ყველაზე გავრცელებული შეცდომები ინტერიერში


ჩვენი სახლი ჩვენი ციხესიმაგრეა, სადაც ადამიანი თავს მაქსიმალურად კომფორტულად უნდა გრძნობდეს, თუმცა ხანდახან ინტერიერის მოწყობის დროს დაშვებულმა, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო შეცდომამაც კი შესაძლოა ეს სიმყუდროვე სულ დაგვიკარგოს. მოდით, ვნახოთ ინტერიერის მოწყობის დროს დაშვებული ყველაზე გავრცელებული შეცდომები.

ფოტოები და სურათები

ფოტოების და სურათების კედელზე განთავსების მხოლოდ ერთი წესი არსებობს - თვალის დონეზე.

კედელთან ჩამწკრივებული ავეჯი

ან პირიქით, მთელი ავეჯი კედელს არის მოშორებული. პირველ შემთხვევაში იქმნება ყაზარმის ეფექტი, მეორეში კი - ქაოსის. ამიტომ ეცადეთ, ოთახში აქცენტები ზომიერად განათავსოთ.

ფერები

კედლები სულ ერთ
ფერში, იქნება ეს ნაცრისფერი თუ თეთრი ძალიან სუფთად გამოიყურება, თუმცა სასტუმროს წააგავს. გირჩევთ გამოიყენოთ აქცენტები.

ზედმეტი ბალიში დივანზე

დიახ, ბალიში ქმნის აქცეტს და ინტერიერს სიმყუდროვეს სძენს, თუმცა ზომიერად. წესი მარტივია, თუ დივანზე დასაჯდომად ერთი ბალიშის გაწევა მაინც გიწევთ ე.ი. ის ზედმეტია.

ზომაზე მეტი სიმეტრია

არ არის აუცილებელი საძინებელში გედგათ ზუსტად ერთნაირი ტუმბო, ან მისაღებში ორი ერთნაირი სავარძელი, შეურიეთ ერთმანეთს სხვადასხვა ტიპის ნივთები.

ტელევიზორი ოთახის ცენტრში

მცდარია მოსაზრება, თითქოს ტელევიზორი აუცილებლად ოთახის ცენტრში უნდა იდგეს. სცადეთ და განათავსეთ კუთხეში, ნახავთ, როგორ მყუდრო ინტერიერს მიიღებთ.

განათება

ჭაღი ვერასდროს ქმნის სიმყუდროვს, სიმყუდროვეს ქმნის ტორშერი და ბრა, ამიტომ გირჩევთ ოთახებში გქონდეთ სხვადასხვა ტიპის განათებები.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები