მცირეგაბარიტიანი სახლის გაფორმება საკმაოდ სერიოზული პრობლემა და თავისტკივილია. ერთი პატარა შეცდომაც და პატარა სახლი შესაძლოა კიდევ უფრო დაპატარავდეს. მოდით ვნახოთ, რისი გაკეთება არ ღირს მცირეგაბრიტიან სახლში.
1. დიდი ზომის ნახატები
მცირეგაბარიტიამ სახლში დიდი პრინტების და ნახატების გამოყენება ნამდვილად წარუმატებელი იქნება. ეს მცდარი იდეაა და სივრცეს კიდევ უფრო დააპატარავებს. ეს ეხება აბსოლუტურად ყველა ორნამენტს, დაწყებული ნახატით გეომეტრიული ფიგურებით დამთავრებული.
2. ხშირი პრინტი
მინიატურულ პრინტები ოთახს ვიზუალურად ადიდებს, თუმცა აქაც გვაქვს რამდენიმე ნიუანსი. თუ ნახატები ერთმანეთთან ძალიან ახლოს იქნება და ბევრი, სივრცე გადაიტვირთება და დაპატარავდება.
უმჯობესია
ისეთი შპალერი შეარჩიოთ, რომელზეც ნახატები ერთმანეთის მოშორებით იქნება განლაგებული.
3. მყვირალა ფერები
ძალიან მნიშვნელოვნია პრინტის არა მხოლოდ ზომა და განლაგება, არამედ ფერიც. არსებობს ფერების კატეგორია, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უხდება მცირე გაბარიტებს. ამ ფერების სიაში შედის მყვირალა ფერები. თუ ძალიან გინდათ ეს ფერები, მხოლოდ კომბინირების სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ.
საბედნიეროდ, არსებობს უამრავი ფერთა გამა, რომელიც იძლევა საშუალებას მკვეთრი ფერები იმავე ფერის ჩამქრალი, დამჯდარი ტონალობით ჩაანაცვლოთ და ბევრად ეფექტური შედეგი მიიღოთ.
4. ფოტოშპალერი მუქი სიუჟეტით
არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც არაფრით არ უხდება შეზღუდულ სივრცეს, ეს მუქი ფერის სიუჟეტი გახლავთ. უმჯობესია უპირატესობა ღია ფერის სიუჟეტებს მიანიჭოთ.
5. შეუფერებელი გეომეტრია
ძალიან ხშირად მცირეგაბარიტიანი სახლების გაფორმების დროს დიზაინერები გეომეტრიული პრინტების გამოყენებას გვირჩევენ. დიახ, ზოლები და ხაზები ჭერს ამაღლებს, თუმცა გეომეტრიული ფიგურების შერჩევის დროს დიდი სიფრთხილეა საჭირო, მაგალითად ჰორიზონტალური ხაზების გამოყენებას ნამდვილად არ გირჩევთ.
ასევე ყურადღბა მიაქციეთ იმ გარემოებას, რომ გეომეტრიული ფიგურები არ იყოს განლაგებული მთელ ოთახში, ეს სივრცეს ძალიან გადატვირთავს.