შერჩევა. ბავშვის ოთახს
დაიმახსოვრეთ, რომ ნარინჯისფერი ან ყვითელი, თუნდაც გაღიავებული, ბავშვის ფსიქიკაზე ძალიან მოქმედებს. ეს ფერები ბავშვებს აღაგზნებს.
ენერგიულ და მოძრავ ბავშვებს უფრო თბილი და მშვიდი ფერები უხდებათ.
2. სათამაშოების შესანახი სისტემა
ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ბავშვის ოთახში სათამაშოებია, უფრო სწორად, აქეთ-იქით მიყრილი სათამაშოები. მშობლებმა სათამაშოები აუცილებლად უნდა გადაახარისხონ. ოთახში უნდა ჩატარდეს რევიზია. რაც აღარ გჭირდებათ, ან გადაყარეთ ან ვინმეს აჩუქეთ. უკვე გადარჩეულ სათამაშოებს კი აუცილებლად უნდა მოუძებნოთ შესანახი ადგილი. გაითვალისწინეთ, რომ შესანახი სისტემა უნდა იყოს ისეთი, რომ ბავშვმაც კომფორტულად მოიხმაროს და ისარგებლოს.
3. სამუშაო ადგილი
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ქონდეს ადგილი შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ეს ადგილი უნდა იყოს კარგად განათებული და მაქსიმალურად მოხერხებული. სასურველია ასევე საგამოფენო ადგილის ორგანიზებაც, სადაც ბავშვი საკუთარი ნამუშევრების და ჯილდოების გამოფენას შეძლებს.
4. ბავშვის ნახატების გაფორმება
ბავშვის თითოეული ნახატი უნიკალური ნივთია. ეს ყველა მშობელმა კარგად იცის, მაგრამ როგორ უნდა შეინახოს დედამ ყველა ნახატი ისე, რომ არ დააზიანოს და არ გააფუჭოს. საამისოდ შეგიძლიათ შეიძინოთ დიდი, სქელი ალბომი, დიდი საქაღალდე, ფოტოწიგნები.
5. კომფორტული ადგილი ძილისთვის
სასურველია, რომ ბავშვის ოთახში ჭერი არ იყოს ძალიან მაღალი, ბავშვებს უყვართ ბუდეები. ამიტომაც მოსწონთ ძალიან ორიარუსიანი საწოლები.
ბავშვისთვის საწოლის შერჩევის დროს გირჩევთ ბავშვის აზრიც გაითვლისწინოთ და ისე მოუწყოთ დასაძინებელი ადგილი.
6. დეკორის უჩვეულო ელემენტები
ოთახის მოსართავად ეცადეთ გამოიყენოთ არასტანდარტული ნივთები, ეს მათი ფანტაზიის განვითარებისთვის ძალიან კარგია. კარგი გამოგონებაა ავეჯი ტრანსფორმერი, ასევე ბევრი რამის გაკეთება საკუთარი ხელითაც არის შესაძლებელი და რაც მთავარია თავად ბავშვების დახმარებით.