2022 წლის ყველაზე ტრენდული ჭაღები


როგორ შევარჩიოთ ჭაღი ისე, რომ ინტერიერს სრულყოფილი სახე მივანიჭოთ, როგორი ჭაღებია ტრენდული 2022 წელს?
კარგი ხასიათი, სიმშვიდე და სიმყუდროვე სახლში მხოლოდ შეღებილი კედლები და ლამაზი ავეჯი როდია.
არასწორად შერჩეულმა განათებამ შესაძლოა მთელი ინტერიერი გააფუჭოს. კარგად გათვლილმა განათების სცენარმა კი პირიქით, შესაძლოა სახლს და მოძველებულ ინტერიერს ახალი სიცოცხლე შთაბეროს.



მრავალი წლის განმავლობაში განათების სიმბოლოდ სახლის ჭაღი მიიჩნევა, თუმცა ერთი ჭაღი მთელი ოთახისთვის და შესაძლოა კიდევ ერთი ტორშერი, დიდი ხანია, მოძველებული სცენარია. დღეს ასე აღარავინ იქცვა. თანამედროვე ტრენდების მიხედვით არსებობს განათების სამი
ფაზა.


1. ძირითად ანუ საერთო განათება, რომელიც მთელ ოთახს მოიცავს.
2. სამუშაო, მაგალითად ბრა ან ტორშერი საკითხავად, ხოლო მაგიდის სანათი კომპიუტერთან სამუშაოდ.
3.დეკორატიული, რომელსაც გამოკვეთილად აქცენტის ფუნქცია აკისრია, მაგალითად რომელიც კედელზე ავეჯის სილუეტს ირეკლავს.



რაც შეეხება თანამედროვე ტიპის ჭაღებს:

ჩამოსაკიდი, რომელიც ჭერიდან არის დაშვებული.
ამ ტიპის ჭაღი ძალიან უხდება დიდ ფართობს მაღალი ჭერით. სივრცის ცენტრში განთავსებული დიდი ზომის დაკიდებლი ჭაღი საერთო განათებას უზრუნველყოფს.
მიბჯენილი, რომელიც ებჯინება ჭერს. ასეთ ჭაღებს ძირითადად დაბალჭერიან ოთახებში იყენებენ. როგორც წესი, ასეთი ჭაღები ძალიან კომპაქტურია.


რაც შეეხება მასალას, თანამედროვე ჭაღებს რისგან აღარ აკეთებენ, ქაღალდისგანაც კი. თუმცა ყველაზე გავრცელებული არის შუშა, მეტალი, ბროლი, ხე.
რაც შეეხება სტილს, მაგალითად კლასიკურ სტილს, უხდება დასაკიდი ჭაღები, ძირითადად შუშის ან ბროლის.
მინიმალისტურ სტილს მიბჯენილი, მინიმალისტური სტილის ჭაღი უხდება, სადა და მოკრძალებული, ძირითადად გეომეტრიული ფორმის და ღია ფერის, თეთრი ან ნაცრისფერი, აქტუალურია შავი ფერიც.
საკნდინავიურ სტილს უხდება მარტივი ფომები და ღია ფერი, კარგად განათებული სივრცე.
ეთნიკურ მოტივებს ბუნებრივი მასალა უხდება, მაგალითად ხე. ეს იგივე ეკოინტერიერია.
ლოფტი კი მეტალით არის ეფექტური.
არსებობს კიდევ რეტრო სტილი, საკმაოდ გავრცელებული, რომელსაც ვინტაჟური ჭაღი დაამშვენებს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები