როგორ მოვაწყოთ ბავშვის ოთახი ისე, რომ ყოველ წელს რემონტის გაკეთება არ დაგვჭირდეს. ბავშვები ხომ ძალიან სწრაფად იზრდებიან, გემოვნებაც ეცვლებათ და მოთხოვნილებებიც, ბოლოსდაბოლოს, ზომებიც. როგორ მოვიქცეთ?
პირველ რიგში, მშობელმა უნდა გაითავისოს, რომ ბავშვის ოთახი ის ადგილია, სადაც ბავშვს ფანტაზია და გემოვნება უყალიბდება. იდეალური ოთახი ბავშვისთვის თავის წესებს გვკარნახობს - ის არ უნდა იყოს მოსაწყენი, თუმცა უნდა იყოს რაციონალური და რაც ყველაზე მთავარია, უსაფრთხო.
დახვეწილი ოთახი ხელს უწყობს ბავშვის გემოვნური თვისებების განვითარებას და მის პიროვნებად ჩამოყალიბებას. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ გონივრულად მოხდეს
ბავშვის ოთახში უნდა არსებობდეს ოთხი ზონა: მოსასვენებლი და ძილის ზონა საწოლით, სამუშაო ზონა, სამეცადინო და სათამაშო ზონა. ასევე კარგად უნდა იყოს გათვლილი შესანახი ზონა და არა მარტო ტანსაცმლის და წიგნების, არამედ სათამაშოებისაც.
ბავშვის ოთახი არის ზონა, რომელიც ტრანსფორმირდება ბავშვის ზრდასთან ერთად.
ავეჯი უმჯობესია შეარჩიოთ საშუალო სეგმენტის, ბიუჯეტური, ისეთი, 2-3 წლის შემდეგ შეცვლა რომ არ დაგენანოთ. ავეჯი უნდა იყოს მაქსიმალურად მოხერხებული და ტრანსფორმირებადი.
რაც შეეხება საწოლს, გარე კარკასი შეიძლება იყოს ნებისმიერ ფასიანი და ხარისხის, თუმცა მატრასზე ეკონომიის გაკეთებას არ გირჩევთ, ის მაქსიმალურად ხარისხიანი და მოსახერხებელი უნდა იყოს, რათა სრულფასოვნად უზრუნველყოს ბავშვის ჯანსაღი ძილი.
იატაკისთვის ყველაზე შესაფერისი მასალა არის ხე ან კორპი, რათა ბავშვს ხოხვის ან თუნდაც იატაკზე თამაშის დროს პრობლემა არ შეექმნას.
რემონტის დაწყებამდე უნდა გაითვალისწინოთ, რომ ხშირი კოსმეტიკური რემონტი ბავშვის ოთახში აბსოლუტურად ნორმალურია. ბავშვებს უყვართ კედლებზე ხატვა. კედლების შეღებვა შპალერზე ძვირი ჯდება, თუმცა უფრო მოსახერხებელია.
ასევე წინასწარ უნდა დაიგეგმოს განათება, ბავშვს სჭირდება მაქსიმალურად კომფორტული და ჯანსაღი განათება, რათა კითხვის დროს მხედველობის დაძაბვა არ მოუხდეს. განსაკუთრებით კარგად უნდა იყოს აღჭურვილი განათებით სამეცადინო ზონა და არც საწოლთან სანათის შესახებ დაივიწყოთ.
რაც შეეხება სხვა მოსაპირკეთებელ მასალას, არ ვისაუბრებთ ბევრს იმაზე, რომ უმჯობესაი მასალა იყოს ეკოლოგიურად სუფთა.