ბამბუკის გამოყენება სახლის ან ბინის დიზაინში თითქოს სიახლეა, თუმცა უფრო სწორად თუ განვმარტავთ, ეს კარგად დავიწყებული ძველი იდეაა, რომელიც ბოლო დროს სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება.
დღეს შევეცდებით მოკლედ და მარტივად ავხსნათ, რატომ არის ეს მასალა ასეთი პოპულარული და რა უპირატესობები გააჩნია მას.
თნამედროვე სამყარო გვიბიძგებს სულ მეტი ვიფიქროთ კომფორტსა და სიმყუდროვეზე, მით უმეტეს, პანდემიის დროს, როდესაც გარემოება gგვაიძულებს ადამიანებმა ძირითადად სახლიდან ვიმუშაოთ. დღეს, როგორც არასდროს, დაფიქრდა ხალხი ფუნქციონალობასა და პრაქტიკულობაზე.
როდესაც საუბარია ინტერიერის ბუნებრივი მასალებით მოპირკეთებაზე, ასპარეზზე გამოჩნდა
ბამბუკით მოპირკეთებული ინტერიერი, იქნება ეს შპალერი, ავეჯი თუ სხვადასხვა ინსტალაციები, სახლში ტროპიკულ სტილს ქმნის.
თუ გგონიათ, რომ ბამბუკს მხოლოდ დეკორატიული ფუნქცია აქვს, ძალიან ცდებით. სხვა ბუნებრივი მასალებისგან განსხვავებით ბამბუკი არის მყარი და საკმაოდ გამძლე. ასევე ძალიან ადვილი მოსავლელია.
შემოგთავაზებთ ფოტო იდეებს, რომელიც საშუალებას მოგცემთ განიხილოთ ბამბუკის გამოყენების სხვადასხვა ვერსიები და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი და მისაღები.
ვისაც სახლში ბალის სტილის შექმნა უნდა, შეუძლია ბამბუკის შპალერი აირჩიოს და ის აქცენტად აქციოს, შედეგი მართლაც საოცარო და უნიკალური იქნება.
ალბათ ნახეთ, როგორი დახვეწილია ინტერიერი მსგავსი მასალის გამოყენების შემდეგ, მით უმეტეს, რომ ბამბუკი ძალიან მსუბუქი და ადვილი მოსავლელია, ის ძალიან მარტივად იწმინდება.
ასევე ძალიან ლამაზი და ორიგინალურია ბამბუკის ჭერი.
მყარი და გამძლე ეკო-ავეჯი აქატუალობს არასდროს კარგავს და რაღა თქმა უნდა, ეს ბამბუკის ავეჯსაც ეხება.
აღარაფერს ვამბობთ ოთახის ბამბუკზე, რომელიც მართლაც რომ საუცხოო სანახავია.
ასევე ბამბუკისგან დამზადებულ სხვადასხვა აქსესუარებზე.
ეკო ჟალუზები, ბამბუკისგან დამზადებული, დახვეწილი და უნიკალური, ასევე ძალიან პრაქტიკული და გამძლე.