თუ ზღვის სანაპიროზე აპარტამენტების შეძენას ან გარემონტებას აპირებთ, ჯერ ამ სტატიას გაეცანით. ზღვიდან ორი წუთის სავალ გზაზე ცხოვრება მართლაც საოცრებაა, რომლის გაუფერულებაც არასწორად ნაყიდ ან გაფორმებულ ინტერიერს შეუძლია. მოდით განვიხილოთ დიზაინერების რჩევები ამასთან დაკაშირებით.
პანორამულ ფანჯრებსა და დიდებულ ხედს არაფერი სჯობს
დასასვენებელი სახლი ყოველდღიური სახლისგან უნდა განსხვავდებოდეს, აქ ადამიანმა უნდა მოახერხოს განტვირთვა და სულიერი სიმშვიდის მოპოვება. ამიტომ, ვინც ზღვის სანაპიროზე სახლის შეძენას ან მოწყობას აპირებს, მოვუწოდებთ თამამი და ორიგინალური გადაწყვეტილებებისკენ.
ნუ შეგეშინდებათ ჩვეულზე უარის თქმა და უჩვეულოს გაკეთება.
და კიდევ, პანორამულ
ფანჯრებსა და მშვენიერ ხედს არაფერი სჯობს. სახლის შეძენის ან გარემონტების დროს გაითვალისწინეთ ეს და ინვესტიცია შესაფერის გარემოში ჩადეთ.
იდეალური ინტერიერი მაქსიმალურად უნდა ერწყმოდეს ბუნებას
ზღვის სანაპიროზე საცხოვრებელი სახლის შერჩევის დროს აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება ლოკაციას. ხშირად ადამიანები საცხოვრებლად სანაპიროს პირველ ზოლს ირჩევენ ხოლმე, თუმცა ამ შემთხვევაში სამშენებლო თუ მოსაპირკეთებელი მასალაც განსხვავებული უნდა იყოს. მარილი და ქარი აგრესიული ელემენტებია, ამიტომ ფასადები და ტერასები აუცილებლად განსაკუთრებულად მყარი და გამძლე მასალისგან უნდა დამზადდეს.
რაც შეეხება ინტერიერს აქ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი სტილი, თუმცა გირჩევთ, რომ სივრცე მაქსიმალურად განტვირთოთ.
იდეალური ინტერიერი მაქსიმალურად უნდა ერწყმოდეს გარემოს, ამიტომ ნათელი ფერები ამ შემთხვევაში უპირატესია.
ინტერიერში თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ცივი ფაქტურები, შუშა და პრიალა ზედაპირები
ზღვისპირა სახლის მთავარი ხიბლი ხედია, თუ ის გაქვთ, ნახევარი საქმე გაკეთებულია. ამ შემთხვევაში ინტერიერი ისე იგეგმება, რომ სახლის მეპატრონეებმა მაქსიმალურად მოახერხონ ტკბობა ამ ხედით.
გარდა ამისა, სამხრეთის მზე ძალიან ცხელი და კაშკაშაა, ამიტომ თავისუფლად შეიძლება იქნას გამოყენებული ცივი ფერები თუ ფაქტურები, მაგალითად შუშა, მეტალი, პრიალა ზედაპირი და ა.შ. მსგავსი დეტალების არებობა სივრცეს სასურველ სიგრილეს შემატებს.
აქტიური მზე კაშკაშა ფერების გამოყენებისკენაც გვიბიძგებს. ფანჯრებს მიღმა ცისა და მზის სხივების კონტრასტი ამ კაშკაშა ფერებს წარმატებით დააბალანსებს.
რაც შეეხება ტექნიკურ ფაქტორებს, ყურადღება უნდა მიაქციოთ მზისგან დამცავ საშუალებებს, იქნება ეს ჟალუზები, ხის დარაბები თუ სხვა დამცავი საშუალებები.
პროექტი უნდა იყოს მაქსიმალურად კომფორტული და ჰქონდეს ტრანსფორმაციის პოტენციალი
სახლი უნდა იყოს მაქსიმალურად კომფორტული და მოიცავდეს ყველა იმ ზონას, რომელიც დასჭირდებათ ოჯახის წევრებს.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ასევე ძალიან მნიშნელოვანია კონდიცირება.
სახლი დასასვენებლად იქმნება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ აქ ყველა დეტალმა სიმშვიდე და სიამოვნება უნდა მოგგვაროთ. ზღვაზე კი კონდიციონერი აუცილებელია, რომელიც ფანჯრებიდან შემოსულ ცხელ ჰაერს გაანეიტრალებს, ამის გარეშე პანორამული ფანჯრებით ტკბობა უბრალოდ შეუძლებელი იქნება.
კიდევ ერთი საყურადღებო მომენტია იატაკის საფარი სამზარეულოსა და სასადილო ზონაში. ყველაზე გამართლებული და პრაქტიკული კერამიკული ფილები ან ქვაა. სიცხეში ეს მასალა ძალიან კომფორტული და მოსახერხებელია.
და ბოლოს ტექსტილი. გავრცელებული მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ზღვას უხდება მსუბუქი და ჰაეროვანი ტექსტილი, მცდარია, გვერწმუნეთ, სქელი ტილო ბევრად სასიამოვნო და პრაქტიკულია, იქნბა ეს ფარდები თუ ავეჯის შალითები.