საძინებლის გაფორმების საინტერესო იდეები

ფერთა პალიტრა, მინის ტიხარი, კარადები თავთან და კიდევ ბევრი რამ იმისთვის, რომ საძინებელი ლამაზი და დახვეწილი იყოს - შემოგთავაზებთ საინტერესო ვარიანტებს.

მინის ტიხარი


ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური, თუმცა არც ისე მარტივი განსახორციელებელი იდეა ყრუ კედლის მინის ტიხრით ჩანაცვლებაა. თუ მზად ხართ ასეთი მასიური ცვლილებებისთვის, ეს სათქვენო ვარიანტია. ასე თქვენი საძინებელი ბევრად ნათელი, ფართო და ჰაეროვანი გახდება.

კედლის დეკორი სარკით


სარკე პატარა სივრცის გაფორმების უნივერსალური საშუალებაა. ის ვიზუალურად ადიდებს სივრცეს და ბევრად დახვეწილ იერს ანიჭებს.

შენიღბული კარადა


კარადები ყველა სივრცეში საჭირო რომ არის,
ყველამ კარგად ვიცით, თუმცა ხშირ შემთხვევაში ის ოთახს ზედმეტად ტვირთავს. მსგავსი უხერხულობა თავიდან რომ აიცილოთ, გთავაზობთ კარადის ფასადის სარკით შენიღბვას, გვერწმუნეთ, შედეგი მოლოდინს გადააჭარბებს.

მკვეთრი ფერები


სულ პატარ ოთახიც კი იმსახურებს, რომ იყოს მხიარული და დახვეწილი, ფერს ინტერიერში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ნუ შეგეშინდებათ შეზღუდულ სივრცეში მკვეთრი ფერების გამოყენება, მთავარია, ფერი სწორად იყოს შერჩეული.

აქცენტი კედელზე 


ძალიან ეფექტურია და თითქმის ნებისმიერ საძინებელს უხდება აქცენტი მთავარ კედელზე.

შესანახი სისტემები


შესანახ სისტემბზე ვისაუბრეთ, რომ მისი შენიღბვა სარკეებით შეგიძლიათ, თუმცა არსებობს სხვა გადაწყვეტილებებიც. მაგალითად, მეორე იარუსი, არც ეს არის ცუდი შემოთავაზება. თუ გემოვნებით გააკეთებთ, საუცხოო შედეგს მიიღებთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები