გეჩვენებათ, რომ თქვენი საძინებელი არ არის მყუდრო, არის ბნელი და მოუხერხებელი?
შევეცდებით აგიხსნათ, როგორ შეიძლება გაოსწოროთ ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალები და სულ რაღაც რამდენიმე დღეში თქვენი საძინებელი მყუდრო და კომფორტულ ადგილად აქციოთ.
როდესაც საძინებელი ბნელია
სამწუხაროდ ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ საძინებელს არ აქვს საკმარისად დიდი ფანჯარა საიმისოდ, რომ საკმარისი შუქი შემოვიდეს. ჩვენ გირჩევთ, რა უნდა მოიმოქმედოთ ამ დროს, მართალია, შეუძლებელია რამდენიმე დღეში ფანჯრის გადიდება ან ახალის გამოჭრა, თუმცა ტექსტილის შეცვლით საქმეს ნამდვილად უშველით. ღია ფერის, თხელი ფარდის დაკიდებით ნამდვილად შეძლებთ
როდესაც ავეჯი არასწორად არის განლაგებული
ბევრისთვის ნაცნობია სიტუაცია, როდესაც პატარა ზომის ოთახში მაქსიმალურად ბევრი ნივთის დატევას ვცდილობთ ხოლმე. გადაალაგეთ ავეჯი, შეუცვალეთ ადგილი, თუმცა სანამ ამას გააკეთებთ, კარგად დაფიქრდით, რამდენად გჭირებათ ესა თუ ის ნივთი. თუ დარწმუნდით, რომ არ გჭირდებათ, სასწრაფოდ მოაშორეთ საძინებლიდან და სხვა ადგილი მიუჩინეთ.
როდესაც საძინებელი მოსაწყენია
ზოგჯერ ხდება ხოლმე ისე, რომ უნივერსალური სივრცის შექმნის სურვილით ვიღებთ საკმაოდ მოსაწყენ ინტერიერს.
ერთფეროვანი სადა საძინებლის გადასახლისებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ მკვეთრი აქცენტები, მაგალითად, დეკორატიული ბალიშები, ტექსტილი ან ფარდები. ან თუდაც ლამაზი ნახატი კედელზე.
ცივი იატაკი
დილით უცებ წამომხტარი ცივ იატკას რომ დააბიჯებთ ფეხს, არცთუ სასიამოვნოა. სცადეთ და დადეთ საწოლთან რამდენიმე პატარ ზომის ფუმფულა ხალიჩა, ნახეთ როგორი სიმყუდროვის შეგრძნება დაგეუფლებათ.
როდესაც საძინებელი არ გამოიყურება რომანტიულად
ხანდახან საძინებელში მკვეთრი, ცენტრალური განათებაა, ხანაც მხოლოდ სანათით შემოიფარგლებიან ხოლმე. სინამდვილეში არც ერთია საკმარისი. იმისათვის, რომ საძიენებლი რომანტიული და მშვიდი იყოს, აუცილებელია კომბინირებული განათება, რომელსაც საჭიროების მიხედვით გამოიყენებთ ხოლმე. ასევე კარგი იქნება სხვადასხვა ტიპის გასანათებელი აქსესუარები.
უგემური ინტერიერი
ზოგიერთი საძინებელი ძალიან უგემურია, არ აქვს ჩამოყალიბებული სტილი, ის სასტუმრო ნომერს წააგავს. ეცადეთ, გაალამაზოთ იგი ისეთი ნივთებით,
რომლებიც მოგნებებს აღგიძრავთ, ოთახს დახვეწს და სიმყუდროვესაც შესძენს. ეს ნივთები შეიძლება იყოს ოჯახის წევრების ფოტოები, სუვენირები და ა.შ
ქაოსი ღია თაროების გამო
გაითვალისწინეთ, რომ ღია თაროები ინტერიერში მხოლოდ ფოტოზე გამოიყურება ეფექტურად და მუდმივად მოწესრიგებულად, რეალურად ის საკმაოდ ქაოსურია. სცადეთ და ღია თაროები დაფარეთ ფარდით ან რეილინგით, რათა ნივთები თვალს მოფარებული იყოს .ნახავთ, როგორ შეიცვლება გარემო ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალის დამატებით.
მოუხერხებელი საწოლი
ძილს ჩვენს ცხოვრებაში დღე-ღამიდან სულ მცირე 8 საათი მაინც უკავია და ამიტომ ძალიან მნიშვენლოვანია, რომ ეს დრო მაქსიმალურად ეფექტურად ავითვისოთ. საამისოდ კი აუცილებლად დაგვჭირდება მოხერხებული საწოლი. ჩვენი რჩევაა, საძიბნებლის მოწყობის დრის პირველ რიგში შეიძინოთ მაქსიმაურად კომფორტული საწოლი და მატრასი, ხოლო ამის შემდეგ ბუნებრივი მასალის თეთრეული, რაც თქვენი სრულყოფილი ძილის გარანტია იქნება.