როგორ ავამაღლოთ ჭერი ვიზუალურად

დაბალი ჭერი ალბათ არავის უკვირს, ბევრ ბინაში შეხვდებით, თუმცა ეს განაჩენი არ არის, თქვენ შეგიძლიათ იცხოვროთ დაბალჭერიან ბინაში ან მიმართოთ ეფექტურ, საკმაოდ მარტივ საშუალებებს და თქვენი სახლის ჭერი ვიზუალურად აამაღლოთ.

1. ვერტიკალური ხაზები

ყველაზე მარტივი და ეფექტური გზა დაბალი ჭერის ვიზუალურად ასამაღლებლად გახლავთ ვერტიკალური ზოლები ინტერიერში. ვერტიკალურზოლებიანი შპალერი ამ პრობლემას მოგიგვარებთ. თუმცა ამ ხერხის გამოყენებამდე აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ოთახის გეომეტრია.

2. თეთრი ფერი

ყველამ ვიცით, რომ თეთრი წაუგებელი ვარიანტია, კედლებს და ჭერს თეთრ ფერში თუ შეღებავთ, ზღვარი გაქრება და ოთახი
ვიზუალურად გადიდდება და ამაღლდება კიდეც.

3. ჩამონტაჟებული ნათურები

ეფექტური ხერხი ჭერის ასამაღლებლად არის სისადავე, როდესაც ჭერი არ უნდა იქცევდეს ყურადღებას, საამისოდ საუკეთესო ვარიანტია ჭერში ჩამონტაჟებული ნათურები.

4. დაბალი ავეჯი

დაბალი ავეჯი აღნიშნული პრობლემის მოგვარების კიდევ ერთი საკმაოდ ეფექტური გზაა. დაბალჭერიანი ოთახის მასიური ავეჯით გადატვირთვა არ არის გამართლებული.

5. ღია ფერის კარადები


ნახეთ სხვაობა ფოტოზე. 
კარადები ნებისმიერი ინტერიერის მთავარი ატრიბუტია, თუ დაბალჭერიან სივრცეში ღია ფერის კარადებს გააკეთებთ, ზედა ნაწილს მაინც, სივრცეს ნამდვილად აამაღლებთ.

6. კედლების ფერი

თანამედროვე სამყაროში შპალერი ნელ-ნელა წარმატებით ჩაანაცვლა საღებავმა. კედლების შეღებვა არა მარტო ერთ ფერში შეიძლება, რამდენიმე ფერში ერთად. ფერთა სათანადო შეხამებამ შესაძლოა ძალიან კარგად გადაწყვიტოს აღნიშნული პრობლემა.

7. საფარდე ჭერზე

ჭერზე მიბჯენილი საფარდე, ე.წ. კარნიზი უმარტივესად წყვეტს დაბალი ჭერის საკითხს.

8. ვერტიკალური განლაგება

იმისათვის, რომ შექმნათ სიმაღლის ილუზია, გირჩევთ ნივთები ოთახში ვერტიკალურად განალაგოთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები