თუ თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანში, ვერცხლის ქუჩაზე გაისეირნებთ და კარგად დააკვირდებით სახლებს, თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს ბინა, რომლის თეთრი კედელი, პატარა კოხტა კიბე, საუცხოო ორნამენტებიანი იატაკი, ლურჯი კარ-ფანჯარა და ლამაზი ყვავილები მაროკოს გაგახსენებთ. მაგრამ კიდევ უფრო მეტად აღფრთოვანდებით, როდესაც ამ ლურჯ კარს შეაღებთ და ე.წ. ლურჯი კარის რაფსოდიის ატმოსფეროში გაეხვევით, როგორც დაარქვა მას ავტორმა.
გემოვნებიანი ინტერიერი - ფერისა და ტექსტურის დახვეწილი შერწყმით; ძველი და ახალი ნივთების შეხამება, შესანიშნავი გზაა უნიკალური სივრცის შესაქმნელად. სწორი მიქსი სახლს გამოხატულ სტილს ანიჭებს, რომელიც არ
ექვემდებარება მოდას. ახალი ნივთები კარგ ფონს ქმნიან ძველი ნივთებისთვის, ხოლო პატარა დეტალები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თემატიკისა და იდეის წარმოჩენაში.
34 წლის შოთა ანდრიაძე მოყვარული დიზაინერია, რომელმაც თავისი ბინა სამ სხვადასხვა ფართად დაყო და სამივეს ახალი სიცოცხლე შესძინა. შოთა პროფესიით ბიზნესანალიტიკოსია და არასოდეს უფიქრია დიზაინერობაზე. პირველად 2016 წელს გაუჩნდა იდეა, საკუთარი საცხოვრებელი სახლი ისე გარდაექმნა, რომ ტურისტებისთვის ყოფილიყო მიმზიდველი. შედეგად შეიქმნა სივრცეები - პატარა სტუდიო, ტერასით ძველი თბილისის ხედით; მაროკოული სტილის სივრცე და ფრიდა კალოს მექსიკური სახლის - La Casa Azul-ის ინსპირაციით შექმნილი დიზაინი. სამივე აპარტამენტის ორიგინალური დიზაინის ავტორი, თავად შოთა ანდრიაძეა. ჩვენ ამ ორ უკანასკნელ პროექტზე ვისაუბრეთ, რომლებიც მართლაც გამორჩეულია.
- ბინა ჩემს ბებიას და ბაბუას ეკუთვნოდათ. 1950 წლიდან სახლმა ბევრჯერ შეიცვალა იერსახე. მომიჯნავე ფართების შესყიდვის საშუალებით გაფართოვდა. როდესაც Airbnb-ზე განთავსებული განცხადებები ვნახე, მივხვდი, რომ ტურისტულ პლატფორმებზე წარმატება არა მხოლოდ ფართის კონკრეტულ მახასიათებლებზე და ლოკაციაზე, არამედ, უშუალოდ მასპინძელზე, ე.წ ჰოსთზე არის დამოკიდებული. ამ იდეით დავინტერესდი და პირველი სივრცის რემონტი და მოწყობა გადავწყვიტე.
- როგორ მოიფიქრეთ თემატიკა და რა სირთულეებს წააწყდით იდეის განხორციელებისას?
- საწყისი ეტაპის სირთულეები ძირითადად განპირობებული იყო სარემონტო სამუშაოების წარმართვის გამოცდილების არქონით. შესაბამისად, ყველაზე რთული პირველი ტურისტული აპარტამენტის შექმნა იყო, ყველაზე ადვილი კი - მესამის.
ე.წ. ლურჯი კარის რაფსოდია, როგორც მას შევარქვი, რიგით მეორე აპარტამენტია, რომელიც პირველი აპარტამენტის დასრულებიდან რამდენიმე თვეში დავიწყე და 2-3 თვეში დავასრულე. სარემონტო სამუშაოების საწყის ეტაპზე მსურდა, მედიტერიანული აქცენტები ჰქონოდა აპარტამენტს, თუმცა პროცესში მაროკოული აქცენტებიც შეიძინა და საბოლოოდ მედიტერიანულ-მაროკოული ფიუჟენის სახით დასრულდა.
- სახელი როგორ მოიფიქრეთ?
- სახელს რაც შეეხება, ძალიან მარტივად, დიდი „ბრეინ სთორმინგი“-ს გარეშე მოვიფიქრე, ვწრუპავდი ღვინოს, ვუსმენდი ლეგენდარული კომპოზიტორის, ჯორჯ გერშვინის კომპოზიცია „Rhapsody in Blue”-ს და შემთხვევით ჩემი აპარტამენტის ლურჯ კარს გავუსწორე თვალი, ძალიან მარტივი მოდიფიკაციის შედეგად დავარქვი ასე.
- დიდ ყურადღებას აქცევთ დეტალებს და ფერთა შეხამებას. სად პოულობთ საჭირო დეკორს და ნივთებს?
- უამრავი ქსელური თუ ბუტიკური ტიპის მაღაზიაა, სადაც დიდი არჩევანია. ბევრი რამ ვიყიდე ასეთი ტიპის მაღაზიებში. ასევე გავაახლე ოჯახის კუთვნილი ძველი ავეჯი. მაგალითად, ძველი „დესაუ“ ვაქციე სამზარეულოს ავეჯად, ხოლო ფრიდას სახლისთვის, დაზიანებული პიანინო - „Coffee Stand”-ად.
- საკუთარი ხელით რომელი ნივთები დაამზადეთ?
- დეკორატიული ნივთების შეძენის გარდა, მსურდა, ჩემ მიერ შექმნილი დეკორატიული ელემენტებით ყოფილიყო აპარტამენტები მცირედად გაფორმებული, ამ მიზნის მისაღწევად, 2 თვის განმავლობაში დეკორატიული ხატვის ინტენსიური კურსი გავიარე. კურსის დასრულების შემდეგ გიტარა, ნარდი, რამდენიმე თეფში და ჩარჩო მოვხატე და განვათავსე აპარტამენტებში.
- მესამე თემად ფრიდა კალო აირჩიეთ. რა გახდა ინსპირაცია?
- პირველი ორი აპარტამენტის შექმნის პროცესმა დამანახვა, რომ ძალიან დიდი რისკია, ასცდე ჩანაფიქრს, რომელსაც კონკრეტული კონცეფცია არ უდევს საფუძვლად. დამატებით, მსურდა ჩვენი ოჯახის ძველი თბილისური სახლის არქიტექტურული მახასიათებლები შემენარჩუნებინა. ფრიდა კალოს მექსიკური სახლი ადვილად გახდა ინსპირაციის ფაქტორი. სრულიად შემთხვევით წავაწყდი ვიდეოს, რომელიც XX საუკუნის გამოჩენილი მექსიკელი მხატვრის, ფრიდა კალოს მექსიკური სახლ La Casa Azul-ის შესახებ იყო გადაღებული. ყურება დასრულებული არ მქონდა, როდესაც დარწმუნებით ვიცოდი უკვე, რომ ამ აპარტამენტსაც იგივე მახასიათებლები უნდა ჰქონოდა. ვეცადე, მაქსიმალურად გამომეყენებინა ყველა ის ფერი და ძირითადი ინტერიერის დეტალები, რომელიც მის „ლურჯ სახლში“ იყო გამოყენებული. მწვანე, ლურჯი, ყვითელი, სტაფილოსფერი - ეს ფერები დომინანტური იყო ფრიდას „ლურჯ სახლში“. შესაბამისად, ავეჯის, ტექსტილის, ჭურჭლისა თუ დეკორაციის ელემენტებს ამ ფერების მიხედვით ვარჩევდი. სწორედ ამიტომ, ფრიდას ხის საწოლის იდენტური საწოლი დავამზადებინე - საწოლი, რომელშიც რეაბილიტაციის დროს საკუთარ პორტრეტებს ქმნიდა.
- რომელია თქვენი ფავორიტი დიზაინი ამ აპარტამენტებიდან?
- „ფრიდას სახლი“, ალბათ იმიტომ, რომ როგორც საწყის ეტაპზე მქონდა წარმოდგენილი, ზუსტად ისეთი გამოვიდა.
- ფაქტობრივად, მოყვარულ დიზაინერად იქეცით. რა გასწავლათ გამოცდილებამ?
- გამოცდილებამ ის მასწავლა, რომ საწყის ეტაპზე, როდესაც რაღაც კონკრეტული მონახაზი და კონცეფცია გაქვს, ბევრად გიადვილდება დასახული მიზნის მიღწევა.
- რას ურჩევდით მათ, ვისაც სურთ ბინა კრეატიულად და ორიგინალურად მოაწყონ? რა გაითვალისწინონ?
- პირველი რჩევა იქნება, არასდროს დაზოგონ თანხა დიზაინერის მომსახურებისთვის, თუკი ამის საშუალება აქვთ. საბოლოო შედეგი, დიდი ძალისხმევისა და დროის დაკარგვის გარეშე, კარდინალურად უკეთესი იქნება. მოკრძალებული ბიუჯეტის პირობებში კი, ყველაზე ეფექტურია ინტერიერის დიზაინის ონლაინპლატფორმების ხშირი ვიზიტი, პროფილური სტატიების კითხვა, სურათების თვალიერება Pinterest-ზე.
ბინის კრეატიულად მოწყობისთვის, მთავარი რაც უნდა გაითვალისწინონ, ჩემი აზრით, უშუალოდ ბინის მახასიათებლებია - ფართი, განათება, არქიტექტურული წყობა. თუკი ინსპირაციისთვის ონლაინ ყაროებს გამოიყენებენ, ეცადონ საკუთარი ბინის მსგავსი მახასიათებლების მქონე დიზაინს მიანიჭონ უპირატესობა.
თეა ინასარიძე