ეს ყველაზე პრაქტიკული რჩევაა, რომელიც დაგეხმარებათ ფარდების არჩევაში


ფარდა მართლაც საოცრებებს ახდენს, ფარდის გარეშე ინტერიერი დაუსრულებელი ჩანს. თუ ფარდა სწორად არის შერჩეული, ინტერიერი ავეჯის გარეშეც კი მყუდრო და თბილი იქნება. რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ფარდები?  

პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია ფარდის სიგრძე. ის არ უნდა იყოს მოკლე. იდეალურად გამოიყურება ფარდა, თუ იატაკს მხოლოდ -1-2 სმ-თი დაშორდება.

ძალიან მნიშვნელოვანია კარნიზის სიგრძეც. ხშირად კარნიზი ზუსტად ფანჯრის სიგრძეა ხოლმე, თუმცა უმჯობესია თუ კარნიზი ფანჯ
არას გასცდება ორივე მხარეს.

რაც შეეხება სიმაღლეს, პროფესიონალები გვირჩევენ, კარნიზი ფანჯრიდან 15-20 სმ სიმაღლეზე იყოს დაფიქსირებული. თუმცა ეს არ არის მთავარი პრინციპი, რაც მაღლაა კარნიზი, მით მაღალი ჩანს ფანჯარა.
ფარდას ალამაზებს ე.წ ნაკეცები, გადაჭიმული ფარდა ეფექტურად არასდროს გამოიყურება. უნდა შეირჩეს ისეთი სიგანე, რომ ფარდამ გაიკეთოს ნაკეცები.




რაც შეეხება ფარდების დიზაინს:

ერკერი


მსგავსი დიზაინი ყველაზე ეფექტურად შესავლელში გამოიყურება. ის სივრცე საოცარ სიმყუდროვეს სძენს.
თუ ფანჯარასთან არის რადიატორი, უმჯობესია ისეთი სიგრძის ფარდა დაიდოთ, რომელიც ამ რადიატორს დაფარავს,  მეორე ვარიანტია რადიატორის კედლის ფერად გადაღებვა ან ისეთი დეკორატიული რადიატორის შერჩევა, რომელიც ინტერიერს მოუხდება.

ლამბრეკენი თუ რომაული ფარდა?
უნდა ვაღიაროთ, რომ უფრო აქტუალური რომაული ფარდაა. ის მთლიანად ფარავს ფანჯარას და სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია მისი აწევა სასურველ დონემდე. გარდა ამისა, რომაული ფარდები ისეთი ქსოვილისგან არის დამზადებული, რომელიც კარგად დაგიცავთ მზისგან.

როგორ ქსოვილი შევარჩიოთ?


პირველ რიგში გირჩევთ უარი თქვათ ბრჭყვიალა ქსოვილზე. აქცენტი გააკეთეთ ბუნებრივ მასალაზე. ყველაზე მარტივია ფარდების კედლის ფერის შესაბამისად შერჩევა, იგივე ფერის ან ოდნავ მუქის. ეს ყველაზე პრაქტიკული რჩევაა, რომელიც დაგეხმარებათ იმაში, რომ ინტერიერი იყოს ჰარმონიული.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები