მოზაიკა, პრიალა კაფელი, დეკორი და ფოტოშპალერი დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. როგორი უნდა იყოს აბაზანა, თანამედროვე ინტერიერს რომ ერგებოდეს? პირველ რიგში სულ უფრო და უფრო აქტუალურია სისადავე და პრაქტიკულობა. ფერები - დამჯდარი და მშვიდი. აღარავის უნდა ეფექტები და ბრჭყვიალა აქსესუარები. მოსაპირკეთებელი მასალა ის ბაზაა, რომელსაც ვერ შეცვლი სწრაფად და მარტივად, როგორც შეიძლება, ფარდა ან პირსახოცები შეცვალო. ამიტომ ბაზის შერჩევისას იყავით უფრო ფრთხილი და აარჩიეთ ისეთი, რომელიც არც მოძველდება მალე და არც თქვენ მოგბეზრდებათ. გთავაზობთ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც რა ხანია, მოდიდან გადავიდა:
მოზაიკა
ყველა კედელზე
მოზაიკური ფილა ადრე პოპულარული იყო, აქცენტის სახით დღესაც შეიძლება გამოყენება, თუმცა ყველა კედლის ასე გაფორმება არც ლამაზია და არც მოდური. დამღლელია, მით უმეტეს, პატარა სააბაზანოში.
რით ჩავანაცვლოთ?
ჯობს სხვა ტიპის კერამიკული ფილები აარჩიოთ. თუნდაც, ერთტონიანი კვადრატული ფილები, ან სადა ფერებით. შეგიძლიათ, აქცენტი ერთ კედელზე გააკეთოთ ან მხოლოდ საშხაპეში.
ფილები ლოფტის სტილში
ამ ფოტოზე ჩანს, რასაც ვგულისხმობთ. ამ დოზით ლოფტის ელემენტები აბაზანას ნაკლებად უხდება. თუ აქცენტად გამოიყენებთ, თორემ მთელი სააბაზანოს ასე გადაწყვეტა არამომგებიანია.
რით ჩავანაცვლოთ?
ლოფტი კვლავაც აქტუალურია, თუმცა სხვა ტიპის დეკორი აარჩიეთ. მაგალითად, ფილები აგურის ან ბეტონის ფაქტურით, ხე, დეკორატიული აგური და ა.შ.
მკვეთრი ფერების მკვეთრი კერამიკა
ფოტოზეც ჩანს, რომ ეს ნამეტანია. შეიძლება ასეთი ფერების გამოყენება, მხოლოდ - აქცენტის სახით.
რით შევცვალოთ?
თუ ფერები გინდათ, არ არის აუცილებელი თეთრი და ნაცრისფერი იყოს ყველაფერი, მაგრამ გამოიყენეთ ღრმა ტონალობები - ლურჯი, ზურმუხტიფერი, პასტელური ფერები და ისინიც, არა დიდი დოზით.
ფოტოშპალერი
შპალერი აბაზანაში სულაც არ არის ცუდი გადაწყვეტილება, აქცენტის სახით, თუმცა ნაკლებად - ფოტოშპალერი. ფოტოშპალერს, მით უმეტეს, პეიზაჟებით, დიდი სივრცე სჭირდება და არა სააბაზანო, არც თემატურად და არც სივრცით რომ არ შეესაბამება.
რით შევცვალოთ?
თუ შპალერის გამოყენება გინდათ, რომ ფილაზე თანხა დაზოგოთ, აირჩიეთ უბრალოდ მოდური ნახატები, ტროპიკები, გეომეტრია, აბსტრაქცია, რომელსაც ერთ კონკრეტულ, არა ძალიან დიდ კედელზე მიუჩენთ ადგილს.
კრემისფერი ფურცელი
ამ დოზით, როგორც ფოტოზეა, ნამდვილად ნამეტანია. კრემიფერი კარგია, თუმცა არა ისე, რომ კედლებიც და იატაკიც, ყველაფერი ერთ ფერში იყოს.
რით შევცვალოთ?
ფილა დეკორით
საბაზო ფილებისა და დეკორის შეხამება, თუ დეკორი დიდი დოზითაა, უკვე ნამეტანია. ჯობს დეკორი ან წვრილ ზოლად გააკეთოთ, ან კონკრეტული აქცენტების სახით.
რით შევცვალოთ?
შეგიძლიათ, ხის კომბინაცია გააკეთოთ ფილასთან, რომელიც ასევე ლამაზ აქცენტად იქცევა.