რა უნდა მოაშოროთ მისაღები ოთახიდან დაუფიქრებლად

ნებისმიერ სახლში არსებობს ისეთი ნივთები, რომლებიც რეალურად არაფერში გვჭირდება და დიზაინერები გვირჩევენ სასწრაფოდ მოვაშოროთ, თუ გვინდა, რომ ჩვენი ინტერიერი იყოს თანამედროვე და დახვეწილი.

სუვენირები

ათასგვარი სუვენირი, ნაჩუქარი თუ მოგზაურობიდან ჩამოტანილი, ალბათ ბევრი ჩვენგანის სახლში მოიძებნება. ჰოდა, მისაღებში მათი ადგილი ნამდვილად არ არის. თუ კოლექციონერი ბრძანდებით და მათ გარეშე სიცოცხლე ვერ წარმოგიდგენიათ, სუვენირებს სპეციალური ადგილი, კარადა გამოუყავით. ერთად შეკრებილს სულ სხვა იერი ექნება.

სხვადასხვა ზომის ქოთნის ყვავილები

ყვავილების ქოთნების ფორმის და ზომით შერჩევა მთელი ხელოვნებაა, პროფესიონალ დიზაინერებსაც კი უჭირთ ხოლმე ამის
გაკეთება. უმჯობესია სულ უარი თქვათ მათ მისაღებში განთავსებაზე ან მხოლოდ ერთი განათავსოთ, ვიდრე ქაოსურად განალაგოთ და ამით ინტერიერი გააფუჭოთ.

დამტენები და სადენები

თანამედროვე სამყარო ამ დეტალების გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ ეცადეთ მათ სპეციალური შესანახი სისტემები გამოუყოთ, თვალსაჩინო რომ არ იყოს.

გაზეთები, საბუთები, ფოტოები

გვერწმუნეთ, ჟურნალის მაგიდაზე, მისაღებში ჟურნალების, ფოტოებისა და საბუთების გროვის ადგილი ნამდვილად არ არის, მათ სპეციალური უჯრა მიუჩინეთ, გადაარჩიეთ და ისე შეინახეთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები