სალომე ჩოჩიშვილი ინტერიერის დიზაინერია, რომელიც shin.ge-ს მკითხველს თანამედროვე ტრენდებისა და საკუთარი გამოცდილების შესახებ უყვება. რა არის მნიშვნელოვანი რემონტის დროს და რაზე უნდა გავამხავილოთ ყურადღება დაგეგმარებისას, ამას ინტერვიუში შეიტყობთ.
- ბაკალავრიატი თბილისის სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის განხრით გავიარე, წელს ვამთავრებ მაგისტრატურას ინტერიერის დიზაინის მიმართულებით, ორმაგად საინტერესოა ეს პერიოდი, რადგან მე თვითონ მოვიპოვე სასწავლო გრანტი. მეორე წელია ვმუშაობ ერთ-ერთ არქიტექტურულ კომპანიაში, სადაც მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება მივიღე არაჩვეულებრივი გუნდის დახმარებით.
- რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?
- ბავშვობიდან გატაცებული ვიყავი ხატვით და ფერთა შეხამებით, ეს გატაცება ძალიან დამეხმარა
პროფესიის შერჩევაში. გატაცება რეალობად ვაქციე და დღეს ინტერიერის დიზაინერი ვარ. მიყვარს ჩემი პროფესია, ვათვალიერებ და ვეცნობი სიახლეებს, ყოველთვის ახლის ძიებაში და განვითარებაში ვარ. ეს ის საქმეა, რასაც მთელი მონდომებით და დიდი სიამოვნებით ვაკეთებ.
- ყველაზე ძალიან რა მოგწონთ თქვენს საქმიანობაში?
- ჩემ მიერ შერჩეული ფერები და დიზაინი პასუხობს თანამედროვეობის მოთხოვნებს, ყოველთვის ვცდილობ, დავიჭირო ბალანსი ჰარმონიული გარემოს მისაღებად. დიზაინზე მუშობის პროცესი მთელი სიამოვნება და ხელოვნებაა.
- გამორჩეულ პროექტს თუ გაიხსენებთ?
- ჩემ მიერ შექმნილი ყველა პროექტი თავისებურად გამორჩეული და საინტერსოა. არ ვანიჭებ უპირატესობას რომელიმე ერთ სტილს. მაგალითად, ეს იქნება მინიმალისტური თუ კლასიკური. ამჟამად ვმუშაობ ერთ-ერთი კერძო სახლის დიზაინზე, რომელიც საკმაოდ მასშტაბური პროექტია თავისი სირთულეებით. დამთავრების შემდეგ აუცილებლად გაგიზიარებთ.
- რას აქცევთ ყურადღებას მუშაობის დასაწყისში, როგორ იღებთ გადაწყვეტილებას, როგორ სტილში, ფერში გააკეთოთ ესა თუ ის ინტერიერი?
- პირველ რიგში ვსწავლობ ადამიანების ბუნებას, ფსიქოლოგიას, ობიექტის ადგილმდებარეობას. დამკვეთის გარკვეული სურვილებით და მოთხოვნებით ვიწყებ ინტერიერის შექმნას, ასევე ვუზიარებ ჩემს შეხედულებას კონკრეტული დეტალის მიმართ. ყოველთვის ვცდილობ, დავაკმაყოფილო დამკვეთის მოთხოვნები.
- დამკვეთებთან ურთიერთობა ალბათ ცალკე სასაუბრო თემაა, რამდენად რთულია მათი დარწმუნება, მაშინ როცა თქვენი აზრები არ ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ ზუსტად იცით, რომ „არასწორი“ მოთხოვნა აქვს?
- დამკვეთთან ურთიერთობა არ არის იოლი ამბავი. როგორც დიზაინერმა, მისი ყველა მოთხოვნაც უნდა გაითვალისწინო და შენი ხედვაც გაუზიარო, რათა საბოლოო შედეგი საუკეთესო გამოვიდეს. შესაბამისად, ეს პროცესი გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ამავდროულად, ძალიან საინტერესოა. დიზაინერის მოვალეობაა დამკვეთს დაეხმაროს თავისი სურვილების და მისთვის შესაფერისი გარემოს შექმნაში, შესაბამისად, არასწორი მოთხოვნის დროს ვცდილობ, მაქსიმალურად ისე მოვარგო კონკრეტული ავეჯი ან დეკორი დიზაინს, რომ არასწორად არ იკითხებოდეს დიზაინში.
- ყველაზე გავრცელებული შეცდომები, რასაც ხვდებით, ხოლმე რა არის?
- მოერიდეთ ერთფეროვნებას, შეიტანეთ ბევრი ფაქტურა ინტერიერში. ქსოვილები, ნახატები, ეს ყველა ელემენტი აცოცხლებს ინტერიერს. შეეცადეთ ყოველთვის გამოხატოთ საკუთარი იდენტობა თქვენს ინტერიერში. შესძინეთ სივრცეს ის ინდივიდუალიზმი, რაც თავად გაგაჩნიათ და იყავით განსხვავებული.
- რა უნდა გაითვალისწინონ ადამიანებმა რემონტისას, რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა მიეცით ამ კუთხით...
- რემონტისას ყველა დეტალი თანაბრად მნიშვნელოვანია საბოლოო შედეგის მისაღებად. სარემონტო სამუშაოების დაწყებისას, ყველაზე მნიშვნელოვანია, სწორად განისაზღვროს ეტაპები და მათი მიმდევრობა ლოგიკურად დაეწყოს. აუცილებელია კარგად შევარჩიოთ ხელოსანი, რომელიც ინტერიერის დიზაინერის მიერ შექმნილი დეტალური ნახაზის სწორად გაგებას და შესრულებას შეძლებს, რომ მივიღოთ დიზაინერის მიერ შექმნილი ნახაზის იდენტობა.
- ტრენდები და თანამედროვე ტენდენციები ინტერიერში - რა არის ახლა მოდური და ძირითადად როგორ ინტერიერს ანიჭებენ ჩვენთან უპირატესობას?
- ინტერიერში თანამედროვე სტილი ძირითადად სიმარტივით, დახვეწილობით, ფაქტურის გააზრებული გამოყენებით და სუფთა სილუეტით განისაზღვრება. ტენდენციები ცვალებადია და თითქმის ყოველდღიურად იცვლება. წელს ყველაზე ტრენდული სკანდინავიური, მინიმალისტური და ქანთრი მიმართულებებია. მნიშვნელოვანია განათებების სწორად გამოყენება, რადგან ის განსაკუთრებულ განწყობას ქმნის ინტერიერში, ყურადღება მასალებს ეთმობა, ბუნებას დამამშვიდებელი განწყობა აქვს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენს ქაოტურ ყოველდღიურობაში. შესაბამისად, ბუნებრივი მასალები და ბუნების ტონები აქტიურად გვხვდება. გაიზარდა ბუნებრივი ქვების, მცენარეების, ხისა და ვინტაჟური აქსესუარების გამოყენება ინტერიერში. შესაბამისად, ბუნებრივ მასალებზე აქცენტირება, რაც ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა, მნიშვნელოვანი და ყველაზე მოთხოვნადია. წლის წამყვანი ფერებია შავი, ვერცხლისფერი, ლავანდისფერი, შინდისფერი, მწვანე და ნაცრისფერი - სწორედ ამ ფერთა პალიტრის გამოყენებაა რეკომენდებული. ჩვენთან უმეტეს შემთხვევაში თანამედროვე და კლასიკურ ინტერიერს ანიჭებენ უპირატესობას.
- შესაძლებელია თუ არა, არსებული ინტერიერს „გადახალისება“ სხვადასხვა ხერხით, მნიშვნელოვანი სარემონტო სამუშაოების ჩატარების გარეშე?
- ხშირად დგება დრო, როდესაც გვიჩნდება სურვილი, სახლში სიახლეები შევიტანოთ. ყველაზე მარტივად კი ინტერიერის გადახალისება ახალი ფერების და სხვადასხვა დეკორატიული ელემენტის საშუალებით არის შესაძლებელი, რომ სივრცემ განახლებული იერი მიიღოს.
ციცი ომანიძე