მცირეგაბარიტიან სახლს განსაკუთრებული დიზაინი სჭირდება, მაქსიმალურად გააზრებული და ფინქციონალური. პროფესიონალები გვირჩევენ, რას უნდა მივანიჭოთ უპირატესობა და რაზე უნდა ვთქვათ უარი.
საერთოდ, მიცრეგაბარიტიანი სახლის დიზაინი ბევრად რთულია, ვიდრე მაგალითად მთლიანი სახლის მშენებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისედაც შეზღუდული სივრცე გაბარიტული ავეჯით და ნივთებით არ გადაიტვირთოს. სწორედ ამ დროს ორმაგად მნიშვნელოვანია ფერების და პრინტების შერჩევა, ასევე სივრცის ზონირება.
მაინც, რა არ უნდა იყოს მცირეგაბარიტიან სახლში?
მასიური ჭაღი
დიდი, დიზაინერული ჭაღი ინტერიერის კოლორიტული და თვალსაჩინო ელემენტია. ჭაღი ყურადღებას იქცევს და ქმნის ინტერიერის საერთო განწყობას,
ოთახს განსაკუთრებულ სიმყუდროვეს ანიჭებს და მეტად არისტოკრატულად და დახვეწილად წარმოაჩენს, თუმცა ამას ვერ ვიტყვით დიდი ზომის ჭაღზე მცირეგაბარიტიან სახლში, სადაც სივრცე საკმაოდ შეზღუდულია.
დიდი ჭაღი თრგუნავს და ჭამს სივრცეს, ამ დროს გირჩევთ გამოიყენოთ სანათები და მსგავსი კომბინაციები, წერტილოვანი განათება.
დიდი ნახატები შპალერზე
დიზაინერები არ გვირჩევენ მცირეგაბარიტიან სახლებში დიდი პრინტების გამოყენებას. პატარა ოთახს ერთი ტონის შპალერი ყველაზე მეტად მოუხდება. შესაძლოა შპალერს ჰქონდეს პატარა ზომის, თუმცა არა კონტრასტული პრინტი.
დიდი ზომის ავეჯი და ტიხრები
იმისათვის, რომ მცირეგაბარიტიან სახლში სივრცე მეტად აღიქმებოდეს, გირჩევთ მაქსიმალურად უარი თქვათ ზედმეტ ტიხრებსა და კედლებზე. თუ თქვენი ინტერიერი საჭიროებს ზონირებას, ეცადეთ ეს პროცესი ფერის ან სხვა აქსესუარების ხარჯზე გააკეთოთ.
თუ ტიხრები მაინც აუცელებელია, უპირატესობა მინის ტიხრებს მიანიჭეთ.
რაც შეეხება ავეჯს, ის უნდა იყოს მრავალფუნქციური და მაქსიმალურად მსუბუქი.
მუქი ფერები და მასიური ფარდები
ფერი შეზღუდულ სივრცეში ასრულებს უმთავრესს თუ არა, ერთ-ერთ მთავარ როლს. მოერიდეთ კონტრასტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ინტერიერი იქნება დამთრგუნველი და არაკომფორტული.
ბევრი აქსესუარი
პატარა ზომის ოთახის გადატვირთვა აქსესუარებითა და სხვადასხვა უსარგებლო ნივთით ძალიან მარტივია, დიდი ზომის ნახატები, გაბარიტული ნივთები არ არის გამართლებული. კედლების გასაფორმებლად უპირატესობა მარტივ და სადა კომპოზიციებს მიანიჭეთ.