იმისათვის, რომ თქვენი აბაზანა დახვეწილი და თანამედროვე იყოს, სულაც არ არის აუცილებელი მასშტაბური რემონტის გაკეთება, ზოგჯერ მხოლოდ რამდენიმე დეტალია საკმარისი იმისთვის, რომ საერთოდ შეგეცვალოთ მასზე შთაბეჭდილება.
ფილები, სანტექნიკა, ავეჯი, ტექსტილი - რა თქმა უნდა, აბაზანაში პირველ რიგში ეს დეტალებია თვალშისაცემი. თუმცა, არსებობს კიდევ მეორეხარისხოვანი, წვრილმანი, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალები, რომელთაც ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საერთო შთაბეჭდილების ჩამოყალიბების დროს.
თუ გსურთ, რომ თქვენი აბაზანა დახვეწილი იყოს, პირველ რიგში მოაშორეთ პლასტმასის ჭიქები, სასაპნეები და ა.შ. შეიძინეთ თხევადი საპნის მრავალჯერადი დოზატორი, ჯაგრისების
და საპნის ლამაზი ჩასადები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აბაზანაში შესანახი სისტემა, რომელიც მოგცემთ იმის საშუალებას, რომ ნივთები არ ელაგოს ქაოსურად. როდესაც სივრცე არ არის გადატვირთული ნივთებით, ეს უკვე სტილია. ერთი სიტყვით, ყველა ნივთს მიუჩინეთ თავისი ადგილი.
თუ სივრცე არ იძლევა იმის საშუალებას, რომ განათავსოთ ავეჯი, აქცენტი დასაკიდ მექანიზმებზე გაკეთეთ, ასე სივრცეს რეალურად განტვირთავთ.
აბაზანის გამოცოცხლების და შეცვლის ყველაზე მარტივი და ეფექტური საშუალება სიმწვანის დამატებაა, ცოცხალი ყვავილები სულ სხვა ატმოსფეროს შექმნის.
და ბოლოს, სასიამოვნო სურნელი სიმყუდროვის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. გამოიყენეთ არომადიფუზორი ნებისმიერი თქვენთვის სასურველი არომატით.