სამსულიანმა ოჯახმა 43 კვ.მ ფართის ბინა შეიძინა და სასწრაფოდ გადაწყვიტა რემონტის გაკეთება. გამომდინარე იქიდან, რომ ამოცანა საკმაოდ რთული ჰქონდა და მიხვდნენ, რომ თავად ვერ გაუმკლავდებოდნენ, დახმარებისთვის პროფესიონალ დიზაინერს მიმართეს.
მთავარი დაკვეთა, როგორც უკვე მიხვდით, ამ მცირე ფართის სამ ადამიანზე მაქსიმალურად კომფორტულად მორგება გახლდათ. შეგახსენებთ, რომ ოჯახი სამსულიანია, წყვილი და ერთი შვილი - მოსწავლე.
ერთადერთ ფაქტორი, რამაც დიზაინერს საქმე ასე თუ ისე გაუმარტივა გახლდათ ის, რომ სახლში არ იყო ბევრი ტიხარი.
შესასვლელი
შესასვლელი გაკეთდა ღია ფერებში, იატაკის საფარად გამოიყენეს ლამინატი. ყველა
სამზარეულო-სასტუმრო
სივრცის შუაგულში მოეწყო სამზარეულო. გამომდინარე იქიდან, რომ დიასახლისს უწევს სადილების კეთება, სამზარეულო მაქსიმალურად ფუნქციონალური უნდა ყოფილიყო. ფასადი თეთრ ფერშია. იმისათვის, რომ შესანახი სისტემა კიდევ უფრო მეტი ყოფილიყო, ზედა კარადები ჭერამდე გაკეთდა. თეთრი ფერის გასანეიტრალებლად გამოიყენეს ბევრი შავი ელემენტი. სამზარეულოსა და შემოსასვლელს შორის გაკეთდა სასტუმრო ზონა.
ეს ზონაც ღია ფერებშია. შავი მაცივარი ვიზუალურად ყოფს სამზარეულოსა და მისაღებ ზონებს. იატაკი ლამინატის გახლავთ. მაცივრის გვერდით განთავსდა კომფორტული, დიდი დივანი, მოპირდაპირე მხარეს კი დაიკიდა ტელევიზორი.
საძინებელი
საძინებელი მთლიან სივრცეს დაბურული მინის გასაწევი ტიხრით გამოეყოფა. დაბურული მინიდან არაფერი ჩანს, თუმცა დღის შუქი კარგად გამოდის. გადაწყვიტეს, რომ საძინებელში გაეკეთებინათ პოდიუმი, რომელშიც დამატებითი შესანახი სისტემა მოეწყო. გარდა პოდიუმისა, გაკეთდა დიდი კარადაც. ასე რომ, შესანახი სისტემის ნაკლებობა ნამდვილად არ იგრძნობა.
ბავშვის ოთახი
გამომდინარე იქიდან, რომ სახლს აქვს სამმეტრიანი ჭერი, გადაწყვიტეს, რომ ბავშვის ოთახი ზემოთ გაეკეთებინათ. საწოლის ბაზად სტელაჟი გამოიყენეს. სამუშაო ზონა კი ფანჯარასთან გაკეთდა.
აბაზანა
შეზღუდული სივრცის გამო ნიჟარის ტუმბოს დავიწროება გახდა საჭირო. აქ სარეცხის მანქანა მოთავსდა.